როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი თავისი განცხადებებით ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, ნიშნავს იმას, რომ ის აზიანებს ევროკავშირს და აზიანებს ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან
როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი თავისი განცხადებებით ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა, ნიშნავს იმას, რომ ის აზიანებს ევროკავშირს და აზიანებს ჩვენს ურთიერთობას ევროკავშირთან რამდენადაა დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა – ამ შეკითხვას ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა და განაცხადა, რომ ამაზე პირდაპირ მიუთითებს ის ქმედებები, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები ჩადიან. ყაველაშვილის თქმით, საქართველოს […]
სალომე ზურაბიშვილი რუსეთ – საქართველოს ომში მთავარ პრობლემად არა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობას, არამედ მხოლოდ კრიზისს ხედავს დასავლეთისთვის
„რთული მოსასმენია როცა ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთ- საქართველოს შესაძლო ომზე საუბრობ და საკუთარი ხალხზე წუხილის ნაცვლად დასავლეთის კრიზისზე აკეთებ აქცენტს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ. მეგრელიშვილის შეფასებით სალომე ზურაბიშვილის ეს მძიმე პოლიტიკური განცხადება არის სახელმწიფოს ღია ღალატი. მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არის პოლიტიკური იარაღი ამომრჩევლის […]
ხელისუფლების თვალში ბეწვის ძებნას, საკუთარ თვალში დირეს მივხედოთ – დავით ქართველიშვილი

სხვადასხვა პოლიტიკური პროცესის მიმართ ხელისუფლებისადმი საზოგადოების პროტესტს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის„ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მთავარი პრეტენზია საზოგადოებას აქვს ნაციონალური მოძრაობის გამო, რომლის საქმიანობის აკრძალვა, ხელისუფლების მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა. „ჯერ პოლიტიკურ კონტექსტში გავატარებ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას, მერე მას სულიერ ასპექტებს დავამატებ, მერე ამ ორს ერთმანეთს შევადარებ და მერე დასკვნები თქვენ გამოიტანეთ. […]
ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რეალურად რა ფასის გადახდას ითხოვენ ჩვენგან ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ შექმნის დღიდან ემსახურება საზოგადოებისთვის სრული სიმართლის მიწოდებას იმის შესახებ, თუ რა წინაპირობებს უყენებენ საქართველოს ევროკავშირის გზაზე თუნდაც მოჩვენებითი დაწინაურებისათვის. ესენია: ხელისუფლებაში აგენტურის მოყვანა და შესაბამისად, სუვერენიტეტის დათმობა ბრიუსელისა და ვაშინგტონის სასარგებლოდ; ლგბტ-პროპაგანდის ხელშეწყობა და მისი გამაგრება საკანონმდებლო დონეზე; მიგრანტების უკონტროლო მიღება, რაც პირდაპირ ქმნის ერების იდენტობის გაქრობის საფრთხეს, – ვკითხულობთ […]
„საქართველო მზადაა როგორც ტყის, ისე გარემოსდაცვითი პოლიტიკა ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს“ – ნინო თანდილაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში, „ევროპის ტყეების“ (Forest Europe) რიგით მე-9 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. მინისტერიალს თავმჯდომარეობდა გერმანიის სოფლის მეურნეობისა და სურსათის ფედერალური მინისტრი და მასში მონაწილეობდნენ 46 ქვეყნის შესაბამისი სამინისტროების მაღალი რანგის პირები, ევროკომისიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას ნინო თანდილაშვილმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, […]
შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე, ძირითად სატრანზიტო არტერიებსა და ნავსადგურებში გადაზიდვები მცირდება – TCRC

შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე, ძირითად სატრანზიტო არტერიებსა და ნავსადგურებში გადაზიდვები მცირდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ გააანალიზა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამდე და მომდევნო 2022 – 2023 წლებში, დერეფნის გასწვრივ 15 სატრანსპორტო ნაკადების გადაზიდვების დინამიკა. ანალიზმა მოიცვა, როგორ საქართველოს რკინიგზაზე, სატრანზიტო ავტომაგისტრალებზე, ნავსადგურებში ასევე მილსადენებში გატარებული და გადამუშავებული ტვირთნაკადები. „კვლევის […]
ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები გაიზარდა – „საქსტატი“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტით […]
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. აღნიშნული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში. ექსპერტიზის ჩასატარებლად ჯაიანს მოსამართლის განჩინების შემდეგ, ლევან […]
შიმშილობის მე-13 დღეს აფგანის ჯანმრთელობა გაუარესდა – სადიგოვის ცოლი

აფგან სადიგოვის მეუღლის, სევინჩ სადიგოვას ინფორმაციით, დღეს უკვე მეცამეტე დღეა, რაც თბილისში დაკავებულმა აზერბაიჯანლემა ჟურნალისტმა შიმშილობა დაიწყო. მეუღლის თქმით, სადიგოვის ჯანმრთელობა “ცუდ მდგომარეობაშია”. “როცა მას ბოლოჯერ ვესაუბრე, მითხრა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა. მისი მდგომარეობა ასე სწრაფად იმიტომ გაუარესდა, რომ როდესაც ის აზერბაიჯანში ბოლოჯერ დააკავეს, ის 242 დღის განმავლობაში შიმშილობდა და სწორედ მაშინ დაკარგა მთელი […]
იან კელი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე – ღმერთმა დაგვიფაროს!

ღმერთმა დაგვიფაროს! – ნებისმიერი სახის ბრალდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია, – ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „გარე ძალების“ მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილის შესახებ დასმულ კითხვას. მან აშშ- საქართველოს ურთიერთობა ზოგად კონტექსტშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო […]