ლოიდ ოსტინი – აშშ-ის ძალებმა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული მრავალი რაკეტა შეაკავეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შეასრულა თავისი ვალდებულება პარტნიორობა გაეწია ისრაელისთვის მის დაცვაში და ირანის მიერ ისრაელისკენ გასროლილი მრავალი რაკეტა ჩამოაგდო. „აშშ-ის ძალებმა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული მრავალი რაკეტა შეაკავეს, რადგან ჩვენ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება, პარტნიორობა გავუწიოთ ისრაელს მის თავდაცვაში. ვგმობთ ირანის აგრესიის ამ აღმაშფოთებელ აქტს და მოვუწოდებთ ირანს შეწყვიტოს შემდგომი […]

“ისრაელი ემზადება საპასუხო დარტყმისთვის, ირანის შეტევით მას გაეხსნა ხელები მოქმედებისთვის” – ბატიაშვილი

✅ დასრულდა ირანის საჰაერო შეტევა ისრაელზე. პირველადი მონაცემებით, ამ შეტევით ისრაელს დიდი ზარალი არ მისდგომია; ✅ ახლა უკვე ისრაელი ემზადება საპასუხო დარტყმისთვის. ირანის შეტევით მას გაეხსნა ხელები მოქმედებისთვის; ✅ რუკაზეც ჩანს, რომ ირანმა, ემზადება რა ისრაელის საჰაერო შეტევისთვის, თავისი საჰაერო სივრცე დაკეტა სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის; ✅ მოსალოდნელია, რომ ისრაელის მიერ მიზანში ამოღებული იქნება ირანის სამხედრო ბაზები, […]

ნეთანიაჰუ: ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და გადაიხდის

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „დიდი შეცდომა“ უწოდა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშს და პასუხით დაემუქრა. ირანმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა 1 ოქტომბერს, საღამოს მიიტანა, რასაც წინ უძღოდა ისრაელის განცხადება, რომ ლიბანის სამხრეთში სახმელეთო რეიდი დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლას წინააღმდეგ. ირანმა ისრაელს 200-მდე რაკეტა ესროლა. CNN-ის ცნობით, დაზიანებულია ისრაელის არმიის ერთ-ერთი ავიაბაზა. 1 ოქტომბერს ღამით, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ […]

“გადაუარა მაკრონს, ამისთანა ფარჩაკები რა ხართ, 45 ფრანგი მოგიკლათ ჰამასმა ისრაელში და დღემდე თქვენი ხმა არ გაგვიგიაო” – გიორგი ფოფხაძე

გადაუარა ისრაელის არმიის ცახალის ყოფილმა პრეს სპიკერმა ახლა საფრანგეთის მთავრობას და პრეზიდენტ მაკრონს, იმენა პოლია ტილისავით ათრია.. თქვენი დებილი დედა ვატირე, 53 ჯარისკაცი აგიფეთქათ ნარალამ ბეირუთში 1983 წელს და ხმა როგორ არ ამოიღეთ ნასრალას მკვლელობაზეო. ის მაინც გეთქვათ გვეწყინა ნასრალას გარდაცვალება, ამისთანა ფარჩაკები რა ხართო. გასული წლის 7 ოქტომბერს 45 ფრანგი მოგიკლათ ჰამასმა ისრაელში და […]

ისრაელის მოკავშირეები ირანის სარაკეტო თავდასხმას გმობენ

ისრაელის საერთაშორისო მოკავშირეები ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გმობენ. პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთის ძალები მობილიზებულები არიან ახლო აღმოსავლეთში, რათა აჩვენონ მისი ქვეყნის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მან ასევე პირობა დადო, რომ მოაწყობს კონფერენციას ლიბანელი ხალხისა და მისი ინსტიტუტების მხარდასაჭერად და ისრაელს იქ ოპერაციების რაც შეიძლება მალე შეწყვეტისკენ მოუწოდა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ […]

კამალა ჰარისი – სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გაცემულ ბრძანებას, ირანული რაკეტები ჩამოეგდოთ

ირანი არის დესტაბილიზაციის გამომწვევი, საშიში ძალა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელზე თავდასხმა მხოლოდ ამ ფაქტს ადასტურებს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა განაცხადა. მისი თქმით, ჯო ბაიდენთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ადევნებდა თვალს ისრაელზე თავდასხმას და სრულად უჭერს მხარს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისრაელს ირანის მიერ გაშვებული რაკეტების ჩამოგდებაში დახმარებოდნენ. „სრულად […]

ჯო ბაიდენი – ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდაცვას

ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების სამხედროებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდაცვას, ირანის შეტევა, როგორც ჩანს, დამარცხებული და არაეფექტურია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს არის ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების დასტური და ასევე შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის ინტენსიური დაგეგმვის დასტური თავხედური თავდასხმის განჭვრეტისა და თავდაცვის მიზნით“, – აღნიშნა ბაიდენმა. მან ხაზი […]

ნათელაშვილის წერილი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს

ამერიკის შეერთებული შტატების ექს–პრეზიდენტს,მის აღმატებულება ჯიმი კარტერს ძვირფასო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადებიდან ასი წლის იუბილეს. თქვენ კანონირად დაიმკვიდრეთ მსოფლიო პოლიტიკაში პატრიარქის სტატუსი, ხოლო თქვენი გეოპოლიტიკური მოღვაწეობა იმ ურთულეს დროს, ამერიკის პრეზიდენტის რანგში სამუდამოდ და მყარად შევიდა საერთაშორისო ურთიერთობათა ოქროს მატიანეში. გისურვებთ ჯანმრთელობას და ხანგრძლივი სიცოცხლის ახალ რეკორდებს. უდიდესი პატივისცემით – შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი

ბენიამიმ ნეთანიაჰუ – ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის

ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ჩაიშალა და ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი სიმტკიცე, რომ სამაგიერო მივუზღოთ ჩვენს მტრებს. გაიგებენ ამას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა […]

“ახლა ართმევენ, როცა უკვე ვეღარაფერს იზამს” – ჩერგოლეიშვილი გახარიას გუნდზე

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი გახარიას გუნდიდან ორი წევრის წასვლას ეხმაურება და წერს: ეს გახარიას პოლიტიკურ სქილებზე მეტს ამბობს, ვიდრე ოცნებაზე. ოცნება რომ ამას იზამდა რა გამოცნობა უნდა – გახარიას ხალხი ყველაზე მოწყვლადია წნეხისადმი. ამიტომ უნდა ეზრუნა ალიანსზე. (თან ახლა ართმევენ, როცა უკვე პროცესი დასრულებულია და ვეღარაფერს იზამს).