საგარეო საქმეთა სამინისტრო – საელჩო ისრაელში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების შესაძლებლობაზე ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული თავდასხმის შედეგად, ისრაელში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე საელჩო ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან მუშაობს, რაც მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს. „ისრაელში საქართველოს საელჩო 1-ელ ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას ადასტურებს. საელჩო გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან […]
ირანი ისრაელს თავდასხმაზე პასუხის შემთხვევაში უფრო მასშტაბური დარტყმით ემუქრება

ირანი ისრაელს უფრო მასშტაბური დარტყმებით დაემუქრა, თუ ის პასუხს გასცემს ირანის მიერ 1 ოქტომბერს განხორციელებულ შეტევას. ამის შესახებ, როგორც ტელეკომპანია CNN-ი და სააგენტო AP იუწყებიან, დღეს 2 ოქტომბერს განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამად ბაღერიმ. ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან დღევანდელ ინტერვიუში ბაღერიმ თქვა, რომ ისრაელზე წინა საღამოს […]
ღამის კლუბებში თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 14 ადამიანი, დაკავებები გაგრძელდება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის თქმით, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გამოძალვისა და თაღლითობის 14 ადამიანია დაკავებული. კუპატაძე ამბობს, რომ დაკავებები გაგრძელდება. “დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. ასევე, გაგრძელდება დაკავებები. ჰყავდათ ორგანიზებული დაჯგუფება, რომლებიც მართავდნენ ხუთივე კლუბს. ეს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად სძალავდნენ ფსიქოლოგიური და სხვადასხვა ძალადობრივი […]
ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი – თუ ისრაელი საპასუხო ქმედებას განახორციელებს, ჩვენი სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება

ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაგერი აცხადებს, რომ ირანის სამიზნე ისრაელის ინფრასტრუქტურა იქნება, თუ თეირანის წინააღმდეგ რაიმე საპასუხო ქმედებას განახორციელებენ. „თუკი ისრაელს სურს გააგრძელოს ეს დანაშაულები ან სურს რაიმე გააკეთოს ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, ამაღამდელი ოპერაცია რამდენჯერმე გაძლიერებულად განმეორდება და სამიზნე მთელი მათი ინფრასტრუქტურა იქნება“, – განაცხადა ბაგერიმ. მისი თქმით, ირანის […]
დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის – მთავარი საკითხები და შეჯამება

პირველი და ბოლო დებატები ამერიკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის შედგა. რესპუბლიკელი სენატორი ჯეი დი ვენსი და დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი ერთმანეთს ტელეკომპანია „სი-ბი-ესის“ ეთერში, ქალაქ ნიუ-იორკში, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, სტუდიაში შესვლისას ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვეს, თუმცა დებატების შემდეგ სცენაზე მეუღლეების ასვლისთანავე, როგორც კანდიდატებმა, ისე მათმა ცოლებმა ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს და მადლობაც გადაუხადეს. დებატების უმეტესი ნაწილი […]
თბილისის 5 ღამის კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 14 პირი დააკავეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, სპეცოპერაცია გვიან ღამით 5 ღამის კლუბში ჩატარდა. მისივე თქმით, დაკავებულები სხვადასხვა ძალადობრივი მეთოდით, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თაღლითურად, თანხებს სძალავდნენ. „დაკავებულია თაღლითობის და გამოძალვის ბრალდებით 14 პირი. გაგრძელდება დაკავებები. გამოძიების პროცესში შეიძლება კიდევ […]
შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. „კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. […]
დღეს, თბილისის ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 2 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩალისპირების დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, პეტრიწის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძის, გოძიაშვილის, ემხვარის, ბერბუკის, კოსტავას, აფაქიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებს შეეზღუდება. მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოა ელექტრო ენერგიის მიწოდება მცხეთისა და სოფელი დიღმის აბონენტებსაც შეუწყდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, მაღაროსკარი, კმოსტი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან […]
ბენიამინ ნეთანიაჰუ – ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის

ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ისრაელზე დარტყმა ჩაიშალა და ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „ირანის რეჟიმს არ ესმის ჩვენი სიმტკიცე, დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი სიმტკიცე, რომ სამაგიერო მივუზღოთ ჩვენს მტრებს. გაიგებენ ამას“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა […]