ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ამისთვის გადაიხდის, ვინც თავს დაგვესხმება, ჩვენ მას დავესხმებით – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, გუშინ ღამით, ირანის მიერ სარაკეტო თავდასხმის შემდეგ განაცხადა, რომ ირანმა “დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის გადაიხდის”. “ეს დარტყმა ჩაიშალა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემის წყალობით, რომელიც მსოფლიოში მოწინავეა… ვინც ჩვენ თავს დაგვესხმება, ჩვენ მას დავესხმებით,” – განაცხადა ნეთანიაჰუმ და აღნიშნა, რომ “არჩევანი არასოდეს ყოფილა ასეთი ნათელი ტირანიასა და თავისუფლებას შორის”. ასევე, […]

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 2 ოქტომბერს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 2 ოქტომბერს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.7314; 1 ევრო – 3.0280; 1 ფუნტი – 3.6380; 1 ლირა კი 0.0799 ლარი ეღირება.

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს

ჯორჯიან მანგანეზის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა სილიკო მანგანუმის წარმოებას 60%-ით ამცირებს, მიზეზი კვლავ, მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირებაა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელიც ქვეყნის უმსხვილესი საექსპორტო საქონლის, ფეროშენადნობების ყველაზე დიდი მწარმოებელია, აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან 11 მოქმედი ღუმლიდან 6 გააჩერებს, რაც ყოველთვიურად საწარმოო პროდუქციის 20 ათასი ტონიდან 8 ათას ტონამდე შემცირებას გულისხმობს. „ფეროშენადნობების […]

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შემოდის. მომავალი წლიდან, თბილისის მიმართულებით ფრენებს Transavia France იწყებს. ფრანგული ავიაკომპანიის თვითმფრინავები პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ, რეგულარულ რეისებს 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში ორჯერ შეასრულებენ. შეთანხმებას წინ Transavia France-თან ერთწლიანი აქტიური მოლაპარაკებები უძღოდა.

რა ვითარებაა ისრაელში ამ დროისთვის

ირანის მხრიდან მასირებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ისრაელში დამატებითი სარაკეტო თავდასხმის საფრთხე აღარ არის – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. მოსახლეობას თავშესაფრების დატოვების უფლება მისცეს. სარაკეტო თავდასხმის მოგერიებაში ისრაელს შეერთებული შტატები დაეხმარა. ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. […]

“ქარის გაძლიერება, წვიმა ელჭექით და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება” – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი ადამიანი შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს

შონ კომბსს (ფი დიდის) ძალადობის 100-ზე მეტი ახალი ბრალდება ემუქრება. ამის შესახებ „ბიბისი” წერს. ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა ადვოკატის, ტონი ბუზბის განცხადებით, 100-ზე მეტი ადამიანი აპირებს რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით. ტონი ბუზბი აცხადებს, რომ სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი 9 წლის ასაკში გახდნენ. მისივე […]

თბილისში, ხუთ ღამის კლუბში 14 პირი დააკავეს

თბილისში, შარდენის ქუჩაზე ხუთ ღამის კლუბში საპოლიციო ღონისძიებები მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე დაკავებულია 14 პირი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, შესაძლოა, დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. როგორც თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, ორგანიზებული ჯგუფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თანხებს თაღლითურად სძალავდა. „შარდენის ქუჩაზე ერთდროულად ხუთ ღამის კლუბში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. ამ ეტაპზე დაკავებულია 14 პირი […]

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 9 თვის ბიუჯეტი 115.2%-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 115.2%-ით, ანუ 339.9 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2 მილიარდ 579.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 339.9 მლნ ლარით მეტია. „სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 255.8 მილიონი ლარით […]

კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან ახლოს ორი აფეთქება მოხდა

კოპენჰაგენში, ისრაელის საელჩოსთან ახლოს ორი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას დანიის პოლიცია ავრცელებს. „ისრაელის საელჩოსთან შესაძლო კავშირის შესახებ, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს, გამოძიება მიმდინარეობს“, – აცხადებენ კოპენჰაგენის პოლიციაში. პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.