მიხეილ სააკაშვილი – არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს – რატომღაც მგონია, ყოველგვარი მუქარის გარეშე აბარებენ საქართველოს

არ ვიცი, მოკვლით ემუქრებიან თუ არა ივანიშვილს ან მის კოჰორტას, მაგრამ ასეც რომ იყოს, ღალატს არანაირი გამართლება არა აქვს. მე რატომღაც მგონია, რომ ყოველგვარი მუქარის გარეშე, თავისი ნებით და სიამოვნებითაც კი აბარებენ საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, 26 ოქტომბერს, „დიდ ჯებირს ააშენებენ“. „2008 წლის აგვისტოში, […]
მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ფიცი დადო

მექსიკის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ფიცი დადო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 62 წლის კლაუდია შეინბაუმი ქვეყანას ექვსწლიანი ვადით უხელმძღვანელებს. „ახლა ტრანსფორმაციის დროა, ახლა ქალების დროა“, – განაცხადა მექსიკის ახალმა პრეზიდენტმა. კლაუდია შეინბაუმმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი შეცვალა. ივნისში გამართულ მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ქალაქ მეხიკოს ყოფილმა მერმა, კლაუდია შეინბაუმმა ხმების 61% მიიღო.
“ამ გუნდში მუშაობა ძალიან მსიამოვნებს” – გვარდიოლა “სლოვანთან” გამარჯვების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში “მანჩესტერ სიტისა” და “სლოვანის” (4:0) მატჩის შემდეგ “ქალაქელების” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, მას მანჩესტერულ კლუბში მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას ანიჭებს. “ჩვენი საქმე გავაკეთეთ. დიდებული გუნდი გვყავს, უამრავი შანსი შევქმენით და 3 ქულა ავიღეთ. მეტოქე თავს კარგად იცავდა, თუმცა მას შემდეგ რაც წინ ორბურთიანი სხვაობით გავედით, ყველაფერი […]
როგორია ელექტრომობილების სადგურების გეოგრაფია? – ტენდენციები

E-space-ს გენერალურმა დირექტორმა, დავით იოსავამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ელექტრომობილების დამუხტვის ტენდენციებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის მასშტაბით, დაახლოებით 60-70 დამტენია დამონტაჟებული, ხოლო 10 სწრაფი დამტენი. კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, კომპანიებისთვის დამტენების მონტაჟი ძალიან ძვირია ინვესტიციაა, რომლის ამოღების პროცესიც ხანგრძლივია, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელმწიფოს სექტორის წახალისებისთვის არაფერი გაუკეთებია. „მზარდია როგორც ელექტრო მანქანების რაოდენობა, ისე დამტენების რაოდენობაც. […]
,,თამბაქოს კონტროლის ალიანსი’’ ,,ფილიპ მორისს“ მთავრობასთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებები ოფიციალურად ამოქმედდა, რაც სიგარეტების შეფუთვის განახლებას გულისხმობს. ნაწარმი სადა, სტანდარტიზებულ შეფუთვაში უნდა მოთავსდეს. ძველი შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია 2025 წლის 1 აპრილამდეა შესაძლებელი. აღნიშნული თარიღიდან სიგარეტის კოლოფები ჟანგის ფერი იქნება. ცვლილება არ შეეხება კოლოფის ფორმას. რეგულაცია გასახურებელ სიგარეტზე ,,IQOS”-ზეც უნდა გავრცელებულიყო, თუმცა 2023 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით […]
„ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს“ – სალომე ზურაბიშვილი

ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როცა ევროპულ გზაზე საქართველოს ახალი ნაბიჯი უნდა გადაედგა, პოლონეთი იყო საქართველოს გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ყველა ვიმყოფებით გარდამტეხ ეპოქაში. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის, მათ შორის […]
ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა. მათივე ცნობით, კლინიკაში იმყოფება ისრაელში საქართველოს კონსული. ცნობისთვის, თელ ავივში, იაფას რაიონში სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა – მიმოხილვა

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის ფასი შემცირდა – 0,01 – 1,46 ევროთი/ლიტრაზე, დიზელის საწვავის საშუალო ფასი შემცირდა – 0.01 – 1,40 ევროთი/ლიტრაზე – საწვავის ფასების მიმოხილვას ევროპის ქვეყნებში, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი აქვეყნებს. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, შვეიცარიში და ისლანდიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა […]
„ჰენკა კომბუჩა” ისრაელში ექსპორტისთვის ემზადება

ჯანსაღი სასმელების მწარმოებელი კომპანია „ჰენკა“-ს კომბუჩა წელს პირველ ექსპორტს ისრაელში განახორციელებს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დირექტორმა, გიორგი ჯირკვალიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანიას ისრაელის ბაზართან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს და პირველი პარტია ნოემბერში უნდა გავიდეს. “ნოემბერში, კომბუჩა ისრაელის ბაზარზე გაეშვება. ხელშეკრულებები გაფორმებულია და პირველი პარტია ისრაელში ნოემბერში გადაიტვირთება. ისრაელი სტანდარტების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ბაზარია და […]
შიდა ქართლში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი. კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. რეგისტრირებული სახერხი საამქრო […]