PACE-ს წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შეცვლილ გადაწყვეტილების მიესალმებიან

PACE-ს წარმომადგენლები ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ მიღებული თავისივე გადაწყვეტილების გაუქმებას მიესალმებიან. „PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, კლოდ კერნი და ედიტე ესტრელა, ასევე, საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი, იულიან ბულაი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, როგორც „გაცხადებული საარჩევნო ინტერესების მქონე სუბიექტად“ გამოცხადების შესახებ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული […]
Nike გრძელვადიან პროგნოზებს წყვეტს

სპორტული საქონლის ამერიკულმა მწარმოებელმა Nike Inc.– მა წმინდა მოგება 28%-ით და შემოსავალი 10%-ით შეამცირა პირველ ფისკალურ კვარტალში. ამასთან, წმინდა მოგებამ გადააჭარბა ბაზრის პროგნოზს, ხოლო შემოსავალი აღმოჩნდა უარესი, ვიდრე ანალიტიკოსების მოლოდინი. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, 31 აგვისტოს დასრულებული კვარტალის წმინდა მოგებამ 1,05 მილიარდი დოლარი შეადგინა წინა ფისკალური წლის 1,45 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით. ერთ აქციაზე მოგება 94 […]
“საქართველოში არა ღვინის, არამედ ყურძნის გაბევრება ხდება” – ხომლის მარანი

“ხომლის მარნის” დამფუძნებლის განცხადებით, ყურძნის სუბსიდირების მავნე პრაქტიკა, პირდაპირ აზარალებს პროდუქტის ხარისხს. ამის შესახებ მან “საქმის კურსთან” სახელმწიფო სუბსიდირების მრავალწლიანი პოლიტიკის შეფასებისას ისაუბრა. “არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო, ბაზარი თვითონ უნდა არეგულირებდეს ყურძნის ფასს. ღრმად ვარ დარწმუნებული და მარტო მე არ ვსაუბრობ ამას, არცერთი ხარისხიანი ყურძენი გაუყიდავი არ დარჩება, ვსაუბრობ ყურძენზე, რისგანაც შემდეგ ღვინო მზადდება. მოთხოვნა […]
CNN – რამდენიმე ირანული რაკეტა ისრაელის სამხედრო ბაზებს დაეცა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია

რამდენიმე ირანული რაკეტა ისრაელის სამხედრო ბაზებს მოხვდა, მაგრამ ისინი ფუნქციონირებას აგრძელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ისრაელის სამხედრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, ირანის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად რამდენიმე რაკეტა ისრაელის სამხედრო ბაზებს მოხვდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ზიანი ამას არ მოჰყოლია. “ისრაელის საჰაერო ძალების ფუნქციონალურობისადმი ზიანი არ არსებობს”, – განაცხადა წყარომ. მისი თქმით, “[რაკეტებით] რამდენიმე დარტყმა“ […]
რიკარდო გუტიერეში – შოკირებული ვარ ფაქტით, რომ საქართველო არა მხოლოდ მედიის თავისუფლების პრობლემის, არამედ დემოკრატიის შესუსტების წინაშე დგას

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში ორდღიანი მისიის შემდეგ, პრესკონფერენცია გამართეს, სადაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინ არსებულ მედიაგარემოზე და მედიის პლურალიზმზე ისაუბრეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრესკონფერენციაში მონაწილე ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რიკარდო გუტიერეშმა განუცხადა, ქვეყანა არ დგას მხოლოდ თავისუფალი მედიის პრობლემის წინაშე, არამედ დემოკრატიის უკუსვლისაც. „აქ ვართ იმისათვის, რომ მედიის […]
„ავიაკომპანია Transavia-ს შემოსვლა საქართველოს ცნობადობას გაზრდის საფრანგეთში და ძალიან ბევრ ახალ მოგზაურს ჩამოიყვანს ჩვენს ქვეყანაში“ – მაია ომიაძე

ავიაკომპანია Transavia France 2025 წლის 9 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს შეასრულებს პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით. საქართველოში ახალი ავიაკომპანიის შემოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. „კიდევ ერთი ახალი ევროპული ავიაკომპანია Transavia იფრენს საქართველოში, 2025 წლის აპრილიდან, თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით. როგორც იცით, ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ჩვენ […]
ვფიქრობ, 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი – თეა ზაქარაძე

ვფიქრობ, 2025 წლის აპრილისთვის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გვეყოლება რობოტი – აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე. შესაბამისად, რამდენიმე თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიც შეუერთდება იმ აეროპორტების რიგებს, სადაც უკვე „მუშაობენ“ რობოტები. რობოტექნიკა კი ცხადია, მგზავრების დიდ ინტერესსაც გამოიწვევს. „უკვე ერთი წელია სხვადასხვა გამოფენებს ვესწრებით, რათა ავარჩიოთ ისეთირობოტი, […]
“ხუთი წელია ეგრე ვარ ისედაც, თქვენ რო მოგი@@ანთ ყადაღა და პატრონი! (პუტინ “@უილოს” თქმის გამო)” – ზუკა ბერძენიშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი: კობახიძეს ხარებაზე უთქვამს ეს რა არაადამიანური და აპოკალიპტური სანქცია დაადესო, წარმოიდგინეთ სრულად რომ ამოგიღონ სამოქალაქო ბრუნვიდან, ყველანაირ საბანკო ტრანზაქციაზე შეგიზღუდონ წვდომა, რა სიგიჟეაო, გაწირესო კაცი პრაქტიკულადო… ხოდა ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ მე ძალიან და მართლაც ვცადე წარმომედგინა, მარა მერე გამახსენდა რო რა წარმოდგენა მინდა ხუთი წელია ეგრე ვარ ისედაც თქვენ რო მოგი@@ანთ […]
სანქციების დარღვევის რისკი თავად ბანკებმა უნდა შეაფასონ და მიიღონ გადაწყვეტილება – თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სანქციათა რეჟიმების დარღვევის/გვერდის ავლის რისკის შეფასება უნდა მოახდინოს თავად ფინანსურმა ინსტიტუტმა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელებასა და სხვა ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით. ასე უპასუხა მან პარლამენტის წევრის, რომან გოცირიძის მიერ გაგზავნილ კითხვას. რომან გოცირიძემ ნათია თურნავას ჰკითხა, გასცა თუ არა მითითება საქართველოს ეროვნულმა […]
“60 წუთი” ამბობს, რომ ტრამპმა უარი თქვა გადაცემისთვის წინასაარჩევნოდ ინტერვიუს მიცემაზე

ტელეკომანია “სი-ბი-ესმა” ცოტა ხნის გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა უარი თქვა წინასაარჩევნოდ ინტერვიუ მიეცა გადაცემა “60 წუთისთვის”. ტელეკომპანიას უარი არ მიუღია ტრამპის ოპონენტის, კამალა ჰარისისგან, ამიტომ მომდევნო ორშაბათს ეთერში მხოლოდ ჰარისის ინტერვიუ გავა. ტელეკომპანია, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ, ორივე კანდიდატთან წერს ინტერვიუს და მათ ეთერში ერთმანეთის მიყოლებით უშვებს. თუმცა, წელს მისი მაყურებელი მხოლოდ ერთი ინტერვიუს ნახავს. […]