საგარეო უწყება დუმს ლავროვის განცხადებაზე

მეოთხე დღეა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე. „ნეტგაზეთმა“ საგარეო უწყებას კომენტარისთვის 30 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. სამინისტრო არც საკუთარი ინიციატივით გამოხმაურებია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. სერგეი ლავროვმა 28 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა მზაობა, თბილისს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, […]

ნინო წილოსანი ლავროვის განცხადებაზე – ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველანაირი ფორმატი, მათ შორის ყველანაირი ნაბიჯი, თუ განცხადება პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის ყველანაირი ფორმატი, მათ შორის ყველანაირი გამოწვდილი ნაბიჯი, თუ გაკეთებული განცხადება პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც წილოსანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ პირველმა გადადგა ნაბიჯი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ბოდიშის […]

„თეგეტამ“ ამიერკავკასიაში სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკის პირველ მასშტაბურ გამოფენას უმასპინძლა

„თეგეტა ჰოლდინგმა“ სპეციალური დანიშნულებისა და სატვირთო ტექნიკა წარადგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „თეგეტა“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური გამოფენა „თეგეტას“ წეროვანის ავტოპარკში გაიმართა. მომხმარებელს საშუალება ჰქონდა, დაეთვალიერებინა გერმანული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური და სხვა ქვეყნებში წარმოებული ისეთი ბრენდების ტექნიკა, როგორებიცაა: JCB, MAN, Renault, Fendt, Valtra, Goldoni, Zetor, Liebherr, XCMG, Temsa, HELI, Clark, Cummins, Bomag, Zoomlion. ღონისძიების […]

ცენტრალურ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

ცენტრალურ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს. ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ცენტრალური ისრაელის მიმართულებით სამი ან ოთხი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან რამდენიმე საჰაერო […]

კახა კალაძე – საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია – ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით

საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია – ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები არიან, დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ასეთი მშვიდი საარჩევნო კამპანია, როგორიც წელსაა, არასდროს გვქონია. „საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად, თავისი შინაარსით, ხომ იცით, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაცია. […]

კახა კალაძე – 12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, ე.წ. „დემოკრატიის შუქურას“ – 12 წლის შემდეგ „ქართლ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა

12 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა სრულიად საქართველო გააერთიანა, დარაზმა და მტკიცე უარი უთხრა სიცრუეს, ბოროტებას, ე.წ. „დემოკრატიის შუქურას“ – 12 წლის შემდეგ „ქართლ ოცნებას“ აქვს არნახული მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა შეაფასა. მისი თქმით, მმართველ პარტიას 2012 წლის შემდგე, ასეთი მხარდაჭერა არ […]

“რატომ არ უბრუნებს თავის ფულს? ისინი მას კიდევ კარგად არ იცნობენ” – კალაძე ივანიშვილის სასამართლო დავაზე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მან ყველა პროცესი მოიგო, თუმცა, მისი თანხები პოლიტიკური შანტაჟის გამო გაჩერებულია. „ბატონმა ბიძინამ ყველანაირი სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება. მის თანხებს აჩერებენ, მიდის პოლიტიკური შანტაჟი. არ მინდა, რომ სხვადასხვა დეტალზე ვისაუბრო. ამისი დრო […]

ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილს არასანდოობის გამო არ მისცა თანხების განკარგვის უფლება – დეტალები

ირკვევა, რომ ბერმუდის სააპელაციო სასამართლოს ლონდონის კომიტეტში გამართული პროცესის შედეგად ოლიგარქს არ მიეცა უფლება, მისი თანხები სურვილისამებრ განეკარგა. ივანიშვილი გარანტიად დებდა თავის აქტივს საქართველოში, თანაინვესტირების ფონდს, ასევე უცხოურ ადმინისტრაციაში დარეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიას. თუმცა კომიტეტმა დაადგინა, რომ სასამართლო საქართველოში არ არის დამოუკიდებელი და მასზე ოლიგარქს კონტროლის მექანიზმი გააჩნია, ასევე კომიტეტმა რისკ ფაქტორად განსაზღვრა ის, რომ ოლიგარქს […]

ნატო-ს ახალმა გენ.მდივანმა 3 პრიორიტეტი დაასახელა – სტოლტენბერგმა რუტეს უფლებამოსილება გადააბარა

იენს სტოლტენბერგმა მარკ რუტეს უფლებამოსილება ოფიციალურად გადააბარა. ნატო-ს დღეიდან ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. რუტემ ის სამი მიმართულება დაასახელა, რომელიც მისი ხელმძღვანელობისას პრიორიტეტული იქნება: · ძლიერი ნატო-ს შენარჩუნება და ეფექტური თავდაცვისუნარიანობა; · უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება და მისი ნატო-სთან დაახლოება; · პარტნიორობის გაძლიერება ევროკავშირთან და მსოფლიოს ქვეყნებთან, რომლებიც ნატოს ღირებულებებს იზიარებენ;

კალაძე: საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები

საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციები. ზოგადად, თავისი შინაარსით, ხომ იცით რა არის არასამთავრობო ორგანიზაციები. არ არსებობს. ყველანაირი წითელი ხაზი გადალახულია, ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიებია.