“ბოლო 2 კვირაა გაუსაძლისია გაბის მდგომარეობა! გთხოვთ, გავერთიანდეთ!” – ირმა ხეცურიანი

კიდევ ერთხელ ვუთხრათ გაბის როგორ გვიყვარს
მეგობრებო,კიდევ ერთხელ უნდა მოგმართოთ თხოვნით 14 წლის გაბის,რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრი ისევ სჭირდება ჩვენი გაერთიანება და დახმარება. გაბის პირველადი დიაგნოზის გარდა აქვს ძალიან მძიმე ქრონიკული დაავადებები.რამოდენიმე თვის წინ დაუდგინდა ართრიტის უმძიმესი ფორმა.დაუწყეს მკურნალობა და ძალიან მძიმედ გადასატანი მედიკამენტის მიღება. ეს მედიკამენტი შველის ართრიტს, მაგრამ სამწუხაროდ დაუზიანდა და გაურთულდა სხვა ორგანოები. საქართველოში ვერ ხდება ამის მართვა და ბავშვი სასწრაფოდ გადასაყვანია თურქეთის კლინიკაში. ბოლო 2 კვირაა გაუსაძლისია გაბის მდგომარეობა! უჭირს სუნთქვა,ვერ იძინებს და აქვს გაუსაძლისი ტკივილები. ოჯახმა დიდი ხანია ამოწურა ყველა რესურსი. გთხოვთ, გავერთიანდეთ და ვისაც გაქვთ შესაძლებლობა დავეხმაროთ ამ უსაყვარლეს ბიჭს,რომ შეძლოს სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელება საქართველოს ბანკი მიმღები: თამარ იარაჯული #GE33BG0000000101172380 თიბისი ბანკი მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე #GE62TB7477945066300001

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ