ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი ქუთაისში გაცნობითი ხასიათის იყო. „შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე, საერთო პროექტებსა და მომავლის გეგმებზე. დავით ერემეიშვილმა გარეტ უორდს გააცნო ქუთაისის ისტორიული მნიშვნელობა, […]

სომხეთის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი რეფერენდუმის ჩასატარებლად 27 ათასზე მეტი ხელმოწერა მოგროვდა

“კავკაზსკი უზელის” ინფორმაციით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭირო 50 ათასი ხელმოწერიდან ნახევარზე მეტი უკვე შეგროვდა. ამის შესახებ აქტივისტებმა განაცხადეს. “დემოკრატიული ძალების პლატფორმის””შტაბმა ხელმოწერების შეგროვების პირველი 15 დღის შედეგები გამოაცხადა და იტყობინება, რომ რეფერენდუმის პროექტს მხარი სომხეთის 27 560-მა მოქალაქემ დაუჭირა, რაც საჭირო რაოდენობის 55,12%-ს წარმოადგენს. ორგანიზაციის “თავისუფალი მოქალაქე” ხელმძღვანელმა ოვსეპ ხურსუდიანმა განაცხადა, რომ […]

“პრემიერები ისე ქრებიან, რომ თავადაც არ იციან” – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა “ტვ პირველთან” განაცხადა: როდის იცოდა პრემიერმა იქნება თუ არა პრემიერი, ან როდის იცოდა, რომ არ იქნება?! ჩვენ ვცხოვრობთ მმართველობის პერიოდში, როდესაც პრემიერები ისე ქრებიან, მიდიან, მოდიან, რომ თავადაც არ იციან. ამაში არაფერი არაორდინალური არ არის. ბოლო 11 წელიწადი მე არ მესმის, რას აკეთებენ ისინი. ჩვენ მოვდიოდით დიდი იმედით, რომ არამარტო […]

“როგორ უპასუხეს შვეიცარიელებმა კითხვას: – აბა, ომი გინდათ?” – გიორგი თავდგირიძე

კითხვა “აბა ომი გინდათ?” ხშირად ისმება და არა მხოლოდ საქართველოში. როგორ უპასუხეს შვეიცარიელებმა ამ კითხვაზე 1914 წლის 28 ივლისს? რა უპასუხეს გასაგებია, არა, არ გვინდაო. მაგრამ კითხვა არ დასმულა იმ ბრიყვული კონტექსტით, როგორც ამას ოცნება აკეთებს. 1914 წლის 28 ივლის დიდი ევროპული ომი დაიწყო, ერთი ნახევარი ევროპა მეორე ნახევარს ებრძოდა ევრპის მთელ გეოგრაფიულ არეალზე და […]

ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას წელიწადში 4 მილიონი დრონის წარმოება შეუძლია

ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას წლიურად ოთხი მილიონი დრონის წარმოება შეუძლია და სხვა სახის იარაღის წარმოებასაც სწრაფად ზრდის. კიევში სამშაბათს, უცხოელი იარაღის მწარმოებლების ხელმძღვანელებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ წელს უკრაინამ უკვე 1.5 მილიონი დრონი შეუკვეთა. 2022 წელს რუსეთის შეჭრამდე, უკრაინაში დრონების წარმოება პრაქტიკულად საერთოდ არ ხდებოდა. იმავე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა თქვა, […]

ილია თოფურია: მადლობა ესპანეთო და საქართველო, რაც მომეცი და აგრძელებ, რომ მომცე

UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ (15-0), თავის სოციალურ ქსელში (Instagaram) პოსტი გამოაქვეყნა: “პირველი, რომელიც დაანოკაუტებს, ეს იქნება აბსოლუტური დომინაცია, ამას ვეუბნები ყველას, ვინც ჩემს გზაზე მომყვება, რადგან იციან, რომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც გაქვს რწმენა და მიიწევ მიზნისაკენ. არ დაგავიწყდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, როდესაც იცი, საით უნდა წახვიდე. მადლობა ესპანეთო და საქართველო ყველაფრისთვის, […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი პიანისტი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი მუსიკალური შესრულებით წარსდგება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო საიუბილეო კონგრესის ფარგლებში, ცნობილი ფრანგი პიანისტი, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი, პროფესორი ვლადიმირ სტუპელი წარდგება მუსიკალური შესრულებით – „ზნეობრიობის შესახებ მუსიკაში“. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, პიანისტ სტუპელის მუსიკალური შესრულება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დარბაზის სცენაზე (მე-3 სართული) […]

Euronews: „ტურიზმი და მშვიდობა – მსოფლიო ტურიზმის დღის თემა საქართველოში“

საქართველომ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიებას, თემატიკით: „ტურიზმი და მშვიდობა“ პირველად უმასპინძლა. მასშტაბურ მოვლენას მსოფლიო მედია ეხმაურება. გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში, საქართველო გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, Euronews-ის ობიექტივში მოექცა. ჟურნალისტი ლოტი ლიმბი წლევანდელი მსოფლიო ტურიზმის დღის თემად მშვიდობის შერჩევის მოტივაციაზე წერს: „საქართველოს ისტორია სახელგანთქმულია მისი დაპყრობის მცდელობებით. ამ ქვეყანაში მისასალმებელი სიტყვა, ”Gamarjoba“, ითარგმნება, როგორც „იყავი გამარჯვებული“. საქართველოსთვის ჩვეული […]

კახეთში 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დედოფლისწყაროში მომხდარ ფაქტს სწავლობს – რამდენიმე საათის წინ მუნიციპალიტეტში 32 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ნარკოპოლიტიკა – “მოხმარების დეკრიმინალიზაცია” – “ძლიერი საქართველოს” 9 პუნქტიანი გეგმა

ნარკოპოლიტიკა საქართველოში – “ძლიერმა საქართველომ” ნარკომანიასთან ბრძოლის წინააღმდეგ 9 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. ამ საკითხზე, მამუკა ხაზარაძემ კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად დარგის ექსპერტებთან და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან “ძლიერი საქართველოს” ოფისში შეხვედრა გამართა. 9 პუნქტად გამოვყავით, რომელიც პროგრამაში გვიწერია. ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ზიგიერთი ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციის საკითის განხილვა. დასჯიდან მზრუნველობა-პრევენციაზე გადასვლა. ნარკოდამოკიდებულებისთვის სამკურნალო და სარეაბილიტაციო რეგიონალური ცენტრების […]