გთხოვთ, წადით არჩევნებზე. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია – პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მოქალაქეებს 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მნიშვნელოვანია მოქმედება, რადგან ეს არჩევნები ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი იქნება. „კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ქართველს ხმის მიცემისკენ. მომავალი არჩევნები იქნება აბსოლუტურად არსებითი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის. ქართველ ამომრჩევლების გადასაწყვეტია, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. გთხოვთ, წადით არჩევნებზე. თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია. გულწრფელად ვიმედოვნებ, […]

ვისაც გვქონდა პრეტენზია, რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა, აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე

ვისაც გვქონდა პრეტენზია, რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა, აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა უკვე საჯაროდ ამ შეკითხვაზე ვისაც გვქონდა პრეტენზია, თუ რატომ არ აგეს პასუხი მკვლელებმა, მანიაკებმა, დამნაშავეებმა და ბოროტმა ხალხმა, რატომ არიან დღემდე დამნაშავეები არათუ პასუხისგებაში, არამედ პოლიტიკაში, მედიაში, ბიზნესში და ა.შ. აგერ, ამერიკის საელჩომ კიდევ ერთხელ გვიპასუხა […]

ნაცმოძრაობის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაშიფრა ის სქემა, რისთვისაც ემზადებიან უცხოელები და აქაური ოპოზიციის წარმომადგენლები

პარლამენტის წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციის და უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს ეხმიანება. ყველა ოპოზიციონერის განცხადება არის 27 ოქტომბრის გეგმა, – განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიცია და უცხო ძალები ერთად მოქმედებენ. გურამ მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის გარდა, გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია, როდესაც გერმანიაში სიტყვით გამოსვლისას კოალიციურ მთავრობასა და არჩევნების […]

ბიზნესმენი გიორგი ნათენაძე ხაზარაძე/ჯაფარიძეს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

„ნათენაძის ღვინის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე სოციალურ ქსელში ტერასების მდგომარეობის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს და წერს, რომ 2021 წლიდან ის ოფიციალურად უმიზეზოდ გადააყენეს დირექტორობიდან პარტნიორებმა და შედეგიც სახეზეა. მანვე აღნიშნა, რომ ტერასების დღევანდელი მდგომარეობა მას აღარ ეხება, არამედ იმ ხალხს, ვინც აპირებს მთავრობაში მოსვლას და კეთილი სურვილების ასრულებას ისე, როგორც ამ […]

მეგობარი მყავს, მონტენეგროს მოქალაქე, ვკითხე – კოსოვარი ალბანელი რომ კვდებოდეს, ჩავა თუ არა ბელგრადში სამკურნალოდ. არაო – თავს მოიკლავს, მაგრამ არ ჩავაო – თქვენ უსერიოზულესი წინგადადგმული ნაბიჯი გაქვთო შერიგებისკენ

მეგობარი მყავს, მონტენეგროს მოქალაქე, ვკითხე – კოსოვარი ალბანელი რომ კვდებოდეს, ჩავა თუ არა ბელგრადში სამკურნალოდ. არაო – თავს მოიკლავს, მაგრამ არ ჩავაო – თქვენ უსერიოზულესი წინგადადგმული ნაბიჯი გაქვთო შერიგებისკენ პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ქართველების, ოსებისა და აფხაზების ურთიერთპატიების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმიანება. “ერთმანეთის დაბრუნების გარეშე ტერიტორიების დაბრუნება არაფერს მოგვცემს”- წერს ანალიტიკოსი და აფხაზი […]

„პოლიტსაბჭოში დამიდასტურეს“ – „ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ისევ ირაკლი კობახიძე იქნება

“ქართული ოცნების” პრემიერობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, რომელიც დღეს მთავრობასთან ერთად “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს და მმართველი გუნდის საარჩევნო სიის მეორე ნომერია, ჟურნალისტებს ოცნების მხარდამჭერთა კლუბის გახსნაზე განუცხადა. კითხვაზე – წარადგენს თუ არა “ოცნება” კობახიძეს პრემიერობის კანდიდატად და თუ ჰქონდა კობახიძემ ამ თემაზე კომუნიკაცია თავად ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძემ […]

საქართველოში 3.4 მილიონზე მეტი სესხია გაცემული

საქართველოში კომერციული ბანკების მიერ, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სულ გაცემულია 3 420 200 კრედიტი, ჯამში 57.681 მლრდ ლარის მოცულობის. ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის სტატისტიკაში. რაც შეეხება მიზნობრიობას, ყოველთვიურად რაოდენობრივად ყველაზე მეტი ხელშეკრულება სამომხმარებლო სესხებზე იდება, შემდეგია ბიზნეს და სალომბარდე სესხები. 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი 3 420 200 დადებული ხელშეკრულებიდან სესხების მიზნობრიობა ასე გამოიყურება: […]

სახალხო დამცველი ცესკოს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო დღეებში საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი […]

ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა

ირანის დელეგაცია, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჩავიდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ირანის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელზე, ესმაილ ბაღაიზე დაყრდნობით ავრცელებენ. „ახლახან დავეშვით ბეირუთის საერთაშორისო აეროპორტში. ჩვენი დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის აბას არაღჩის ხელმძღვანელობით, რომლის შემადგებლობაშიც შედის მეჯლისის ორი წევრი და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელი, ლიბანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება“, – […]

“საქართველოს მთავრობამ ღიად ანტიდასავლური და არალიბერალური მხარე აირჩია” – ჰელსინკის კომისია

აშშ-ში ევროპის უსაფრთხოებისა და კოოპერაციის კომისია – ჰელსინკის კომისია – კავკასიის რეგიონში რუსეთის გაძლიერებულ პოზიციებზე საუბრობს. გამოქვეყნებულ ანგარიშში კომისია აღნიშნავს, რომ, მიუხედავად რუსეთთან სომხეთის ეტაპობრივი ჩამოშორებისა, ფედერაციასთან უფრო მჭიდრო კავშირს ამყარებენ საქართველო და აზერბაიჯანი. “სამხრეთ კავკასია საეჭვო სტრატეგიული დანის პირზეა. რუსეთი ცდილობს, რეგიონში თავისი გავლენა რეგიონული კონფლიქტების შექმნით შეინარჩუნოს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირეებმა კი […]