ევროკავშირი ლიბანს დამატებით 30 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკომისია ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის მიმდინარე შეტაკებების შედეგად დაზარალებულ ლიბანს ჰუმანიტარული დახმარების სახით დამატებით 30 მილიონი ევროს გამოუყოფს. „ძალიან შეშფოთებული ვარ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის მუდმივი ესკალაციის გამო. ყველა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. აღნიშნული დახმარება ემატება 29 სექტემბერს უკვე გამოცხადებულ 10 მილიონ ევროს. […]
GCCA-ის მიერ ცემენტის წარმოების სექტორში განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), ფ/პ „ემინ უჩარის“ მიერ შპს „ჯერმან ცემენტ ლტდ-ის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული კონცენტრაცია სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. „შესაბამისად, GCCA-ის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კომპანიას დაევალა – განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების კანონმდებლობით დადგენილი სახით სააგენტოში წარმოდგენა, ხოლო კონცენტრაციის […]
როგორც კი ივანიშვილს სანქციები დაედება, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმოჩნდება – გოცირიძე

განახევრდა გრანტები, რაც არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი – ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდებიან, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმიჩნდება, „ამიტომ რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილო გვაქვს […]
იაგო ხვიჩია – „ქართული ოცნება“ შეცდა იმიტომ, რომ ეშმაკს და „გლობალური ომის პარტიას“ არ უნდა დანებდე და ბოლომდე უნდა ებრძოლო, – არარსებულთან შერიგებას, არარსებულთან ჩხუბი ჯობია

„ქართული ოცნება“ შეცდა იმიტომ, რომ ეშმაკს და „გლობალური ომის პარტიას“ არ უნდა დანებდე და ბოლომდე უნდა ებრძოლო, – არარსებულთან შერიგებას, არარსებულთან ჩხუბი ჯობია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომ „ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“ მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები“. როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, […]
ნაკრებში ერთი დებიუტანტი მოთამაშეა — სანიოლმა ახალი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის ფარგლებში უკრაინასთან და ალბანეთთან მომავალი თამაშებისთვის ცნობილია. ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ახალი შემადგენლობა დაასახელა და მასში ერთი დებიუტანტი ფეხბურთელია — ფორვარდი გიორგი გულიაშვილი, რომელიც ბოსნიის პრემიერლიგაში, კლუბ სარაევოში თამაშობს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: · გიორგი მამარდაშვილი · გიორგი ლორია · გიორგი გუგეშაშვილი · ოთარ კაკაბაძე · გურამ […]
საბოლოო შეთანხმება მილანში შედგება? – კვარაცხელიას “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგლძრივების საკითხს წერტილი ამ თვის ბოლოს უნდა დაესვას

Corriere dello Sport წერს, რომ ჯერჯერობით “ნაპოლი” ხვიჩა კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ქართველს “პარტენოპეისთან” 2027 წლამდე აკავშირებს და ის სეზონურად 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. “ნაპოლი” ჩვენებურს კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელებასა და ანაზღაურების 6 მილიონამდე გაზრდას სთავაზობს, მაგრამ ჯუღელი 8 მილიონს ითხოვს. Corriere dello Sport გვაუწყებს, რომ […]
3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 278 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 278 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან 276 ათას ტონამდე კახეთის, 1630 ტონამდე რაჭის, ხოლო დანარჩენი საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 415 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა. ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 450 ღვინის კომპანია […]
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად გაიზრდება – გიორგი კაკაურიძე

ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში, რომელიც დეკემბერში დამტკიცდება, არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე იქნება და მათ შორის, გრანტების მოცულობაც გაიზრდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა. მინისტრის მოადგილეს 2025 წლისთვის 61%-ით ნაკლები გრანტის მიღებაზე ჰკითხეს, რაზეც კაკაურიძემ აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პირველად ვერსიაში უკვე შეთანხმებული მოცულობებია წარმოდგენილი, თუმცა არის ახალი პროექტებიც, რომლებიც საბოლოო […]
მტკვარზე გასეირნებას მალე გემით შეძლებთ – ,,ტივის” ახალი სერვისი

რესტორანი ,,ტივი’’ მომხმარებელს მალე ახალ სერვისს შესთავაზებს. ოქტომბრის ბოლოდან მსურველებს მტკვარზე გემით გასეირნების საშუალება ექნებათ. 30 ადამიანზე გათვლილი გემი საქართველოში შეიძინეს. ახლა მისი ტექნიკური და ვიზუალური ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. პროცესი დაახლოებით 2 კვირაში დასრულდება და გემი მტკვარში ოქტომბრის ბოლოს გაცურავს. ახალ სერვისთან ერთად, რესტორანი ,,ტივი’’ მომხმარებელს პირველად ელექტრონული გიდის მომსახურებასაც შესთავაზებს. გემზე 2 ელექტრონული გიდი […]
პეტრე ცისკარიშვილი – „ქართული ოცნება“ აშინებს ბიზნესს და არ აძლევს უფლებას, რომ გამოაკრან „ნაციონალური მოძრაობის“ ბილბორდები – „ოცნების“ რეჟიმს ეშინია

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, მათ კოალიციას „ქართული ოცნება“ საარჩევნო ბილბორდების გაკვრის შესაძლებლობას არ აძლევს. საკითხს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ ეშინია. „ეს პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ეშინია „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოკრული ბილბორდების, მასზე დატანილი შინაარსის. ჩვენ ვართ ის […]