თამარ კორძაია – ცესკოს წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება არჩევნებში მხოლოდ პასპორტით მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ ნება გამოავლინოს

ცესკოს აუცილებლად წარვუდგენთ დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით დევნილებისთვის, შესაძლებელი გახდება მხოლოდ და მხოლოდ პასპორტით არჩევნებში მონაწილეობა – მთავარია, ცესკომ კანონიერი ვალდებულების შესრულების ნება გამოავლინოს,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა. კორძაიას თქმით, ამ დადგენილებით შესაძლებელი გახდება ემიგრანტების პრობლემების მოგვარება, არჩევნებში ხმის მიცემასთან დაკავშირებით. „უკანასკნელი […]
უკრაინის გენშტაბი – უკრაინის თავდაცვის ძალებმა ATACMS-ის რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემას დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ATACMS-ის რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემას დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო ძალების ქვედანაყოფებმა ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტებით რუსულ Nebo-M სარადარო სისტემაზე წარმატებული დარტყმა განახორციელეს. მისი განადგურება მნიშვნელოვნად ამცირებს რუსეთის შეიარაღებული ძალების უნარს, აეროდინამიკური და ბალისტიკური სამიზნეების გამოვლენა და მოგერიება მოახდინო“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში. უკრაინის გენშტაბის […]
გიორგი ვაშაძე – მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავენ ბილბორდებს ქალაქში – მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს?

მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია „ვისოლი“ „ოცნების“ დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში – მივმართავ „ოცნების“ წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის, რომ „ივანიშვილის დავალებით, კომპანია „ვისოლი“ მათი პარტიის ბილბორდებს ქალაქში არ ათავსებს, „ქართული ოცნების“ მარცხს ვერ უშველის“. „დღეს მივიღეთ […]
ყურანის დაწვისთვის გასამართლებულ, კადიროვის შვილის მიერ ნაცემ ჟურაველს ახალი ბრალი წაუყენეს

რუსეთში სახელმწიფო ღალატშიც დასდეს ბრალი 20 წლის ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ამჟამად ჩეჩნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით იხდის სასჯელს ყურანის დაწვისთვის. უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს“ ჟურაველი პოლიტპატიმრად ჰყავს აღიარებული. რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის პროკურატურის მიერ დღეს, 3 ოქტომბერს გამოქვეყნებული ცნობით, სისხლის სამართლის საქმე განსახილველად გადაეცა საოლქო სასამართლოს. გამოძიების ვერსიით, ნიკიტა ჟურაველმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს მესენჯერით შესთავაზა თანამშრომლობა და […]
მთავარეპისკოპოსი იაკობი ვაშინგტონში შეხვდება სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ (CDD) აღმასრულებელ დირექტორთან, ქეთი ჩაჩავასთან ერთად 3 ოქტომბერს შეხვდება სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენს. CDD რამდენიმე წელია უზრუნველყოფს საქართველოდან სასულიერო პირების ვაშინგტონში ვიზიტებს, სადაც ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა კონფერენციებსა და ღონისძიებებში. მისი ძირითადი მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” […]
სკანდალი უკრაინის ნაკრებში – რებროვმა კაპიტან იარმოლენკოს არც კი დაურეკა, ახალი ტრავმები და უკრაინელთა მწვრთნელის დიდი თავსატეხი საქართველოსთან მატჩის წინ

სკანდალი უკრაინის ნაკრებში – რებროვმა კაპიტან იარმოლენკოს არც კი დაურეკა, ახალი ტრავმები და უკრაინელთა მწვრთნელის დიდი თავსატეხი საქართველოსთან მატჩის წინ უკრაინის ნაკრებში საქართველოსთან მატჩის წინ ძალიან რთული ვითარებაა და ამას ადგილობრივ პრესაში გამოქვეყნებული არაერთი სტატია მოწმობს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა, ნაკრებში ძირითად შემადგენლობაში ჩატარებული მატჩებით რეკორდსმენ და ასევე მოქმედ კაპიტან ანდრეი იარმოლენკოს არ უხმო, […]
იან კელი – აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით

თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა იან კელიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან მიწვევის […]
გიორგი ვაშაძე – ფაქტია, რომ სანქციები ეფექტურია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკან დახევა დაიწყო: სამოქალაქო სექტორზე ჯარიმები და შენიშვნები გააუქმა, რიტორიკა შეცვალა, შესაბამისად, „ოცნება“ ემზადება ხელისუფლების გადაბარებისთვის

ფაქტია, რომ [სანქციები] ეფექტიანია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ უკან დახევა დაიწყო: სამოქალაქო სექტორზე ჯარიმები და შენიშვნები გააუქმა, რიტორიკა შეცვალა, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ემზადება ხელისუფლების გადაბარებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებს საერთაშორისო სანქციები დაუწესდეთ. ვაშაძის თქმით, „ვერცერთი ადამიანი, ვინც […]
ნინო თანდილაშვილი – ევროპის წევრ სახელმწიფოებთან ერთად ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტყეების უკეთესად მართვას და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ქალაქ ბონში, „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტერიალის მონაწილეებმა ხელი ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერეს: ბონის მინისტერიალის დეკლარაციასა (Bonn Ministerial Declaration) და ბონის მინისტერიალის გადაწყვეტილებას (Bonn Decision). აღნიშნულ დოკუმენტებზე ხელმოწერით […]
შალვა პაპუაშვილმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონს “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” ხელი მოაწერა. შეგახსენებთ, აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა. “დღეს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ხელს ვაწერ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ” კანონს, რომელსაც ხელი არ მოაწერა […]