ისრაელის თავდაცვის ძალები – ლიბანში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ჰეზბოლას 60-მდე მებრძოლი დაიღუპა და 200 სამიზნე განადგურდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ლიბანში, სახმელეთო ოპერაციების ფონზე, „ჰეზბოლას“ 60-მდე მებრძოლი დაიღუპა და საჰაერო დარტყმების შედეგად დაჯგუფების 200-ზე მეტი სამიზნე განადგურდა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 200-მდე სამიზნე, რომლებსაც მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში დაარტყეს, მოიცავდა შენობებს, რომლებსაც ტერორისტული ჯგუფი იყენებდა, ასევე იარაღის საწყობებს, სადამკვირვებლო პუნქტებსა და სხვა ინფრასტრუქტურას.

დიმიტრი ჩიქოვანის ინფორმაციით, „ალმა პლუსი“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერების განთავსებაზე უარს აცხადებს

„ალმა პლუსისგან“, რომელთანაც სარეკლამო ბანერების განთავსებაზე მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს, მივიღე პასუხი, რომ ჩვენი ვიზუალით ბანერს არ განათავსებენ, რაც დისკრიმინაციაა, მით უმეტეს, როცა „ქართული ოცნება“ დანგრეული მარიუპოლისა და უკრაინაში დაბომბილი ტაძრების ვიზუალს იყენებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა დიმიტრი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი შეფასებით, ეს გამოხატვის თავისუფლების ზღუდავს, ამიტომ მისივე თქმით, საკითხთან […]

ტაივანში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ტაივანის სახანძრო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს. ხანძარი პინტუნგის ოლქში მდებარე საავადმყოფოში გაჩნდა, სადაც ადგილობრივები ტაიფუნ „კრატონს“ ებრძვიან. ჯარისკაცებმა მეხანძრეებთან და ექიმებთან ერთად 176 პაციენტის ევაკუაცია განახორციელეს და ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება მიმდინარეობს.

რომან გოცირიძე – განახევრდა გრანტები, რაც არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი – როგორც კი ივანიშვილს სანქციები დაედება, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმოჩნდება

განახევრდა გრანტები, რაც არის ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევის შედეგი – ეს მაშინ, როდესაც ჯერ სანქციები სრული ძალით არ არის ამოქმედებული, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, როგორც კი ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდებიან, ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ იზოლაციაში აღმიჩნდება, „ამიტომ რომ არ გაღატაკდეს და დაიცალოს ქვეყანა, დარჩენილო გვაქვს […]

ლიეტუველი მინისტრი და ევროსაბჭოს მაღალჩინოსანი „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტმა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებული სიტუაციის გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხელისუფლებას მოუწოდა, დემოკრატიულ, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. „არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ შეესაბამება ჩვენს […]

მაშველებმა მტკვარში ჩარჩენილი ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს

მაშველებმა ბორანიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს. ბორანი ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იყო ჩარჩენილი. ბორანზე ორი ადამიანი იმყოფებოდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარის სიღრმე დაბალია, რის გამოც ბორანი ვეღარ ახერხებდა მოძრაობას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე – ჩვენ ბიუჯეტში აშშ-დან გრანტები არ გვქონია – ერთადერთი ევროკავშირის გრანტები იყო და მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი – ბიუჯეტი აშშ-დან არც ერთ გრანტს არ იღებდა, იყო ერთადერთი ევროკავშირის გრანტები და მომავალი წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2025 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტის პირველად ვარიანტში გრანტების ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ ის […]

თამარ კორძაია – რაც უფრო მალე დატოვებენ ივანიშვილის ჩაძირვისთვის განწირულ გემს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, უფრო მალე შეძლებენ საკუთარი თავის გადარჩენას – სხვა შემთხვევაში, მასთან ერთად ჩაიძირებიან

რაც უფრო მალე დატოვებენ ბიძინა ივანიშვილის ჩაძირვისთვის განწირულ გემს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ალბათ, უფრო მალე შეძლებენ საკუთარი თავის გადარჩენას – წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან ერთად ჩაიძირებიან,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, არსებობს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუწყდათ. მისივე […]

გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე – საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში გამართული ,,ევროპის ტყეების’’ მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე, ნინო თანდილაშვილი გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე, დმიტრი მარიას პირისპირ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაერო-ს ევროპის ეკონომიკურ […]

ლევან იოსელიანმა ბაქოში, ომბუდსმენთა საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

2024 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში (აზერბაიჯანში) მიმდინარე ომბუდსმენთა საერთაშორისო ფორუმში, სადაც კლიმატური ცვლილების პირობებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან იოსელიანმა კლიმატის ცვლილებისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაციაზე […]