რა ეღირება ლარი 4 ოქტომბერს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7335 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7327 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0175 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0251 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]
61%–ით შემცირებული გრანტები და უცხოური დაფინანსება – რას აცხადებს პასუხად ხელისუფლება

საქართველო უცხოურ დახმარებას კარგავს, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ჟურნალისტებს უმტკიცებს, რომ მხოლოდ ერთ წელში 61 %-ით შემცირებული გრანტები და დაფინანსება, რომელიც ევროკავშირიდან საქართველოს უნდა მიეღო, საგანგაშო მონაცემი არ არის და რეალობა მალე შეიცვლება. ამასთან, კაკაურიძე იმასაც ამბობს, რომ ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში გრანტების მოცულობა აუცილებლად იქნება გაზრდილი. “გრანტების ის მოცულობაა მხოლოდ წარმოდგენილი, რა მოცულობაზეც […]
პრემიერი – ტურიზმის მიმართულებით არაჩვეულებრივი ტენდენციები გვაქვს, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე – მთავრობის მხრიდან ტურიზმის სფეროში პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება

ტურიზმის მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი ტენდენციები, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაბა სიონში ახალი სასტუმროს და დასასვენებელი კომპლექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 800-მდე სასტუმრო ფუნქციონირებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით 2012 წლისთვის, დღეის მონაცემებით კი, ტურიზმის სექტორს 1600-მდე სასტუმრო შეემატა. მისივე […]
ზაზა ვაშაყმაძემ საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში საიენტოლოგიური ეკლესიის წარმომადგენლებს, კორნეი გონჩალოვს, ალიონა ვერუხინასა და ნუგზარ ბარდაველიძეს შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საიენტოლოგიურმა ეკლესიამ, სახელმწიფოსთან და რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „ჩვენ პოლიტიკის მიღმა ვართ, ჩვენთვის მთავარია სულიერი თავისუფლება და საკუთარი თავის გაუმჯობესება, ჩვენ პატივს ვცემთ ტრადიციებს. […]
ჯაბა სამუშიამ 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად, მონაწილეობენ მკვლევრები პოლონეთიდან, ფინეთიდან, ინგლისიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციაზე თსუ-ს რექტორმა მიმოიხილა კავკასიასა და აღმოსავლეთ-ცენტრალურ ევროპაში 100 წლის წინ განვითარებული მოვლენები და წაიკითხა მოხსენება – „ქართული […]
სუვერენიტეტის შესახებ კანონის გამო ევროკომისია უნგრეთს ევროსასამართლოში უჩივის

ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, ევროკომისია, უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს ლუქსემბურგის ევროპულ სასამართლოში და აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ ახლახან მიღებული კანონი არღვევს ევროკავშირის კანონმდებლობას. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა. კანონი ნაციონალური სუვერენიტეტის დაცვის შესახებ გასული წლის დეკემბერში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მმართველი პარტია “ფიდესის” ინიციატივით მიიღეს. სხვა საკითხებთან ერთად, […]
ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly ინდიანაში $4,5 მილიარდიან საწარმოს ააშენებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly ინდიანას შტატში ქარხნის მშენებლობაში 4,5 მილიარდ დოლარს ჩადებს, იტყობინება კომპანიის პრესსამსახური. ქარხნის გახსნა, რომელშიც 400-მდე ადამიანი დასაქმდება, 2027 წლის ბოლოსაა დაგეგმილი. „ეს უნიკალური საწარმო Lilly–ს შესაძლებლობას მისცემს გამოიკვლიოს მედიკამენტების წარმოების ახალი გზები და გააფართოოს მედიკამენტების წარმოება კლინიკური კვლევებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. ახალი პროექტის გათვალისწინებით, კომპანიის ჯამური ინვესტიცია შეერთებულ შტატებში 2020 […]
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში, სადაც ნეტო-აღრიცხვის რეგულირებაზე პრეზენტაცია წარადგინა. ფორუმში, რომელიც ქ. თბილისში, 3-4 ოქტომბერს იმართება მონაწილეობენ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სახელწოდებით – „განახლებადი ენერგიის განვითარება და ბაზრის დინამიკა“ სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ენერგეტიკის […]
“იარაღი იყიდა, მოკლა, გაიქცა, მტკიცებელებები გადამალა – სად არის აქ აფეტი ან შეურაცხადობა?” – კესარიას მეგობრები და ახლობლები

კესარია აბრამიძის ოჯახის მეგობრებსა და ახლობლებს ბექა ჯაიანის შეურაცხადობისა და აფექტის არ სჯერათ და აცხადებენ, რომ ოჯახის პოზიციაც ასეთივეა. არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ამ საბედისწერო შემთხვევამდე არაერთხელ ყოფილა კონფლიქტი მათ შორის, რისი მიზეზიც იყო კესარიას ორიენტაციაზე მითითება ბრალდებულის მხირდან. ფაქტია ერთი, რომ პირმა განიზრახა დანაშაულის ჩადენა, მკვლელობა, შეიძინა დანაშაულის იარაღი, ავიდა, სისრულეში მოიყვანა მისი […]
სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დასახლებაში მცხოვრებ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ 207 ოჯახს აქციის მონაწილეებმა ჰუმანიტარული დახმარება, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტესგან“ – 18 ფუთა ტანსაცმელი და საერთაშორისო ორგანიზაცია „დახმარების საერთაშორისო ცენტრისგან” – […]