რა გარანტიები მოითხოვა პრეზიდენტმა ევროკავშირისგან? – “ევროპამ ეს უნდა დაადასტუროს”

ბრიუსელში, შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დეტალებზე ევრონიუსთან ისაუბრა. ინტერვიუდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში გარანტიების მიღებას ცდილობდა – იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს მოიგებენ პროევროპული პარტიები, კოალიციური პარტიები კი შეასრულებენ ქართულ ქარტიაში გაწერილ შეთანხმებას, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს განაახლებდა. ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ პროევროპული ძალები და ,,ქართული ქარტიის” […]

“წელს ვინც მეკვლედ ყავდათ იმას ცოცხლად დაამარილებენ ბიძინა და ბიძინიჩები” – ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო დასანქცირებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და წერს: წელს ვინც მეკვლედ ყავდათ იმას ცოცხლად დაამარილებენ ბიძინა და ბიძინიჩები.

რამდენი პროცენტით გაიზარდა ხინკლის, ღვინის, ავტომობილის რეცხვის, განათლებისა თუ ჯანდაცვის ფასი?

2024 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 0.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 0.8 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემების თანახმად 2023 წლის სექტემბერთან შედარებით 2024 წლის სექტემბერში. სამომხმარებლო ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე. ნიორი 75%, კივი 52%, მანდარინი 38%, თვითმფრინავით მგზავრობა 36%, ლიმონი 35% ბავშვის ქურთუკი 29% კიტრი 27% მღებავის […]

“თურმე, ტიკტოკზე უნდა ნახო სახელისუფლო ტროლების ხმაური და მძვინვარება” – დავით ზურაბიშვილი

მე რომ მგონია ფბ-ზე ხელისუფლების პროპაგანდა მძლავრობს, თურმე ტიკტოკზე უნდა ნახო სახელისუფლო ტროლების ხმაური და მძვინვარება. თანაც ფეისბუქზე რომ ყურადღება მიიქციო, ცოტა გამართულად წერა მაინც უნდა შეგეძლოს და ყოველ მეორე-მესამე სიტყვად რამე გინებისდაგვარი არ გიტივტივდებოდეს თავში, ტიკტოკზე კი ამ მხრივ ისეთი გასაქანი აქვს ყველა ჯურის ერთუჯრედიან იდიოტს, რომ პირდაპირ სამოთხეა ტროლ-ბოტებისთვის.

ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ

ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ “რადიო თავისუფლებას” ინფორმაციით, ქართველმა მოჭიდავეებმა ვლადიკავკაზში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სპორტსმენებიც გამოდიოდნენ. ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, საქართველოდან ტურნირის მონაწილეთა შორის იყვნენ: რეზო მარსაგიშვილი, ნიკოლოზ ბეშიძე, საბა კობახიძე, დიმიტრი ჯიოევი, […]

სალომე ზურაბიშვილი ელისეს სასახლეში ემანუელ მაკრონს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა საფრანგეთში, ელისეს სასახლეში მიმდინარეობს. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპულ ტურნეს მართავს. ის ჯერ გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, შემდეგ პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა, გუშინ კი ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროკომისიის […]

აშშ-ს საელჩო – ბიძინა ივანიშვილისა ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია

“რადიო თავისუფლება“ აშშ-ს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციები არ დაუწესებია. “ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – მისწერეს “რადიო თავისუფლებას“ საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან. ტელეკომპანია “ფორმულამ“ 2 ოქტომბერს, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, […]

პეტრე ცისკარიშვილი – რა კომუნიკაციაც არ უნდა შედგეს მეუფე იაკობსა და ვაშინგტონს შორის, ივანიშვილი და მისი რეჟიმი აუცილებლად მოიტყუება – აშშ-ის მხრიდან გადაწყვეტილება მიღებულია, რომ რეჟიმთან თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება

რა კომუნიკაციაც არ უნდა შედგეს მეუფესა და ვაშინგტონს შორის, ივანიშვილი და მისი რეჟიმი აუცილებლად მოიტყუება, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჯიმ ო ბრაიანის და მეუფე იაკობის შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. ციკარიშვილის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან უკვე მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან, რომელიც შეერთებულ შტატებს მთლიანად „გლობალური ომის პარტიას“ უწოდებს, […]

ანა კობახიძე – გვაქვს ინფორმაცია, რომ მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები საკრებულოებისა და გამგეობის თანამშრომლებს პირადობებს სთხოვენ და მონაცემებს იწერენ – ასეთი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია

სახელის, გვარის, პირადობის ნომრის, დაბადების თარიღის და სხვა პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა, საფუძვლიან ეჭვს იწვევს, რომ აღნიშნული ინფორმაციის მომთხოვნი პირი, ამ ინფორმაციას არჩევნებზე მანიპულაციისთვის გამოიყენებს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიისო ოპოზიციონერმა წევრმა, ანა კობახიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ანა კობახიძის თქმით, მუნიციპალიტეტებში არაფორმალური ჯგუფები ამომრჩეველთა ნების ცვლილებას ცდილობენ და ცესკოს ცესკოს კონკრეტული დარღვევების აღმოფხვრისა და […]

„სტიგმა კლავს“ – გაეროს აივ/შიდსის პროგრამა საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის გაუქმებისკენ მოუწოდებს

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამა (UNAIDS) გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ღრმა შეშფოთება გამოიწვია ცოტა ხნის წინ საქართველოში მიღებულმა კანონმა, რომელიც მიმართულია ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ. UNAIDS-ი მიიჩნევს, რომ ის საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ადამიანის უფლებებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. UNAIDS-მა მხარდაჭერა გამოუცხადა ადამიანის […]