პრეზიდენტი: 26-ში ქართველები არჩევანს გააკეთებენ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ “საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას”. სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ […]

ინფორმაცია საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნების სიების ფორმირების და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება კანონმდებლობით განსაზღვრული დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. საზღვარგარეთ უბნის შექმნის ერთადერთი პირობაა ერთიან სიაში მყოფი არანაკლებ 50 ამომრჩევლის (და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის) საკონსულო აღრიცხვა. შესაბამისად, თუ არ არის დაცული ეს მოცემულობა, საარჩევნო უბანი არ […]

გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 5000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

გაზმომარაგების ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 5000 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაცნობებთ, რომ გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ – 2 ოქტომბრის 22:00 საათიდან, 3 ოქტომბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება შეუწყდება: ცოტნე დადიანის ქუჩა 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ცოტნე დადიანის ქუჩა 106/კავთისხევის ქუჩა 19ა, ც. დადიანის ქ. 118, 110-112, 141, 142, […]

თელ-ავივში უცნობმა პირებმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

სამშაბათს ძველ ქალაქ იაფაში, რომელიც თელ-ავივთან არის გაერთიანებული, უცნობებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს გამვლელებს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. The Jerusalem Post-ის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით დაიღუპა 6 ადამიანი, სულ მცირე 9 დაიჭრა, მათგან 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ისრაელის მედიის ცნობით, სროლა ატეხა ორმა თავდამსხმელმა, რომლებიც სამართალდამცველებმა მოკლეს. ისრაელის მედიის ცნობით, ქუჩაში ცეცხლის გახსნამდე უცნობმა […]

კოალიციამ “ცვლილებისთვის” ყრილობა გამართა

პირველი ყრილობა გამართა „კოალიციამ ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“. ღონისძიება პირველ ოქტომბერს, რუსთავში გაიმართა, სადაც მათ მხარდაჭერებს საარჩევნო სიის ოცეული კიდევ ერთხელ წარუდგინეს. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა კოალიციის სიის პირველი ნომერი ნანა მალაშხია, 2023 წლის მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული „ქალი ევროკავშირის დროშით“. მალაშხია თბილისის მერიაში, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. “მრავალი წელია მე […]

ამერიკული CVS Health ბიზნესის გაყოფაზე დაფიქრდა

ამერიკული CVS Health Corp., რომელიც ფლობს სააფთიაქო ქსელს და სადაზღვევო კომპანია Aetna Inc.-ს, ახორციელებს ბიზნესის სტრატეგიულ შეფასებას, განიხილავს, კერძოდ, ოპერაციების გაყოფის შესაძლებლობას, წერს The Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. კომპანიის დირექტორთა საბჭომ ჩართო ბანკები ბიზნესის განვითარების ვარიანტების შესაფასებლად, რაც რამდენიმე კვირაა გრძელდება, – ამბობენ წყაროები. მათივე თქმით, CVS Health განიხილავს სხვადასხვა ვარიანტს ბიზნესის გაყოფისთვის. […]

ზაფხულში ბათუმში ჩასვლას 7-8 საათი არ უნდა სჭირდებოდეს.. ინფრასტრუქტურა უნდა განვითარდეს – ვალერი ჩეხერია

საქართველოში 2008-2023 წლებში ტურიზმის სექტორში 12 ე.წ გრინფილდ საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, რომლის ჯამური მოცულობა 890.3 მლნ დოლარი იყო. ეს ინფორმაცია ეკონომიკურ გზამკვლევში წერია, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად მოამზადა და პოტენციურ ინვესტორებს გაუგზავნა. გზამკვლევში აქცენტი ტურიზმის ინდუსტრიის საინვესტიციო მიმზიდველობაზეა გაკეთებული. Hospitality Projects საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ვალერი ჩეხერია ამბობს, რომ პრეზენტაციები […]

მედია – ისრაელის ქალაქ იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 9 დაშავდა

ისრაელის ქალაქ იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel ავრცელებს. მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტები მოქალაქეებს თელ-ავივის მეტროტრამზე დაესხნენ თავს, რის შემდეგაც თავდასხმები ქალაქის იერუსალიმის ქუჩაზე გააგრძელეს. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.

კადიროვის სპეცრაზმის მეთაური აფხაზ დეპუტატს აკრიტიკებს

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი რამზან კადიროვის პირადი სპეცრაზმის მეთაური, აფთი ალაუდინოვი აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატ კან კვარჩიას ჩეჩენ და აფხაზ ხალხებს შორის კონფლიქტის პროვოცირებაში ადანაშაულებს. კვარჩია იყო ერთ-ერთი, ვინც რუსული მხარის მოთხოვნის მიუხედავად, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმიდან ტერორისტის, შამილ ბასაევის პორტრეტის ჩამოხსნას შეეწინააღმდეგა. ბასაევი აფხაზეთის ომში სეპარატისტების მხარეს იბრძოდა, შემდგომ კი რუსეთში არაერთი ტერაქტის ორგანიზატორი იყო. […]

ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამასთან, ირანი ადასტურებს, რომ ისრაელზე სარაკეტო შეტევა დაიწყო, რის შესახებაც ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს და ისრაელის საპასუხო ქმედებების შემთხვევაში, თეირანის რეაგირება უფრო გამანადგურებელი იქნება. ისრაელის თავდაცვის ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ თავშესაფრებში. ისრაელში […]