ბათუმის შემოვლითი გზისა და ანგისას ქუჩის დაერთების სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე დაგეგმილი ბათუმის შემოვლითი გზის – ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზასთან დაერთების სამუშაოების გამო, 2024 წლის 01 ოქტომბრიდან 5 დღის განმავლობაში, აღნიშნული გზის კმ1-კმ8 (ანგისას ქუჩა- ე.წ. “მახოს ხიდი”) მონაკვეთზე დროებით შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის […]
საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გასამმაგდა – HORSETOURS.GE

საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გასამმაგდა, – ამის შესახებ HORSETOURS.GE-ის დამფუძნებელმა ანა ნადირაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა დაინტერესება ადგილობრივების მხრიდან. კერძოდ, თუ ადრე მათი მომხმარებლების მხოლოდ 1% იყო ადგილობრივი, ახლა ეს რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა. „წელს ძალიან დიდი ყურადღება ადგილობრივ ბაზარს დავუთმეთ და თითქმის ყველა რეგიონი ავითვისეთ, სადაც საცხენოსნო ტურებია. ჩვენი მომხმარებლების […]
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა. კონკურსი 12 აგვისტოდან მიმდინარეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კონკურსის პირობების შესაბამისად, 18-29 წლის ახალგაზრდებს მოკლე საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოები უნდა შეექმნათ, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციის, ბიზნესის დაწყების ან […]
მარკ რუტე ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება

ამ ისტორიულ დღეს ჩვენ ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ვემშვიდობებით და ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მივესალმებით, – ამის შესახებ ნატო-ს ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში წერს. ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება. თანამდებობის გადაცემის ცერემონია დღეს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. იენს სტოლტენბერგი და მარკ რუტე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს […]
რუსტემ უმეროვი ოთხ მოადგილეს თანამდებობიდან ათავისუფლებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა 8 მოადგილიდან 4-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განაცხადა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ხელი მოვაწერე მინისტრთა კაბინეტისთვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების – სტანისლავ გაიდერის, ალექსანდრე სერგეის, იური ჯიგირის, ლუდმილა დარაგანის გათავისუფლების წარდგენას შესახებ“, – აღნიშნა უმეროვმა. მისი განმარტებით, საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმ კონტექსტში, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სისტემა – […]
არასამთავრობოები პოლიტიკურ სუბიექტებად – შეფასებები ვაშინგტონიდან

გადაწყვეტილება, რომელიც წინასაარჩევნო პროცესის თავისუფლებასა და სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს – ასეთია შეფასებები ვაშინგტონიდან ანტიკორუფციული ბიუროს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორების „პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადებუს თაობაზე.
ეკონომიკა – ამერიკაში საარჩევნო კამპანიის წამყვანი თემაა

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 50 დღეზე ნაკლებიღაა დარჩენილი. საპრეზიდენტო კანდიდატები, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი კამალა ჰარისი გადამწყვეტ შტატებში აგრძელებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ორივე მათგანი ამომრჩეველს უმტკიცებს, რომ მათი ეკონომიკური გეგმა უკეთესია, ვიდრე – მოწინააღმდეგის
აშშ-ში ქარიშხლის შედეგად, სავარაუდოდ, ასეულობით ადამიანია დაღუპული

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დამანგრეველი ქარიშხლის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-ს გადააჭარბებს. ჯერჯერობით დადასტურებულია, სულ მცირე, 130 ადამიანის სიკვდილი. მათი უმრავლესობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის შტატებში ცხოვრობდა. ქარიშხალმა „ჰელენმა“ და წყალდიდობამ ყველაზე დიდი ნგრევა სწორედ ამ შტატებში გამოიწვია. მექსიკის ყურეში წარმოქმნილი ქარიშხალი 26 სექტემბრიდან ჯერ თავს დაატყდა ფლორიდას და […]
„აგენტების რეესტრში“ 5 ორგანიზაცია გამოჩნდა

ეს ორგანიზაციებია: · საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია-სვიტანოკი; · საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი; · ქუთაისის მოზარდთა სახლი; · ქრისტიანთა კავშირი; · ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი. იმის მიუხედავად, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა წარედგინათ ფინანსური დოკუმენტებიც, ამ რეესტრში მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამონათვალია და მათი დამფუძნებლების მოძებნაა შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის „ცხელ ხაზზე“ რადიო თავისუფლებას […]
„გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საერთაშორისო ლიდერები გლობალური მშვიდობის სტიმულირებისთვის თბილისში შეკრიბა“ – Associated Press

2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“, პირველად უმასპინძლა. ამ მოვლენას მსოფლიო პრესა ეხმაურება. თბილისში გამართული გლობალური ღონისძიების შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Associated Press-ის ჟურნალისტი, კლაუდია საფონტი, წერს: „საქართველომ დღის სინათლეზე გამოიტანა ტურიზმისა და მშვიდობის საკითხი, მასშტაბურმა ღონისძიებამ სხვადასხვა დარგის და სფეროს მსოფლიო ლიდერები ერთ წერტილში მოაქცია, რათა […]