ირაკლი ქარსელაძე – ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის

ქალაქ ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი როგორც ხიდების აღდგენას, ისე შესაბამისი საინჟინრო ქსელების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას მოიცავს. ამასთან, უკვე მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლება-მოდერნიზება, რომლის შედეგადაც, ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის პარკში დასვენება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. განახლებული ისტორიული პარკი ბორჯომის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, […]

იუდეველები როშ-ჰაშანას ზეიმობენ

3-4 ოქტომბერს იუდეველები როშ-ჰაშანას, ებრაულ ახალ წელიწადს ზეიმობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, როშ-ჰაშანა ებრაელთათვის გასულ წელზე სულიერი ანგარიშის პერიოდია, რომლის დროსაც ყოველი ებრაელი ინანიებს საკუთარ შეცდომებსა და ცოდვებს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს, განსაკუთრებით კი საქართველოს ებრაულ თემს როშ-ჰაშანას – ახალი წლის დღესასწაულს და ბედნიერ, ნაყოფიერ და […]

თინა ბოკუჩავა ირლანდიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, ირლანდიაში, დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე იმყოფება. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თინა ბოკუჩავა ირლანდიაში, დუბლინში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას ესწრება. „საპარლამენტო ასამბლეა ასობით პარლამენტარს აერთიანებს ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან, რათა ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოებასა და თანამშრომლობაზე. საპარლამენტო ასამბლეა ეძღვნება ჰელსინკის დეკლარაციის 50 წლის იუბილეს, რომელმაც ეუთო შექმნა და […]

უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 78 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 105 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 78 უკრაინელებმა კიევის, ჩერკასის, ვინიცის, ხმელნიცკის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ხერსონის, ოდესის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, რივნისა და ივანო-ფრანკოვსკის ოლქებში ჩამოაგდეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ერთი […]

კორნელი კაკაჩია – ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია

მოახლოებული არჩევნების წინ საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ თსუ-ს პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორს, პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, კორნელი კაკაჩიას ესაუბრა. – ბატონო კორნელი, სხვა თემებზე სასაუბროდ გვინდოდა თქვენთან საუბრის დაწყება, მაგრამ, რადგან ახლა ყველაზე აქტიურად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ დაკავშირებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება განიხილება, საუბარი ამ თემით უნდა დავიწყოთ. ანტიკორუფციული ბიურომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ […]

არ მაქვს ნათელი პოზიცია რა თანამდებობაზე მექნება პრეტენზია, დღეს ვარ მხოლოდ ბრძოლის ჟინზე – გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა “360 გრადუსში” გაერთიანებაში თავის როლზე, თუმცა, აღნიშნა, რომ ჯერ არ იცის, რა პოზიცია ექნება არჩევნების შემდეგ. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე კონცენტრირებულია არჩევნებზე, რადგან ჯერ ეს მნიშვნელოვანი ბრძოლაა მოსაგები. “რა პოზიციაზე ვიქნები არჩევნების შემდეგ, ამაზე საუბარი არ ყოფილა. იმდენად მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ ვდგავართ ახლა, […]

ვეძებ მწვრთნელებს ვინც ქართველ ბავშვებს სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებში მოამზადებს – მერაბ დვალიშვილი

ყოველთვის მინდოდა სპორტის და საბრძოლო ხელოვნების განვითარებაში შემეტანა წვლილი – ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში წერს და იქვე აღნიშნავს, რომ ეძებს მწვრთნელებს, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებში მოამზადებენ. ვეძებ მწვრთნელებს ვინც ქართველ ბავშვებს სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებებში მოამზადებს. გავხსნი დარბაზებს რეგიონებში, შევიძენ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას და გადავუხდი მწვრთნელებს ხელფასებს. ამ ყველაფერს ჩემი პირადი […]

ისტორიაში პირველად საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. უდიდესი სპორტული ღონისძიების სამზადისს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დირექტორი დიტერ ლამერი და ადმინისტრაციული მენეჯერი ნატალია ბოდროვა გაეცნენ. დამკვირვებლებმა დაათვალიერეს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებელი ადგილი, ახალი სპორტის სასახლე. ასევე ფარიკაობის ფედერაციის დარბაზი, რომელიც ტურნირამდე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენების შეკრებასა და მზადების პროცესს უმასპინძლებს.დიტერ ლამერის შეფასებით, საქართველო მზადაა მსოფლიო […]

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ – ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს

სერიოზულად შეშფოთებული ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ეს ქმედებები ევროპის საბჭოს ღირებულებებს არ შეესაბამება. „ეს არ შეესაბამება […]

2025 წელს საქართველოს მთავრობა ₾2 მილიარდს ისესხებს – რომელ პროექტებს მოხმარდება კრედიტი?

2025 წელს საქართველოს მთავრობა საგარეო ვალების აღებას გააგრძელებს. ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიიუს თანახმად, მომდევნო წელს 1.98 მილიარდი ლარის ახალი საგარეო კრედიტების აღება არის დაგეგმილი, რაც 2024 წელთან შედარებით 147 მილიონი ლარით მეტია. მომდევნო წელს საქართველოს მთავრობა მიიღებს კრედიტებს ADB-ისგან, მსოფლიო ბანკისგან, EIB-ისგან, EBRD-ისგან, გერმანული KFW-სგან, ფრანგული AFD-სგან, AIIB-ისგან და სხვა საერთაშორისო საფინანსო დონორული ორგანიზაციებისგან. 2025 […]