4-7 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდია […]

სახელმწიფო საწარმოების სუბსიდია ბიუჯეტს წელს უკვე 57 მლნ ლარამდე დაუჯდა – ყველაზე მეტით ზარალიანი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ დაფინანსდა

2022 წელს სახელმწიფომ საკუთარ მფლობელობაში არსებული საწარმოების სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 97.4 მლნ ლარამდე დაიხარჯა. მიმდინარე წლის 8 თვეში ამ მიზნით უკვე 57 მლნ ლარია დახარჯული. ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კომპანიები შპს საქართველოს მელიორაცია, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, შპს ბლექ სი არენა ჯორჯია, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დამოკიდებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან […]

გაერო-ს უშიშროების საბჭო ანტონიო გუტერეშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს მას შემდეგ, რაც ისრაელმა ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. „ნებისმიერი გადაწყვეტილება გაერო-ს გენერალურ მდივანთან ან თავად ორგანიზაციასთან ურთიერთობაზე უარის თქმის შესახებ კონტრპროდუქტიულია, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობის კონტექსტში“, – აღნიშნულია უშიშროების საბჭოს 15 წევრის განცხადებაში, რომელსაც მედია ავრცელებს. დოკუმენტი ასევე ხაზს უსვამს, რომ ყველა […]

“ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ, ფეხბურთელებს წარმატების მიღწევის სჯერათ”- ტენ ჰაგი

ევროპალიგის მეორე რაუნდში “პორტუსა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” (3:3) მატჩის შემდეგ “მანკუნიანელების” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ნიდერლანდელი სპეციალისტის თქმით, გულშემატკივრებისგან კრიტიკა მისაღებია, თუმცა უკეთესი იქნება, თუ “იუნაიტედზე” სეზონის ბოლოს ისაუბრებენ. “წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ, ჩემს ფეხბურთელებს ამის სჯერათ. გთხოვთ, ჩვენზე სეზონის ბოლოს ისაუბრეთ. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ორი ფინალი ვითამაშეთ და ბრძოლას გავაგრძელებთ. შეგიძლიათ […]

სიახლე მგზავრებისთვის – რა ინფორმაციას ავრცელებს დედაქალაქის მერია

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მგზავრებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აქვეყნებს: „დედაქალაქში უკვე შემოსულია MAN-ის მარკის 100 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ამ ეტაპზე, ექსპლუატაციაშია 75 ერთეული, დანარჩენი 25 ავტობუსი კი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება. დედაქალაქის მოსახლეობას 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ხუთ მარშრუტზე: N302, N308, N309, N310 და N314 ემსახურება. მუნიციპალიტეტის მიერ დამატებით შესყიდულია 100 ერთეული ავტობუსი. საერთო ჯამში, თბილისში […]

ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე სულ 286 კანდიდატია წარდგენილი. ფავორიტებს შორის არიან გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტო (UNRWA), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში.

+30 გრადუსი – დღეიდან საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს

4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლის, საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც, ჰაერის ტემპერატურა კი დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, […]

დღეს შუქი გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 4 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, ზემო ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ჟორდანიას, ნიქაბაძის, თელეთის, ბერუაშვილის, ღოღობერიძის, ლომინაძის, კაპანაძეების, გეგეჭკორის, კოსტავას და დავითაიას ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 […]

საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. სოფელ პატარა მეჯვრისხევის მცხოვრებლების სერგო მერაბაშვილსა და იასონ გენგიურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ედავება. მერაბაშვილი და გენგიური 16 სექტებერს დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმის მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა “სამხრეთ ოსეთის საზღვარი” გადაკვეთეს და სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნის დემონტაჟი […]

პენტაგონი უკრაინის თავზე ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების შესაძლებლობაზე – ეს ომში ჩვენი სხვაგვარად ჩართვა იქნება

ჩვენ ვსაუბრობთ ორ ძალიან განსხვავებულ ლანდშაფტსა და ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა. საბრინა სინგს დაუსვეს შეკითხვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც ნატო-ს მოკავშირეებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინას ირანული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში, როგორც ამას აკეთებენ ისრაელთან. მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა თავიდანვე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ბრძანა უკრაინისთვის მიეწოდებინათ […]