ირანის სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე – ისრაელი საპასუხო ზომების პირობას დებს

ირანმა სამშაბათს ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ეს ისრაელის მიერ თეირანის მოკავშირე “ჰეზბოლას” ლიდერებზე ლიბანში განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხი იყო. ისრაელის არაერთ ქალაქში განგაშის სირენები ჩაირთო და იერუსალიმისა და მდინარე იორდანეს ველის მიმდებარედ აფეთქებების ხმა ისმოდა. მოქალაქეებმა თავშესაფრებს მიაშურეს. ირანის “რევოლუციური გვარდიის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელისკენ ათობით რაკეტა გაუშვა და თუკი ისრაელი ამაზე […]

ჩემპიონთა ლიგა. II ტური: “სლოვანი” “სიტისთან” განადგურდა – “არსენალმა” პსჟ-ს, “ბაიერმა” კი “მილანს” მოუგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩი გაიმართა. „სლოვანი“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. სლოვაკურმა გუნდმა ტურნირზე ისევ დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა და შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს გასვლაზე „ჟირონასთან“ ჩაატარებს. “არსენალმა” პსჟ-ს 2:0, “ბაიერმა” კი “მილანს” 1:0 მოუგო. “ბარსელონამ”, “დორტმუნდმა” და “ინტერმა” დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვეს. აღსანიშნავია […]

ისრაელში ტერორისტების თავდასხმის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ისრაელში საქართველოს საელჩოში შევიდა. “ამ ეტაპზე საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება”,- აცხადებენ უწყებაში. ისრაელში, იაფაში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, კიდევ 9 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times […]

“სამტრედიამ” კვლავ მოიგო, ორი მატჩი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 27-ე ტური და შესაბამისად, მესამე წრე დასრულდა. დღს სამი მატჩი გაიმართა. აუტსაიდერმა “სამტრედიამ” ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და ცხრილის ქვედა ნაწილშიც სიტუაცია დაიძაბა. იმერულმა გუნდმა “დინამო ბათუმს” სტუმრად სძლია. დანარჩენი ორი შეხვედრა ფრედ დასრულდა. კოლხეთი 1913 2:2 დილა გორის “დილა” სტუმრად 78-ე წუთამდე ორი ბურთის სხვაობით უგებდა ფოთის “კოლხეთი 1913”-ს, საბოლოოდ კი მატჩი […]

მედია – ისრაელში ტერორისტების თავდასხმას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 9 დაშავდა

მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა. გამოცემის ინფორმაციით, ტერორისტები მოქალაქეებს თელ-ავივის რკინიგზის ხაზზე დაესხნენ თავს, რის შემდეგაც თავდასხმები ქალაქში, იერუსალიმის ქუჩაზე გააგრძელეს. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.

ისრაელში, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მათივე ცნობით, კლინიკაში იმყოფება ისრაელში საქართველოს კონსული. ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.

როგორი შეფასებები მიიღო კაშიამ “სიტისთან” მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “სლოვანი” სახლში “მანჩესტერ სიტისთან” 0:4 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ. მიუხედავად დიდი ანგარიშით წაგებისა, ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: Sofascore 6.7, flashscore 6.6, Whoscored 6.5. ბრატისლავური გუნდის რიგებში საუკეთესოდ მეკარე დომინიკ ტაკაჩი აღიარეს. “სლოვანი” ორი ტურის შემდეგ უქულოდაა და 22 ოქტომბერს სტუმრად “ჟირონას” დაუპირისპირდება.

თეთრ სახლში ამბობენ, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმას “მძიმე შედეგები” მოჰყვება

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაზე თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ამას “მძიმე შედეგები მოჰყვება” და აშშ “ისრაელთან ერთად იმუშავებს, რათა ასეც მოხდეს”. მან თავდასხმას “არაეფექტური” უწოდა და ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით 200 ბალისტიკური რაკეტის გაშვება “მნიშვნელოვან ესკალაციად” შეაფასა. ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დაღუპულების შესახებ […]

საგარეო: ისრაელში მომხდარი სროლისას საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა

უწყების ცნობით, იგი კლინიკაში გარდაიცვალა. ადგილზე ჩავიდა კონსული. სამინისტროში, ასევე ამბობენ, რომ მიმდინარეობს დაჭრილების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური არხებით გადამოწმება. პირველ სექტემბერს ძველ ქალაქ იაფაში, რომელიც თელ-ავივთან არის გაერთიანებული, უცნობებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს გამვლელებს. The Jerusalem Post-ის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით დაიღუპა 6 ადამიანი, სულ მცირე 9 დაიჭრა, მათგან 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ისრაელის […]

საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საქართველოს კონსული. მათი ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი ავტომატით იყო შეიარაღებული, ხოლო მეორეს დანა ჰქონდა. პოლიციის ინფორმაციით, ტერორისტები ლიკვიდირებულები არიან.