დღეიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

განმუხურში $9.3 მილიონიანი ინვესტიციით ყოფილი დეპუტატი სასტუმროს აშენებს

სამეგრელოში, ზღვისპირა კურორტ განმუხურში, მულტიფუნქციურ კომპლექსი „ლაზიკა რეზიდენსი“ შენდება. კომპანიის ინფორმაციით, სასტუმროს პროექტის ჯამური ინვესტიცია 9.3 მილიონი აშშ დოლარია. მიმდინარე პროექტი დაახლოებით 14.000 კვ.მ-ზე 9 სართულიანი მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. ის 100 ნომრიან სასტუმროს და 205 საცხოვრებელ ბინას, კომერციულ ფართებს, რესტორანს, სპას, აუზსა და სავარჯიშო დარბაზს გააერთიანებს. კომპანია „ლაზიკა რეზიდენსმა“ მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და […]

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს

ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი […]

ბიძინა ივანიშვილი – მუდმივად ბეწვის ხიდზე გვიწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრებისგან რევოლუციების მოწყობის რეჟიმში მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც უკრაინაში ხდება, არ დავუშვათ, რომ ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!

2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი […]

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა – არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ, არამედ „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში

2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისივე […]

ბიძინა ივანიშვილი – 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელ ოქტომბერს კი არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ

პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს!, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის გამარჯვების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 1-ელ ოქტომბერს არა მხოლოდ გადავრჩით, […]

რამდენს დახარჯავენ ამერიკელები წლევანდელ ჰელოუინზე?

რამდენს დახარჯავენ ამერიკელები წლევანდელ ჰელოუინზე? ამერიკელების ხარჯები ჰელოუინზე, რომელიც აღინიშნება 31 ოქტომბერს, შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმიდან, წელს შემცირდება – ამას მოწმობს საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციის (NRF)ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები. ელოდებიან, რომ მთლიანი ხარჯები იქნება 11,6 მილიარდი აშშ დოლარი წელს, 2023 წლის 12,2 მილიარდთან შედარებით. გამოკითხულთა 72% გეგმავს ჰელოუინის ზეიმებში მონაწილეობას, წინა წლის რეკორდულ 73%–თან შედარებით. ამასთან, მომხმარებლები […]

სარაკეტო შეტევა იყო ბაღდადის აეროპორტის მახლობლად, სადაც ამერიკელი სამხედროები იმყოფებიან

დღეს, 1 ოქტომბერს დილით, სარაკეტო შეტევა იყო ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზა მდებარეობს. სააგენტო AFP ერაყის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბაზას შეუტიეს სამი რაკეტით, რომელთაგან ორი საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია, ერთი კი ერაყის კონტრტერორისტული ძალების შენობასთან ჩამოვარდა. წყაროების თანახმად, არავინ დაშავებულა. სარაკეტო შეტევის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა […]

კრიტიკული აზრის გამო დასჯა – რეაქციები ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაზე

საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორები „საარჩევნო მიზნის მქონე პირებად“ გამოაცხადა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ მთავრობამ ძალაუფლება სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენოს და თავისი ხალხის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას პატივი სცეს. Facebook Forum

ვიქტორ ორბანი – ბრიუსელი მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, გავგზავნით ბრიუსელის მთავარ მოედანზე

ჩვენ გავაგზავნით მიგრანტებს ბრიუსელის Grand-Place-ზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. „თუ ბრიუსელი დაჟინებით განაგრძობს ჩვენი დასჯის გადაწყვეტილებას, ის მიიღებს იმას, რაც სურს: მიგრანტებს, რომლებიც უნგრეთის ჭიშკარზე აკაკუნებენ, ბრიუსელის მთავარ მოედანზე წავიყვანთ“, – აღნიშნა ორბანმა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას, რომელმაც ბუდაპეშტი ევროკავშირის თავშესაფრის წესების დარღვევისთვის 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა. მისი თქმით, თავისუფალი […]