რიაბკოვი: კრემლი ამერიკასთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის მზადაა

რუსეთი უნდა მოემზადოს შეერთებულ შტატებთან ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის და არაერთხელ გაუგზავნა გაფრთხილება ვაშინგტონს, ურთიერთობებში არსებული კრიზისის გამო, განაცხადა 1 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
უკრაინის ომმა უმძიმესი დაპირისპირება გამოიწვია რუსეთსა და ამერიკას შორის. ისეთი, როგორიც ამ ქვეყნებს შორის 1962 წლის კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.
რუსი ოფიციალური პირების თქმით, კონფლიქტი ყველაზე საშიშ ფაზაში გადავიდა. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე დიდი ხანია დასავლელ მოკავშირეებს სთხოვს, უფლება მისცენ, რომ მათი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეებისთვის გამოიყენოს.
რიაბკოვი, იარაღის კონტროლისა და ვაშინგტონთან ურთიერთობათა საკითხს კურირებს. მან თქვა, რომ მოსკოვს არ აქვს ილუზია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში “ორპარტიული ანტირუსული კონსენსუსია”.
“ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამ ქვეყანასთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის. ამისთვის მზად ვართ ყველა გაგებით“, – განაცხადა რიაბკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “რიასთან” საუბრისას.
“ჩვენ ყველა გამაფრთხილებელ სიგნალს ვუგზავნით ჩვენს მოწინააღმდეგეს, რათა მან კარგად შეაფასოს ჩვენი გადაწყვეტილება”, – განაცხადა რიაბკოვმა.
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაემუქრა დასავლეთს ბირთვული იარაღის გამოყენებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს