ბიძინა ივანიშვილი – 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ისევ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი

26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას! – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვიდეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო […]
ბიძინა ივანიშვილი – პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როცა ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს! – ჩვენ გავბედეთ!

დღეს 1-ელი ოქტომბერია, თავისუფლების დაბრუნების დღე! – ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც ის „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს. მისი თქმით, 1-ელი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1-ელი ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, ეს […]
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 20212 წლის შემდეგ გაუარესდა“. ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 12 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. „დღეს […]
თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება?

თბილისის რომელ ქუჩებს შეეზღუდება დღეს ელექტრომომარაგება? თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, […]
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ერთ დღეში 95 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 000-ს აჭარბებს

ლიბანის მასშტაბით ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად გუშინ 95 ადამიანი დაიღუპა და 172 დაშავდა, – ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლიბანში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, ლიბანში დევნილთა რიცხვი ზრდას განაგრძობს და მილიონს აჭარბებს. მათივე ინფორმაციით, თავშესაფრად გამოყენებულია 850 სკოლის შენობა. ისინი ძირითადად კონცენტრირებულია ბეირუთში, […]
ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, მოძრაობა აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე დღით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 1-ელი ოქტომბრიდან, 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა- ე.წ. “მახოს ხიდი”) მონაკვეთზე დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, გარდა […]
გია ხუხაშვილი – კობახიძემ მაქსიმალურად „იჩალიჩა“ – ყოფილი თანამდებობის პირი კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რათა ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ, მან კი თავიდან მოიშორა – მათ ტრამპიც არ ხვდება

რატომ მიდის ერეკლე II-ის ასეთი პიარი? ეს შემთხვევით არ ხდება, ბიძინას უნდა ისტორიის განმეორება – ის დიდი ხანია “გეორგიევსკის ტრაქტატი -2 “-ს ამზადებს , – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ […]
„ძლიერი საქართველო“ – „ქართული ოცნება“ ემზადება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევისათვის – არჩევნების გაყალბების პროცესის დასამალად ცდილობს პროცესს მაღალი სანდოობისა და შეუბღალავი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები ჩამოაშოროს

„ქართული ოცნება“ ემზადება სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიმართული, ორგანიზებული შეტევისათვის, რომლის მიზანიც ყველასათვის ნათელია, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც იმ გარემოებას ეხმაურება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება. როგორც „ძლიერი საქართველო“ მიიჩნევს, მარცხისათვის განწირული ივანიშვილის ხელისუფლება აგრძელებს რუსული […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ოქტომბერს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქსანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში; 14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ზემოუბნის, ბარათაშვილის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან […]
ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო

ისრაელის არმიამ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო ჰეზბოლას წინააღმდეგ. ისრაელის თავდაცვის არმიის მიერ გვიან ღამით გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ჰეზბოლას „ტერორისტული ობიექტების და ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ დაწყებულია „შეზღუდული, ლოკალიზებული და მიზნობრივი რეიდი“. ჰეზბოლა წარმოადგენს როგორც გასამხედროებულ ჯგუფს, ისე პოლიტიკურ პარტიას და ლიბანის სამხრეთში აკონტროლებს შიიტებით დასახლებული რაიონების დიდ ნაწილს. ისრაელის არმიის თანახმად, სამიზნედ გამოცხადებული ჰეზბოლას ობიექტები მდებარეობს […]