ისრაელში საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა. “ამ ეტაპზე საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში. მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.
ჩემპიონთა ლიგა. II ტური: “სლოვანი” “სიტისთან” განადგურდა – “არსენალმა” პსჟ-ს, “ბაიერმა” კი “მილანს” მოუგო

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა. „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. სლოვაკურმა გუნდმა ტურნირზე ისევ დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა და შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს გასვლაზე „ჟირონასთან“ ჩაატარებს. “არსენალმა” პსჟ-ს 2:0, “ბაიერმა” კი “მილანს” 1:0 მოუგო. “ბარსელონამ”, “დორტმუნდმა” და “ინტერმა” დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. აღსანიშნავია […]
თბილისში მდებარე რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, რამდენიმე ღამის კლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სპეცოპერაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თანხის გამოძალვას უკავშირდება. დაკავებულია 10-ზე მეტი პირი.
თელ-ავივში ტერაქტისას საქართველოს მოქალაქე დაიჭრა
თელ-ავივში პირველ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის დროს საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ინფორმაცია ფორმულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. “ამ ეტაპზე, მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”, – აცხადებენ საგარეოში. ისრაელის ქალაქ თელ-ავივში ორმა ტერორისტმა მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად, ბოლო ცნობებით, 8 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 7 კი დაიჭრა. Times of Israel-მა პოლიციაზე […]
ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, არ შემოხვიდეთ კონფლიქტში ჩვენთან

ირანსა და რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით, კანონიერი უფლების საფუძველზე, შესაბამისი პასუხი გაეცა სიონისტური რეჟიმის აგრესიას, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ირანს არ სურს ომი, მაგრამ მტკიცედ დგას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. „ეს ქმედება ირანის ინტერესებისა და მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ნეთანიაჰუმ იცოდეს, რომ ირანს არ სურს ომი, მაგრამ […]
პოდოლიაკი ოცნების ბანერებზე: არა მხოლოდ უკრაინისთვის, საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკო ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს “არა მხოლოდ უკრაინას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია”. ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში ისაუბრა. მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზეც ისაუბრა. “რა თქმა უნდა, ნეგატიური რეაქცია მქონდა, იმიტომ რომ აგრესორი არის რუსეთის ფედერაცია, რუსეთს შეუძლია იარსებოს […]
ალპებში მყინვარების დნობის გამო, შვეიცარია და იტალია იძულებული გახდნენ, სახელმწიფო საზღვარი შეეცვალათ

შვეიცარია და იტალია იძულებული გახდნენ, ალპებზე გამავალი სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი გადაეტანათ. ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მყინვარების დნობა გახდა, რამაც იმ მთის ქედების ფორმა შეცვალა, რომლებზეც საზღვარი გადის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ცვლილებები შეეხო ორი ქვეყნის საზღვრის იმ მონაკვეთს, რომელიც მწვერვალ მატერჰორნის ფერდობებზე გადის. ეს არის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალი ევროპაში, სადაც ცნობილი სათხილამურო კურორტი მდებარეობს. ორ […]
ანდჟეი დუდა: საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს EU-ის წევრობა

საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის არჩევნების კონტექსტში. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, მოუთმენლად ელიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი ამომრჩეველი. ის ამბობს, რომ “საქართველოს უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად სურს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი”. “საქართველოში დემოკრატიული ძალები ცდილობენ მოიპოვონ პოლიტიკური […]
ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს – ენტონი ბლინკენი

ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმა სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისივე თქმით, ეს თავდასხმა მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს. ბლინკენის განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით, დაახლოებით 200 რაკეტა გაუშვა, ისრაელმა კი „ეფექტურად დაამარცხა ეს შეტევა“. ირანმა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმა დღეს განახორციელა. ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. […]
კარპენტერი: თუ არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, განვაგრძობთ ზომების მიღებას

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს ევროინტეგრაციიდან 180 გრადუსით აშორებს. ეს განცხადება მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხებოდა. მაიკლ კარპენტერის თქმით, თუ ქართული ოცნება გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის […]