ირაკლი ქარქაშაძე – საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ალმათიში გამართულ საავიაციო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს აეროპორტებში საავიაციო უშიშროების მიმართულებით ბოლო წლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების აუდიტმა საუკეთესოდ შეაფასა. ,, ICAO-ს აუდიტმა აღიარა, რომ საქართველომ წარმატებით ჩააბარა […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვა დღის სხვადასხვა მონაკვეთში თბილისისა და მცხეთის რაიონის სოფლებს შეეხება. “ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ოქტომბერს, 10:00-იდან 10:10 საათამდე და 17:50-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ციხისძირი, ნიჩბისი, ხიდისყური, […]
ლევან სამუშია – დიდი მუხტია ჩხოროწყუში და სამეგრელოში – 26 ოქტომბერს “რუსული ოცნების” საარჩევნო ურნებთან დამარცხებას და ხელისუფლებიდან გასტუმრებას ველოდებით

როდესაც ჩხოროწყუში წვიმა მოდის, მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინებები, რომ თურმე წვიმის გამო წყლის მიწოდება შეუწყდებათ სათავო ნაგებობიდან , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ ჩხოროწყუში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა. სამუშიამ ადგილობრივების პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩხოროწყუში უმუშევრობის პრობლემა ათასობით ადამიანს აწუხებს, სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი 5 000-ს აღემატება. „ვიმყოფებით ჩხოროწყუში. ჩვენს უკან […]
კითხვები უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების ხმის უფლებასთან დაკავშირებით – “ჩემი ხმა” უწყებებისგან პასუხს ელის

სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა” სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვს განმარტებებს, რატომ ვერ ახერხებს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ ორგანოებს – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დევნილთა სამინისტროს გაატარონ შესაბამისი ზომები ყველა ამომრჩევლის ხმის უფლების უზრუნველსაყოფად. “საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა […]
ქართული მხარე აყენებს საკითხს, რომ ჯერ გაიყვანეთ საოკუპაციო ძალები და შემდეგ ჩვენ აფხაზებთან, ოსებთან რა ხელშეკრულებას დავდებთ, ამას მოლაპარაკება გვიჩვენებს – პროცესი არის დაძრული, მაგრამ საით განვითარდება ჩვენზეც არის დამოკიდებული

ქართული მხარე აყენებს საკითხს, რომ ჯერ გაიყვანეთ საოკუპაციო ძალები და შემდეგ ჩვენ აფხაზებთან, ოსებთან რა ხელშეკრულებას დავდებთ, ამას მოლაპარაკება გვიჩვენებს – პროცესი არის დაძრული, მაგრამ საით განვითარდება ჩვენზეც არის დამოკიდებული ლავროვის განცხადებაში არის ერთი პატარა დეტალი, რომელმაც შეიძლება ეს დოკუმენტი მოაქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რუსეთს არაერთხელ განუცხადებია არაერთ დონეზე, მათ შორის, პუტინმა 2015 წელს […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7335 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0175 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0251 ლარს შეადგენდა. […]
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

3 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7335 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.76 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.175251 ლარი გახდა. 4.35 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5861 ლარი გახდა. ლარის […]
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი – 4-7 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს […]
“ვოვჩანსკი რუსების თავისტკივილად იქცა” – რა გავლენას იქონიებს რუსეთზე ისრაელ–ირანის სამხედრო კონფლიქტი

რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 02.10.2024]: – დონეცკის ოლქში, რუსები მნიშვნელოვან ქალაქ ვუჰლედარში შევიდნენ და მთელი დასახლება დაიკავეს. მხოლოდ უკიდურესი ჩრდილოეთის მონაკვეთში გრძელდება შეტაკებები, რომლის მიზანიც არა პოზიციების შენარჩუნება, არამედ უსაფრთხო უკანდახევაა. ვუჰლედარსა და მის მომიჯნავე დასახლებებს რუსები 2022 წლის ოქტომბრიდან უტევდნენ. ვუჰლედარი უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი იყო, სადაც რუსებმა 2023 წელს ცოცხალი ძალისა და […]
ლევან დავითაშვილი – საუდის არაბეთისთვის ძალიან შთამბეჭდავია საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და აქვთ დიდი ინტერესი, განახორციელონ ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში

საუდის არაბეთიდან ძალიან დიდი დაინტერესებაა საქართველოში სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიმართულებით, მათთვის ძალიან შთამბეჭდავია ის ეკონომიკური პროგრესი, სტაბილური ვითარება და პროგნოზირებადობა, რომლებიც ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას გააჩნია, შესაბამისად, ვისაუბრეთ კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც შეეხება ინვესტირებას სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ სფეროში, ასევე უძრავი ქონების, სტუმარ-მასპინძლობის, ნავთობისა და გაზის აღმოჩენების, ენერგეტიკის მიმართულებით, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საუდის არაბეთის ბიზნეს დელეგაციის წარმომადგენლებთან […]