ნათია მეზვრიშვილი – ჩვენი პარტიის წევრზე განხორციელდა ზეწოლა და სკოლიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ გიორგი გახარიასთან ერთად წინასაარჩევნო კამპანიაში ნახეს ჩართული – ვაპირებთ გამოძიებას მივმართოთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მათი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიმართ დღეს „ზეწოლა იმ მიზნით განხორციელდა, რომ მან რიგითი მასწავლებლის პოზიცია დატოვოს“. მისი თქმით, ეს ამის მიზეზი ისაა, რომ მასწავლებელი გიორგი გახარიასთან ერთად, „წინასაარჩევნო კამპანიაში ნახეს ჩართული“. ამის შესახებ მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან საუბრისას აღნიშნა, ისინი სამართალდამცავ უწყებებს აღნიშნულ […]

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ბოლნისში აგრძელებს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ბოლნისის რაიონის სოფლების: ხატისოფლის, ვანათისა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრისას დელეგატმა შეაჯამა სოფლებში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. „მე და ჩემი ბოლნისელები ვთანხმდებით, რომ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მშვიდობის დაცვა, რათა ყველა დაწყებული […]

„ქართული ოცნების“ საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი – არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კვლავ იგივე ღირებულებებით გავაგრძელებთ ქვეყნის აღმშენებლობას და განვითარებას

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, ფანჯიკიძის ქუჩა N6-8-ში და მიცკევიჩის ქუჩა N23-25-ში მცხოვრებლებს შეხვდა. პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების“ ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე. დელეგატის თქმით, მიცკევიჩის N23-25-ში 20 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა და დასასვენებელი სივრცე მოეწყო. „განვიხილეთ ჩვენი […]

PACE – დაახლოებით 66 ათასი უკრაინელი ითვლება ტყვედ ან უკვალოდ დაკარგულად

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ(PACE) უკრაინის სიტუაციის შესახებ რეზოლუციაში აღნიშნა, რომ 2024 წლის 18 სექტემბრის მონაცემებით, 65 956 უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი ითვლება დაკარგულად ან ტყვედ ჩავარდნილად. ამავდროულად, PACE აღნიშნავს, რომ გადამოწმებული მონაცემების საფუძველზე, თითქმის 51 ათასი მათგანი ითვლება დაკარგულად. “სინამდვილეში, მათი რიცხვი გაცილებით მაღალია”. PACE აღნიშნავს, რომ რუსეთის ტყვეობიდან ადრე გათავისუფლებულთა შორის მესამედი კვლავ […]

უკრაინამ რუმინეთისგან Patriot-ის სისტემა მიიღო

უკრაინაში საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი ჩავიდა, რომელიც ქვეყანას რუმინეთმა გადასცა, – ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, კონსტანტინე სპინუმ „რადიო თავისუფლების“ უკრაინულენოვან სამსახურს განუცხადა. „ვადასტურებთ, რომ Patriot-ის სისტემა უკრაინაშია ჩასული,” – განაცხადა რუმინეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე მადლობა გადაუხადა ყველა ქვეყანას, რომლებიც უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფას უწყობენ […]

თინა ბოკუჩავა – შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მის მოადგილეს, ასევე ამერიკის დელეგაციას და ყველა ხედავს, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და უარის უთხრას საერთაშორისო იზოლაციას

შევხვდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, რომელიც ეუთოს სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს, ისევე როგორც მის მოადგილეს, ასევე ამერიკის დელეგაციას და ყველა ხედავს, რომ 26 ოქტომბერი არის შანსი საქართველომ დაიბრუნოს ევროპული პერსპექტივა და უარის უთხრას საერთაშორისო იზოლაციას, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიზიტით ირლანდიაში, დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო […]

ლიბანის წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი სამხედრო დაიღუპა და ოთხი პარამედიკოსი დაშავდა

ლიბანის წითელი ჯვრის საზოგადოების განცხადებით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი სამხედრო დაიღუპა და ოთხი პარამედიკოსი დაშავდა. ლიბანის წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, დარტყმის მომენტში პარამედიკოსები და ლიბანის არმიის ჯარისკაცი ქვეყნის სამხრეთში დაშავებულების ევაკუაციას ახორციელებდნენ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ კოლონას კოორდინაციას გაერო-ს სამშვიდობო ძალები უწევდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებში აღნიშნეს, რომ ინციდენტს იძიებენ.

OpenAI-მ $6.6 მლრდ-ის ინვესტიცია მოიზიდა – ვინ არიან ინვესტორები?

გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მ ბოლო რაუნდში $6.6 მილიარდის ინვესტიცია მოიზიდა, რასაც კომპანიის საბაზრო ღირებულების $157 მილიარდამდე გაზრდა შეუძლია – ამ შემთხვევაში OpenAI მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კერძო კომპანიის სტატუსს მიიღებს. დაფინანსების ბოლო რაუნდმა ვენჩურული კაპიტალის ინვესტორები, Thrive Capital და Khosla Ventures მოიზიდა, ისევე როგორც OpenAI-ის მთავარი ინვესტორი – Microsoft. აღსანიშნავია, რომ დამფინანსებელთა […]

ლისაბონში მეხანძრეების საპროტესტო აქცია გაიმართა

პორტუგალიელმა მეხანძრეებმა ოთხშაბათს ლისაბონში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მაშველები ხელფასების გაზრდას და მათი კარიერის სამართლებრივ რეგულირებას ითხოვენ. საპროტესტო აქცია მეხანძრე-მაშველთა ეროვნული კავშირის ორგანიზებით გაიმართა, რომელიც აკრიტიკებს სხვადასხვა ხელისუფლების მხრიდან ქმედებების ნაკლებობას. მეორე ნახევარში, აქციის მონაწილეებმა ღობე დაანგრიეს რის შემდეგაც ისინი პოლიციამ გააჩერა. მეხანძრეთა ეროვნული კავშირის სპიკერმა რიკარდო კუნიამ განმარტა, რომ დაძაბულობის მომენტები სპონტანური […]

ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, პროკურატურამ 15 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების, თანხის გამოძალვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, ბრალდებულები ტურისტებს მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ […]