ივანიშვილი აშშ-ს არწმუნებს, რომ “გლობალური ომის პარტიაში” მას არ გულისხმობს

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩომ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დღეს, პირველ ოქტომბერს, გაავრცელა, ქარდი შემდეგი შინაარსით: „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ კრედიტ სუისთან დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა – ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“ ივანიშვილის თქმით, აშშ-ის საელჩო ვერ დაასახელებს ვერც […]

ქედის მოხრას მშვიდობა არ მოაქვს — სალომე ზურაბიშვილი ვარშავაში

„ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გამტარად იქცა“, — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპული ნების საწინააღმდეგოდ ბევრი ძალა მოქმედებს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი დაძლევს გამოწვევებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. „ჩვენი მომავალი ევროპაშია. ჩვენს მომავალს ასევე იცავს უკრაინა — ის იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, ევროპის თავისუფლებისთვის და ჩვენი […]

პრეზიდენტის პასუხი კითხვაზე, სამართლიანია თუ არა სააკაშვილის სასამართლო

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართულ სასამართლოს საფუძვლიანი რეფორმა სჭირდება. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. ზურაბიშვილს ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ სააკაშვილი დღეს სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლებს. „სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რამდენიმე საქმეა და არა მხოლოდ ერთი მის წინააღმდეგ. საქართველოს ტრიბუნალებში დღეს სამართლიანი არაფერია. ამიტომ მას მოუწევს ლოდინი შემდეგამდე…“ — თქვა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა […]

რიაბკოვი: კრემლი ამერიკასთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის მზადაა

რუსეთი უნდა მოემზადოს შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის და არაერთხელ გაუგზავნა გაფრთხილება ვაშინგტონს, ურთიერთობებში არსებული კრიზისის გამო, განაცხადა 1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა. უკრაინის ომმა უმძიმესი დაპირისპირება გამოიწვია რუსეთსა და ამერიკას შორის. ისეთი, როგორიც ამ ქვეყნებს შორის 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. რუსი ოფიციალური პირების თქმით, კონფლიქტი ყველაზე საშიშ ფაზაში […]

“დედაააა, ეს ბინძური ამერიკაო… ის მსყემსი – ოჯახი რომ ამოხოცა ამერიკელი იყო?” – ირაკლი ლატარია

ეკონომისტი, ირაკლი ლატარია: დედაააა, ეს ბინძური ამერიკაო, ასეო ისეოოო… კი მაგრამ, ის მსყემსი – ოჯახი რომ ამოხოცა ამერიკელი იყო? მაგდა პაპიძე ამერიკელია? ის ოლიმპიური ჩემპიონი, ბიჭი რომ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა – შემთხვევით ქართველი ხომ არ იყო? სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ არ იყო, მოზვერივით ქართველმა რაც ჩაიდინა? !!! დადიოდა ტრანსთან, თან 24 საათი ებრძოდა […]

“ოცნების” 10 ცინიკური დაპირება – ლევან ცუცქირიძე

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ “ქართულ ოცნებას“ 12 წლიანი მმართველობის თავზე შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და თქვა: დღეს ივანიშვილმა საქართველოს მოსახლეობას შეახსენა, რომ 12 წელი გავიდა, მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რისთვის გააკეთა ეს. ქართველები ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ 12 წელი არის ძალიან ბევრი, ეს არის 4 ათას დღეზე მეტი, ხელისუფლებაში ყოფნისთვის […]

საქართველოში იმპორტირებული ყველის თითქმის ნახევარი თურქეთიდან შემოდის – ქვეყნების რეიტინგი

საქართველოში ყველის იმპორტი 25%-ით გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 1,453.39 ტონა ყველი იყიდა, რაშიც 5,859.85 ათასი დოლარი გადახადა. 2023 წლის შვიდ თვეში კი ქვეყანამ 1,158.45 ტონა ყველია იმპორტი განახორციელა. საქართველოში ყველის ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია და სწორედ მასზე მოდის იმპორტირებული ყველის 43%-ი. მეორე და მესამე ადგილს კი გერმანია და პოლონეთი ინაწილებენ. ქვეყნები, […]

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს – თეა ზაქარაძე

2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 5 მლნ-იან ზღვარს გადააბიჯებს, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ მომავალი წლის მგზავრთნაკადის პროგნოზებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წელს 1 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურება. „2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი ავიაციაში განსაკუთრებულად გამორჩეული და წარმატებულია. […]

ივანიშვილი აშშ-ის საელჩოს პასუხობს და კვლავ „გლობალური ომის პარტიის“ გავლენაზე მიუთითებს

მმართველი პარტიის საპარლამენტო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი განცხადებით გამოეხმაურა ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომელმაც განმარტა, რომ აშშ დაკავშირებული არ არის Credit Suisse-სა და ბიძინა ივანიშვილს შორის დავასთან. განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა, ივანიშვილი უარყოფს მისი და მმართველი პარტიის სხვა ლიდერების მხრიდან აშშ-ის ან ევროკავშირის ფინანსურ შანტაჟში დადანაშაულებას. თუმცა აქვე ბიძინა ივანიშვილი მიუთითებს ამერიკელ პოლიტიკოსებზე […]

ბიძინა ივანიშვილი – გლობალურ ომის პარტიას აქვს გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე აშშ-სა და ევროკავშირში – ესაა მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე

გლობალურ ომის პარტიას აქვს პრინციპული გავლენა პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ფინანსური შანტაჟის დასრულებამდე, უარს ვაცხადებ ამერიკელ პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან შეხვედრებზე, რადგან გლობალური ომის პარტიის გავლენის ალბათობა თითოეულ მათგანთან მიმართებით ძალზე მაღალია, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომლითაც ივანიშვილი „კრედიტ სუისთან“ […]