პრეზიდენტი – ევროპამაც და აშშ-მაც კარგად იცის, მაგრამ ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის

ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში, – ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის – მთლიანად […]
სროლა თელ-ავივში – დაღუპულია რამდენიმე ადამიანი

ისრაელში, ქალაქ თელ-ავივის სამხრეთ ნაწილში, სროლა იყო, იტყობინება „როიტერსი“. გამოცემის ცნობით, სროლა ორმა პირმა მოაწყო. სროლის შედეგად ათამდე ადამიანია დაშავებული, რამდენიმე კი დაიღუპა, აღნიშნავს „თაიმზ ოფ ისრაელ“. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ სროლა ტერორისტული აქტი იყოს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ქალაქ ვუჰლედარის ცენტრს მიაღწიეს

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი უკრაინის ცნობით, რუსულმა ძალებმა ვუჰლედარის ცენტრს მიაღწიეს, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, ქალაქ ვუჰლედარში ბრძოლების პარალელურად 107 ადგილობრივი რჩება, რაც მათთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას ართულებს. ფილაშკინის განცხადებით, „მტერმა თითქმის შეაღწია ქალაქის ცენტრში, შესაბამისად, ხელისუფლებისა და პოლიციის ქვედანაყოფებს ქალაქში დარჩენილ ადამიანებთან მისვლა უჭირთ“. მისივე ცნობით, ყველა ახალგაზრდა უსაფრთხოდ […]
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაისროლა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ათობით ბალისტიკური რაკეტა გაისროლა, იტყობინება „როიტერსი“. მომხდარს როგორც ირანი, ასევე ისრაელი ოფიციალურად ადასტურებს. შეჩერებულია ავიამიმოსვლა ისრაელის საჰაერო სივრცეში, მოქალაქეებს თავშესაფართან ახლოს ყოფნას მოუწოდებენ. თეირანში ამბობენ, რომ ეს შურისძიებაა ისრაელის მიერ ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფების, „ჰეზბოლას“ ლიდერების მკვლელობისთვის. თეირანი ირწმუნება, რომ ისრაელზე თავდასხმა ლეგიმიტური და სამართლიანია და პასუხის შემთხვევაში, ისრაელზე მორიგი თავდასხმა მოხდება. სხვა […]
ჯო ბაიდენი: განვიხილეთ მზადყოფნა ისრაელის დახმარებაზე, თავი დაიცვას ირანის თავდასხმისგან

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, რათა განეხილათ ირანის გეგმები ისრაელზე თავდასხმასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორაა აშშ მზად, დაეხმაროს ისრაელს თავის დაცვაში. “ამ დილით, მე და ვიცე-პრეზიდენტმა მოვიწვიეთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი, რათა განგვეხილა ირანის გეგმები ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმის განხორციელების შესახებ. ჩვენ […]
პრეზიდენტი – ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, მათ შორის, პრეზიდენტს ევალება, ყველაფერი გააკეთოს, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს – ეს ეხება როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირს, რომელთანაც ამჟამად ყველაფერი გაჩერებულია

საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები და არ მიიღო სხვა ზომები, რომლებსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ელოდებოდნენ. აქ საუბარია რუსულ კანონზე და იმაზე, რომ არ შედგა იუსტიციის საბჭოს რეფორმა – ეს არის ის, რაც ხელს უშლის ჩვენს სწრაფ სვლას ევროკავშირისა და ნატოსკენ, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში მედიის მიერ დასმულ კითხვას, „მიისწრაფვის თუ არა საქართველო […]
სალომე ზურაბიშვილი – 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის – ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის. ეს არის პრაქტიკულად რეფერენდუმი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ქართველ ხალხს სჭირდება თავისი ევროპელი პარტნიორების მორალური მხარდაჭერა და ასევე სჭირდება დამკვირვებლების ჩამოსვლა, რათა არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, […]
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ. განცხადების თანახმად, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის. ზოგიერთი მედიასაშუალების თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი ჩამოგდების ვიდეოები უკვე ვრცელდება სოციალურ ქსელებში. აშშ-ის თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ეროვნული […]
ვიზიტი ტაბახმელაში მშენებარე სტადიონზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მთაწმინდის რაიონის გამგებელთან, დავით კირკიტაძესთან ერთად ტაბახმელაში მიმდინარე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა. ღონისძებას ესწრეობდნენ სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტები, კახა ჭუმბურიძე და აკაკი ალადაშვილი და სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე. სპორტული კომპლექსი მოიცავს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო მოედანს და სხვადასხვა სპორტულ სივრცეებს. სტადიონი აღჭურვილია ტრიბუნით და შესაძლებლობა აქვს უმასპინძლოს შეკრებებს. კომპლექსი სრულად […]
2025 წელს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 150 მილიონ ლარს დახარჯავს

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული თანხა საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დაიხარჯება, რისთვისაც წელს მთავრობამ ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი დაიქირავა. პროექტის თანახმად, 150 მილიონი ლარი პორტის ტალღმჭრელის მშენებლობასა და ფსკერის დაღრმავებითი სამუშაოების წარმოებაზე დაიხარჯება, რასაც Jan De Nul-ი შეასრულებს. 2024 […]