კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი 20 დღემდე ვადით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ფსიქოლოგიურ და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გაივლის. ექსპერტიზის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მოსამართლე ლელა ნანიტაშვილის მიერ შეთავაზებულ შუამდგომლობას ჯაიანის ადვოკატები დასთანხმდნენ. ადვოკატმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არც ჯაიანია ექსპერტიზის ჩატარების წინააღმდეგი. სხდომას ესწრებოდა ბრალდებულიც, თუმცა მას […]
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია, – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. „ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – აცნობეს რადიო თავისუფლებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან. ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ 2 ოქტომბერს […]
ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ბანკმა ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას – გიორგი კაკაურიძე

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ბანკმა ანგარიშის გახსნაზე უარი უთხრას – გიორგი კაკაურიძე „ის, თუ როგორ მოიქცევიან საქართველოს ბანკები, მათი პოლიტიკის ნაწილია“, – ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ მედიასთან განაცხადა. ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ჰკითხეს, “ფორმულას” მიერ, წყაროზე დაყრდნობით მოპოვებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ბანკებმა, ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა პრე-სასანქციო პერიოდის გამო შეუზღუდეს. კითხვაზე, იქნება […]
„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი

„საქართველო გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით მოწინავე პოზიციებზეა“, – გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბონში გამართული ,,ევროპის ტყეების’’ მინისტერიალის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა პირისპირ შეხვედრა გამართა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელი მდივნის მოადგილე დმიტრი მარიასინთან. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და […]
თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა

თბილისში „მაკდონალდს საქართველოს“ ორი ახალი რესტორანი გაიხსნა. ახალი რესტორნების ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში – 18, საქართველოს მასშტაბით კი 25 რესტორანია. ახალ პროექტებში კომპანიამ 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 110-მდე ადამიანი დაასაქმა. გოთუას ქუჩის N7-ში მდებარე “მაკდონალდსის” რესტორანი უახლესი ეკოსტანდარტებით აშენდა და შშმ პირებზე მორგებულ ინფრასტრუქტურასა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს. რესტორნის ტერიტორია 2300 კვ.მ […]
აშშ-ის ნავთობის მარაგები გაიზარდა

გასულ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის კომერციული მარაგი 3,89 მილიონი ბარელით გაიზარდა და 416,93 მილიონი ბარელი შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის ენერგეტიკის დეპარტამენტის ყოველკვირეულ ანგარიშში. ბენზინის მარაგი 1,12 მლნ ბარელით გაიზარდა და 221,2 მლნ ბარელი შეადგინა. კომერციული დისტილატების მარაგი 1,28 მლნ ბარელით შემცირდა 121,64 მლნ ბარელამდე. ექსპერტები ნავთობის მარაგის შემცირებას 1,43 მილიონი ბარელით, ბენზინის მარაგის 200 ათასი […]
ქართველმა მოჭიდავეებმა აფხაზ და ყირიმელ სპორტსმენებთან ერთად იასპარეზეს ვლადიკავკაზში

რუსეთში, ვლადიკავკაზში, ჭიდაობის „საერთაშორისო ტურნირზე“, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთიც ასპარეზობდნენ, ქართველი მოჭიდავეები გამოვიდნენ. საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ამბობენ, რომ ამ ტურნირზე ფედერაციისა და შესაბამისად, საქართველოს სახელით არავინ გაუშვიათ და ამოწმებენ და სწავლობენ ინფორმაციასა და დეტალებს მონაწილე სპორტსმენებზე. ფედერაციის თანახმად, ამ საკითხზე სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ვლადიკავკაზში 1-2 ოქტომბერს […]
გუტერეშის მიმართ ისრაელის ბრალდებები გაერომ პოლიტიკურ ნაბიჯად შეაფასა, გუტერეში დაიცვეს დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვებმა

გაერო პოლიტიკურ ნაბიჯებად აფასებს ისრაელის მიერ გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის “არასასურველ პირად” გამოცხადებას და ბრალდებებს მის მიმართ. გუტერეშის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა ნიუ-იორკში თქვა, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას გაერო პოლიტიკურ განცხადებად მიიჩნევს. ეს, მის თანახმად, ისრაელის მთავრობის მხრიდან გაეროს თანამშრომელზე კიდევ ერთი თავდასხმაა. გაეროს უშიშროების საბჭოს რამდენიმე წევრმა გუტერეში დაიცვა ისრაელის თავდასხმისგან. გაეროში, […]
აშშ-ს საელჩო – იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება – საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება

საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში წერს. საელჩოს განცხადებით, ქვეყანა იზოლაციის პირობებში ვერ ვითარდება. „იზოლაციაში ქვეყანა ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და […]
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს თეთრიწყაროს სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, თეთრიწყაროს რაიონის სოფლების: წინწყაროს, ქოსალარის, ხაიშისა და მარაბდის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და ამ პროცესში მათი ჩართულობის საჭიროებაზე. „განიხილა ხელისუფლების მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. გარდა ამისა, ადგილობრივებს ქვეყნის სტაბილური განვითარების, […]