ანტონიო გუტერეში – ახლო აღმოსავლეთში მძვინვარე ცეცხლი სწრაფად იქცევა ჯოჯოხეთად

ახლო აღმოსავლეთში მძვინვარე ცეცხლი სწრაფად იქცევა ჯოჯოხეთად. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გასული კვირიდან მოვლენები “ცუდიდან გაცილებით, გაცილებით ცუდისკენ წავიდა”. გუტერეშმა ლიბანში “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ისრაელის ავიადარტყმები როგორც “დაუნდობელი” აღწერა და განაცხადა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის წინადადება არსებობდა, რომელიც, მისი თქმით, ისრაელმა უარყო და თავისი ავიადარტყმების რაოდენობა […]
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ნარკოპოლიტიკაზე ექსპერტებთან შეხვედრა გამართა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ნარკოპოლიტიკაზე დარგის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, დისკუსია საათზე მეტხანს გაგრძელდა, სადაც მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. „დღეს შევიკრიბეთ ძალიან მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, მძიმე პრობლემის და საკითხის განსახილველად – ეს არის ნარკოპანდემია ქვეყანაში, რაც მოგეხსენებათ ძალიან მძიმე და მტკივნეული […]
ანტონიო კონტე: ხვიჩა ნერვიულობდა? – გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა

სერია A-ს ლიდერი “ნაპოლი” 4 ოქტომბერს “კომოს” უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელს, ანტონიო კონტეს “მონცასთან” შეხვედრაში ხვიჩა კვრაცხელიას შეცვლის რეაქციაზე დაუსვეს კითხვა. “არ დამინახავს, არ ვიცი, საკუთარ თავზე იყო გაბრაზებული თუ არა. გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა: გოლი გაიტანა, კარგად ითამაშა, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო. ცოტა ნერვიულობდა, ხმამაღლა აპროტესტებდა, რაც მისთვის ცოტა […]
რა ეღირება ლარი 3 ოქტომბერს?

ლარი დოლართან 0.13 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.29 თეთრით გამყარდა. 2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7327 ლარია, ერთი ევროსი – 3.0251 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.09 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი – 3.04 ლარი.
შუქრუთის მაცხოვრებელი: ღმერთმა მოგვმადლა ეს სიმდიდრე წიაღისეული, მაგრამ წყევლად გვექცა

შუქრუთის მაცხოვრებელი, გიორგი ნეფარიძე, რომელიც პარლამენტის წინ შიმშილობს, ამბობს, რომ პრემიერმინისტრი კომპანია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებებს იმეორებს. მისი თქმით, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ნეფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაბინძურებულია გარემო, ჰაერი და მდინარეები. “თითოეულ ჩვენგანს გვენგრევა საცხოვრებელი გარემო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ. მთელი სოფლის ტერიტორია მოიცვა ჯორჯიან მანგანეზმა მადნის უკანონო მოპოვებით. არ იკმარა […]
რა თქმა უნდა, ეს არ იყო უკან დახევა. პირიქით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება და გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს

შეკითხვას, რამდენად იყო ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებაში, როცა მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი მიანიჭა, ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატი დავით კაჭარავა პასუხობს. როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილების მიღებისას ბიურომ იხელმძღვანელა არასამთავრობო სექტორის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, როცა გავლენიანი ორგანიზაციები ღიად და დაუფარავად ერეოდნენ პოლიტიკურ პროცესებში. „ეს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრი […]
მიმდინარე წელს 53.2 მლნ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა – სად გადის ქართული თხილი?

2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ექსპორტირებული თხილის ღირებულება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.1 მლნ აშშ დოლარით (11%-ით) გაიზარდა და 53.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული რაოდენობა მოიცავს მიმდინარე წლის თხილის მოსავალსაც. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული მიმდინარე წლის თხილის მოსავლის ღირებულება […]
“რუსეთმა ბიძინას “ტრიუკს” ცივი წყალი გადაასხა” – ხუხაშვილი

მაინც რატომ დააკორექტირა ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიძინამ საკუთარი მესიჯ-ბოქსი გარკვეული შერბილების მიმართულებით? ჩემის აზრით, საქმე იმაში გახლავთ, რომ მას ფსონი დადებული ჰქონდა ამომრჩევლისთვის ტვინის გამორეცხვაზე ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის თემაზე. ის ფიქრობდა, რომ რუსეთი დაეხმარებოდა ამ ნარატივის დანერგვაში, ჩაატარებდა ოპერაციას “გარეჯი საქართველოა-2” გაზრდილი ფსონებით და ამით გააპრავებდა საკუთარ კოლაბორაციონიზმს. რომ თითქოს, ამ მავნე პოლიტიკას […]
„ჰეზბოლა“ ლიბანში ისრაელის ძალებთან სახმელეთო შეტაკებაზე საუბრობს

„ჰეზბოლას“ განცხადებით, ოთხშაბათს, მის მებრძოლებსა და ისრაელის ძალებს შორის, ლიბანში სახმელეთო შეტაკება მოხდა. ისრაელის სამხედრო ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რეგულარული ქვეითი ძალა და ჯავშანტექნიკა, ლიბანში მის სახმელეთო ოპერაციებს უერთდება. ამ განცხადებას, ერთი დღის წინ უსწრებდა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა, რამაც უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტის შესახებ შიში და შეშფოთება კიდევ უფრო გაზარდა. ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირების […]
“საქართველოში წამოსვლის წინ, ჩემმა უსაყვარლესმა ედუარდმა მითხრა…” – რას წერს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დაბრუნების დეტალებს იხსენებს. “სამი წელი გავიდა ჩემი ტყვეობაში ჩავარდნიდან, მე დამატყვევეს იმისთვის, რომ არ ჩავაბარე ქვეყანა, არ მოვიხადე ბოდიში, ყოველთვის ვიყავი ხალხის მხარეს. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას ვისაც მთელი ეს დრო არ ვავიწყდები ვინც საქართველოს, უკრაინის და მსოფლიოს მასშტაბით გამოხატავს სოლიდარობას და აქტიურად იბრძვის ჩემი გათავისუფლებისთვის. თქვენმა მხარდაჭერამ […]