“დალოდება მოუწევს… ქართულ სასამართლოში არაფერი არსებობს სამართლიანი” – ზურაბიშვილი სააკაშვილზე კითხვას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელზე დასმულ შეკითხვებს პასუხობს. – საქართველოში საკმაოდ რთულია არჩეულ თანამდებობის პირად ყოფნა. ჩვენ ეს თქვენს შემთხვევაშიც ვნახეთ და ისიც ვიცით, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ პატიმრობაშია. რა უნდა მოხდეს სასამართლო სისტემაში თქვენი აზრით? – სრული რეფორმა. ეს გათვალისწინებულია ქართულ ქარტიაში, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა პროევროპულმა პარტიამ და […]

რუტე ნატოს ახალი გენერალური მდივანია

ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა და თქვა, რომ არ აწუხებს ამერიკის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან მას შეუძლია იმუშაოს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან. რუტემ, ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაანაცვლა. 5 ნოემბერს, ამერიკელებმა არჩევანი დემოკრატ კამალა […]

პუტინმა 133 000 წვევამდელის გაწვევის ბრძანება გასცა

კრემლის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის ჯარში 133 000 სამხედრო მოსამსახურის გაწვევის ბრძანება გასცა. საშემოდგომო გაწვევა რუსეთში პირველ ოქტომბერს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. რუსეთის სახელმწიფო გამოცემა „როსიისკაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ბრძანება, 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეზევრში და ექვემდებარებიან გაწვევას, ფედერალური კანონის შესაბამისად, გაწვევისკენ მოუწოდებს. რუსეთის გაწვევის […]

ჯპს 29 წლისაა – წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი

3, 4 და 5 ოქტომბერს ჯპს-ის ბრენდის 29 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფასდაკლებების ფესტივალი დაიწყო. ისარგებლე სადღესასწაულო ფასდაკლებებით თავის მოვლისა და კოსმეტიკის რჩეულ ბრენდებზე, საბავშვო კატეგორიაზე, ვიტამინებზე, ტექნიკასა და ჩვენს ქსელში არსებულ ათასობით პროდუქტებზე. ჯპს ქულებით გადახდის შემთხვევაში კი თქვენს მიერ შერჩეული ნებისმიერი პროდუქტის ფასი კიდევ განახევრდება. ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ ჯპს-ის ყველაზე მოთხოვნადი […]

სალომე ზურაბიშვილი – „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების მარიონეტი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რუსეთის სტრატეგიები სამხედრო არ არის

„ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების მარიონეტი გახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რუსეთის სტრატეგიები სამხედრო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რამდენად სავარაუდოა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯარს გამოიყენებს, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ვითარება მისი სურვილისამებრ არ წარიმართება. „ეს, რა თქმა […]

სალომე ზურაბიშვილი – არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს – რუსეთი უკრაინასთან ომს აგებს

ადგილზე რეალობა ისეთია, რომ არ მგონია, აშშ-ის რომელიმე პრეზიდენტმა ეს უგულებელყოს და რუსეთს იოლად მოგების საშუალება მისცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ვარშავის უსაფრთხოების სამიტის“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რამდენად შემაშფოთებელია მისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ თქვა, რომ სურს უკრაინაში ომის დასრულება და ამისთვის ის მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ […]

თსსუ-ის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ატლანტაში იმყოფებოდა

2024 წლის სექტემბერში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი,კანცლერი, ბატონი ალექსანდრე ბუაჩიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი არჩილ უნდილაშვილი სამუშაო ვიზიტით ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის ეს ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანი გახლდათ, ვინაიდან, გარდა იმ კეთილგანწყობისა და პარტნიორობის განმტკიცების სურვილისა, […]

ქართული კომპანიებიდან ლონდონის ბირჟაზე ყველაზე დიდი მოცულობით „თიბისი ბანკის“ აქციები გაიყიდა

Galt&Taggart-ის 23–27 სექტემბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები დაეცა. გასულ კვირაში ყველაზე მეტად, საქართველოს ბანკის და Georgia Capital-ის აქციები გაიაფდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 37.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -3.33% წინა კვირასთან შედარებით და -15.83% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 217 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP […]

REA Group უარს ამბობს ბრიტანული Rightmove-ის შეძენის გეგმებზე

ავსტრალიურმა REA Group Ltd–მ, რომელსაც აკონტროლებს Rupert Murdoch’s News Corp–ი, უარი თქვა ბრიტანული ქონების პორტალის, Rightmove-ის ყიდვის გეგმებზე. Rightmove-მა ადრე უარყო REA-ს მეოთხე შეთავაზება, რომელიც მას 6,2 მილიარდ ფუნტად (8,32 მლრდ დოლარი) აფასებდა.აქციონერებთან კონსულტაციებისა და პოტენციურ მყიდველთან დისკუსიის შემდეგ, Rightmove-მა მიიჩნია შეთავაზება არამიმზიდველად და მისი ბიზნესის არსებითად არასათანადოდ შემფასებლად. Rightmove-ის თავმჯდომარემ ენდრიუ ფიშერმა მოუწოდა REA-ს […]

სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 64 მლრდ ლარს მიაღწია

სათამაშო ბიზნესს კიდევ ერთი რეკორდული წელი აქვს. აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა ბრუნვამ 2023 წელს მორიგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია . გასულ წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 63.994 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 11.647 მლრდ ლარით მეტია 2022 წელთან შედარებით. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 52.647 მლრდ ლარს შეადგენდა, 2021 წელს – 47.938 მლრდ ლარს, 2020 […]