შს მინისტრის ბრძანებით, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ტერიტორიული ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე იქნებიან პასუხისმგებელნი

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე. ამასთან, განმარტავენ, რომ არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში […]
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო – გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა

ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით, ბეირუთში ისრაელის იერიშებს მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ისრაელის იერიშებს სულ მცირე 37 ადამიანი ემსხვერპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. ლიბანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყნის სამხრეთით ისრაელის საზღვართან ახლოს ორმხრივ იერიშებს 2 ჯარისკაცი ემსხვერპლა. პარალელურად კი, ისრაელი ლიბანის სამხრეთში მდებარე 20-ზე […]
ვის რამდენით გაეზრდება პენსია 2025 წელს?

2025 წლიდან საქართველოში 70 წელს ზემოთ მოსახლეობის პენსიები მინიმუმ 450 ლარამდე უნდა გაიზარდოს, ამას პენსიის ინდექსაციის წესი ითვალისწინებს. 2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში: ⏺ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის […]
ავიაკომპანია KLM ხარჯებს შეამცირებს და ინვესტიციების ნაწილზე უარს იტყვის

ნიდერლანდურმა ავიაკომპანია KLM – მა განაცხადა, რომ შეამცირებს ხარჯებს, უარს იტყვის ზოგიერთ ინვესტიციაზე და განიხილავს აქტივების გაყიდვის შესაძლებლობას რათა სტრუქტურულად გააუმჯობესოს საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლები. ბიზნესის ოპტიმიზაცია მოკლევადიან პერიოდში 450 მილიონი ევროთი გააუმჯობესებს საოპერაციო შედეგებს, – მიიჩნევენ კომპანიაში. KLM ასევე ელოდება 2026-2028 წლებში 8%-ზე მეტი მოგების მიღწევას. პროდუქტიულობის გაზრდისა და ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივების ღონისძიებები აუცილებელია, […]
საელჩო: მაკრონმა სინანული გამოთქვა კანონების გამო, რომლებიც ევროპული ტრაექტორიიდან გაშორებთ

საფრანგეთის საელჩო, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მაკრონმა იმ ნეგატიურ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა – მათ შორის მან ქართული ოცნების მიერ მიღებულ კანონებზეც [რუსული კანონი და ჰომოფობიური კანონი] ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით სინანული გამოხატა. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველი ხალხის […]
“კვარა”, “მამარდა” და ბუდუ დღეს ითამაშებენ – ბოლო უქმეები უკრაინამდე – ამ მატჩებს გამოვარჩევთ…

მორიგ სანაკრებო მატჩებამდე ბოლო უქმეებია. თითოეულ ქართველ ლეგიონერს წარმატებულ თამაშსა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ!.. შეკრებამდე ძალების აღსადგენად სხვებზე დიდი დრო ექნებათ ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს, რომლებიც დღეს, 4 ოქტომბერს, ითამაშებენ. ანტონიო კონტეს გუნდი სესკ ფაბრეგასის საინტერესო კრებულს უმასპინძლებს. სერია “ა”-ს ლიდერი მეათეადგილოსანს 20:30 საათზე შეხვდება. ხვიჩა კვარაცხელია კარგ ფორმაშია და ეს უკვე ბევრს […]
ცხინვალში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მისი თქმით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში დე ფაქტო რესპუბლიკის აბრის ჩამოგდებას ცდილობდნენ. “მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი ვადით […]
ბეირუთზე ისრაელის მორიგი შეტევის სამიზნე სავარაუდოდ, ჰეზბოლას ახალი ლიდერი იყო

ძლიერი აფეთქებები იყო ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, საერთაშორისო აეროპორტის რაიონში. 4 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ, ისრაელის არმიამ მორიგი იერიში მიიტანა რადიკალური შიიტური ორგანიზაციის, ჰეზბოლას ობიექტებზე. სააგენტო AFP ჰეზბოლასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე სულ მცირე 11 დარტყმა იყო. ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია CNN-ს უთხრა, რომ ავიადარტყმების სამიზნე იყო ჰაშემ საფი ად-დინი, რომელიც არაბული […]
Wizz Air-ის ვებსაიტზე გამქრალი ბილეთები გამოჩნდა

ავიაკომპანია „ვიზეარის“ ვებსაიტის ტექნიკური ხარვეზი აღმოიფხვრა. შესაბამისად, ქუთაისიდან შვიდი ქალაქის მიმართულებით ფრენები გამოჩნდა ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში. როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა, ხარვეზი მეტწილად შეეხო საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან დაგეგმილ ფრენებს, ჯამში 31 ათას ფრენას. მონაცემების განახლებისა და ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის შესახებ მგზავრები ინფორმაციას ეტაპობრივად მიიღებენ. გუშინ, 3 ოქტომბერს, მგზავრებს, რომლებმაც […]
ველოდებით 26 ოქტომბერს, მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს “ქართულ ოცნებას” – ნუცა ბუზალაძე

მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც თბილისში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბის გახსნას დაესწრო. “ძალიან მიხარია, რომ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნა. 26 ოქტომბრამდე ჩვენ აქტიურად ვიქნებით ზუსტად ამ კლუბში. ძალიან კარგი გახსნა იყო და ყველანი დიდი შემართებით ვართ, ველოდებით 26 ოქტომბერს. მომღერლებს როგორც შეგვიძლია, ყველანაირად ვუჭერთ მხარს „ქართულ ოცნებას““, […]