Wizz Air-ის მომხმარებლებს ფრენების გაუქმებაზე შეტყობინება მისდით, კომპანიაში საკითხს არკვევენ

ავიაკომპანია Wizz Air-ის მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მიმდინარე თვეში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი ფრენები გადაედოთ. როგორც თვითონ ამბობენ, ამის შესახებ შეტყობინებებს კომპანიისგან იღებენ იმეილით ან აპლიკაციის მეშვეობით. მომხმარებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს იყოს ტექნიკური ხარვეზი. ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” Wizz Air-ს დაუკავშირდა. ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ არკვევენ მიზეზს და ინფორმაციას დადასტურებისთანავე გაავრცელებენ.

PACE-ს 24 წევრი: როგორც ჩანს, „ოცნება“ არჩევნების მოსაპარად ემზადება

„საქართველოდან საგანგაშო ცნობები მოდის, რომელიც, როგორც ჩანს, მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება, მოიპაროს მომავალი საპარლამენტო არჩევნები“, — ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) 24 წევრის წერილობით დეკლარაციაში. ამ ცნობებს შორისაა დაშინების მასობრივი კამპანიები ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ; დეზინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა „ხელისუფლება გაიგებს, ვის მისცენ ხმა“; ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიმართ. „საბოლოოდ, […]

“მოვუწოდებ კობახიძეს, მოუწოდოს კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ–ის საელჩოს ეს სტატუსი” – მოწოდების მოწოდება მდინარაძისგან

პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია: „იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.” „ეს აშშ-ის საელჩოს ახალი განცხადებაა. მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!” – წერს მამუკა მდინარაძე […]

უცხო ენის მასწავლებლებს ხელოვნური ინტელექტი ანაცვლებს

ენის შემსწავლელმა პოპულარულმა აპმა ,,Duolingo’’-მ დასაქმებულთა 10% ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლა. გასული წლის ბოლოს Duolingo-მ გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა კონტრაქტები იმ თანამშრომლებთან, რომლებიც თარგმანზე მუშაობდნენ და წერის გაკვეთილებს ატარებდნენ. მათი დავალებები ხელოვნურ ინტელექტს გადაეცა. კომპანიაში სჯერათ, რომ AI-ს ადამიანებზე უკეთ შეუძლია ასწავლოს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელოვნური ინტელექტი სწავლის ახალ შესაძლებლობებს გახსნის, რითაც მაღალი ხარისხის განათლება […]

საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა – გენადი არველაძე

„საქართველო წარმატებული რეფორმებისა და სწრაფი განვითარების სიმბოლოდ იქცა. ქვეყანამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ეკონომიკური თავისუფლების, ბაზრებზე წვდომისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველომ თითქმის 10%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა, ხოლო 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული, 2.2 მილიარდი აშშ დოლარის შემოდინება მოხდა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ […]

PACE-ის დეკლარაცია – საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის

საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციაში – “არჩევნები საქართველოში – საგანგაშო მოვლენები”. დეკლარაციას 24 დეპუტატი აწერს ხელს. დეკლარაციის თანახმად, არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარების მისაღწევად საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიულად ქმედებები და შეცვალონ კურსი. “საგანგაშო ცნობები მოდის […]

WIZZ AIR-ის მგზავრებს რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ოქტომბრის ფრენები აღარ უჩანთ

WIZZ AIR-ის მგზავრებს, რომლებმაც შვიდი ქალაქის მიმართულებით ოქტომბრის თვის ბილეთები იყიდეს, ფრენები აღარ უჩანთ. როგორც ისინი ფეისბუკჯგუფში წერენ, ფრენა გაუუქმდათ, თუმცა მიზეზი არ იციან. · „ფრენა გამიუქმდა, გადაცვლა ვცადე და არ გადამიცვალა, Refund მოვითხოვე და „ვიზეარ“ კრედიტი დამიბრუნა მხოლოდ, ვერ ვხდები რა ხდება ამ დროს ვინმემ იცით?!“ · „მე და ჩემი დაქალი თავს ვიწყნარებთ, რომ […]

პროკურატურა ითხოვს გაირკვეს, იყო თუ არა შერაცხადი კესარიას მკვლელობაში ბრალდებული

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამ მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ჯაიანი გარკვეულ დროს გაატარებს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს სტაციონარში. “გამომძიებლის მიერ დანიშნულ იქნა სასამართლოს სტაციონარული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, დასადგენად იმისა, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს რამდენად შერაცხად მდგომაროებაში იმყოფებოდა და იმყოფებოდა თუ არა ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში ბრალდებული. აქედან გამომდინარე, […]

არაადამიანური მოპყრობა და წამება – HRC–ის ანგარიში და რეკომენდაციები შსს–ს

“ადამიანის უფლებათა ცენტრი” მიმდინარე წლის აპრილი-მაისის თვეებში გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა დარბევისა და მათზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ მონიტორინგის მოკლე ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგის გუნდის შეფასებით, სამართალდამცველების მიერ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოყენებული არაპროპორციული ძალის შემთხვევებიდან მრავალი არაადამიანურ მოპყრობას წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი კი წამებას უტოლდება. აღსანიშნავია, რომ სხვა საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული შეკრებების […]

ქუთაისის აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია Wizz Air-ის დაგეგმილი ფრენები ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით გაუქმდა. “მოგზაურთა კლუბში” მგზავრები სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებს ასახელებენ, სადაც ფრენა ჰქონდათ ჩანიშნული, თუმცა მათ უჩვენებს, რომ აღნიშნული ფრენა გაუქმებულია. მგზავრებმა შეტყობინებები მეილზეც მიიღეს. “Wizz Air-ზე ქუთაისი-ბრიუსელის ბილეთები რატომ გაქრა, იცის ვინმე?” – წერს ერთ-ერთი მგზავრი. “7-ში კოპენჰაგენის ფრენა მეც გამიუქმდა, ფრენის თანხას […]