ისრაელის არმია აცხადებს, რომ მოკლა ღაზის სექტორის მთავრობის მეთაური

Reuters-ის სააგენტო 3 ოქტომბერს ავრცელებს ცნობას, რომელიც ისრაელის არმიის განცხადებას ეყრდნობა იმის შესახებ, რომ პალესტინელთა ტერიტორიაზე “გაანადგურეს” ღაზაში მთავრობის ხელმძღვანელი, რაუჰი მუშტაჰა. ღაზის სექტორს, რომელიც პალესტინელთა ავტონომიის ნაწილია, მართავს ჰამასი, აშშ-ი და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი ორგანიზაცია. ამავე ცნობით მოკლეს ასევე უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენლები, სამეჰა ალ-სირაჯა და სამი უდეხა. Reuters-ი იტყობინება, რომ ისრაელის არმიის […]

პროკურორი – მოსამართლის გადაწყვეტილებით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ჩაუტარდება ექსპერტიზა იმის დასადგენად, დანაშაულის ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ამის შესახებ პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებული მოთავსდება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა ის. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების […]

მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე – მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება“. მდინარაძე მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, რომ არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი. „ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, […]

გენადი არველაძე – საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა

საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა. ქვეყანამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ეკონომიკური თავისუფლების, ბაზრებზე წვდომისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველომ თითქმის 10%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა, ხოლო 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული, 2.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოდინება მოხდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი […]

პეტრე ცისკარიშვილი – არაა გასაკვირი, რომ სანქციები, პირველ ეტაპზე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებზე აისახა, ხოლო თუ ის შეეცდება არჩევნების გაყალბებას, სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გაღრმავდება

არაა გასაკვირი, რომ ეს სანქციები, პირველ ეტაპზე, საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებზე აისახა, ხოლო თუ ის შეეცდება არჩევნების გაყალბებას, სანქციების რეჟიმი კიდევ უფრო გაღრმავდება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ბიძინა ივანიშვილის შვილებს სავარაუდოდ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ. […]

იუსტიციის მინისტრმა სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის შედეგები შეაჯამა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევ ერთი წარმატებული პროექტის შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები კანონშემოქმედებით პროცესში ნორმატიული აქტების დასაბუთების სტანდარტის შესახებ. პროექტის ავტორებმა შეისწავლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა კანონპროექტების განმარტებითი ბარათის დასაბუთების ფორმების და მექანიზმების შესახებ და წარმოადგინეს კვლევა. „პროექტის მიზანია საქართველოში […]

“ბოლო 2 კვირაა გაუსაძლისია გაბის მდგომარეობა! გთხოვთ, გავერთიანდეთ!” – ირმა ხეცურიანი

კიდევ ერთხელ ვუთხრათ გაბის როგორ გვიყვარს მეგობრებო,კიდევ ერთხელ უნდა მოგმართოთ თხოვნით 14 წლის გაბის,რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრი ისევ სჭირდება ჩვენი გაერთიანება და დახმარება. გაბის პირველადი დიაგნოზის გარდა აქვს ძალიან მძიმე ქრონიკული დაავადებები.რამოდენიმე თვის წინ დაუდგინდა ართრიტის უმძიმესი ფორმა.დაუწყეს მკურნალობა და ძალიან მძიმედ გადასატანი მედიკამენტის მიღება. ეს მედიკამენტი შველის ართრიტს, მაგრამ სამწუხაროდ დაუზიანდა და გაურთულდა სხვა […]

ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე ლიფტია და ისიც არ ვიცით რამდენია გამოსაცვლელი ან საშიშად მიჩნეული – სანდრო შელია

„ისიც არ ვიცით რამდენი ლიფტია გამოსაცვლელი ან საშიშად მიჩნეული,“ – როგორც კომპანია “სი ეი ენთერნეიშენალის” გენერალურმა დირექტორმა სანდრო შელიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე ლიფტია, აქედან კი მხოლოდ 5 000-მდე ლიფტის მოდერნიზაცია განხორციელდა. „პოზიტიური მოვლენაა მოდერნიზაციის პროგრამა – თუ მოსახლეობამ მიმართა გამგეობას, გარკვეული მცირე თანხის გადახდის შედეგად ამ […]

ბორჯომის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია ქალაქის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის – ირაკლი ქარსელაძე

„ქალაქ ბორჯომის ისტორიული არეალის რეაბილიტაცია-რესტავრაციის პროექტი მოიცავს როგორც ხიდების აღდგენას, ისე შესაბამისი საინჟინრო ქსელების და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას. ამასთან, უკვე მიმდინარეობს ბორჯომის ცენტრალური პარკის განახლება-მოდერნიზება, რომლის შედეგადაც, ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისათვის პარკში დასვენება კიდევ უფრო საინტერესო გახდება. განახლებული ისტორიული პარკი ბორჯომის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის“ – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, […]

11 წიგნში მოქცეული 24 ემიგრანტული წელი და ტყის სახლში განცდილი უჩვეულო ამბავი

რთული ემიგრანტული ცხოვრების გამო, სამშობლოდან გადახვეწილი ქართველები ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ მათ შესახებ მკითხველს მოუთხრო. ისინი კი, ვინც სამუდამოდ დაბრუნდა უკან ჩვენს განსაკუთრებულ სიყვარულსა და ყურადღებას იმსახურებენ. მწერალმა ირმა ბეგლარიშვილმა ამერიკაში სიცოცხლის 24 წელი გაატარა. გზადაგზა, თავისი განცდილი და ნაგრძნობი, 11 წიგნად აქცია. ერთ მშვენიერ დღეს კი რეალურად დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმი და სიყვარული, რაზედაც სულ […]