პაველ ჰერჩინსკი – ბევრი დრო გაიფლანგა, საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, მოლდოვა და უკრაინა სწრაფად მიიწევენ წინ – მოდით, ნუღარ დავკარგავთ ერთ წუთსაც კი, განვაახლოთ საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ საქართველოს ახლადარჩეულ მთავრობასთან იმისთვის, რომ განვაახლოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩმა უპასუხა შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ევროკავშირმა უნდა დაადასტუროს, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებში პროევროპული […]

GCCA-ის საჩივრით მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 70%-ის შემთხვევაში ქალბატონები მიმართავენ

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), 2024 წლის ცხრა თვის მონაცემების მიხედვით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 639 განაცხადი დაფიქსირდა. მათ შორის, გენდერული ნიშნით განმცხადებლების პროცენტული მაჩვენებელი შეადგენს – 70% ქალი და 30% – მამაკაცი. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 65 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 132 საქმეზე. […]

მდინარაძე ფიქრობს, რომ აშშ-ის საელჩოს ფეისბუკგვერდს „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, საელჩოს ფეისბუკგვერდს ქართული ოპოზიციური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, მართავს. ამის შესახებ მდინარაძემ დაწერა საკუთარ სოციალურ ქსელში, როცა საელჩოს ფეისბუკგვერდის ფოტო გააზიარა. საელჩო ბოლო დღეებია, ავრცელებს საინფორმაციო ფოტოებს („კარდს“), რომლებსაც საზოგადოების ნაწილი და მათ შორის „ქართული ოცნება“ მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებად აღიქვამს. დღეს, 4 ოქტომბერს, გამოქვეყნდა […]

სახალხო დამცველი ცესკოს მოუწოდებს, უცხოეთში მყოფი დევნილები საარჩევნო სიაში შეიყვანოს

ომბუდსმენი გამოეხმაურა უცხოეთში მყოფი იმ დევნილების საკითხს, რომლებიც საკონსულო აღრიცხვის მიუხედავად, საარჩევნო სიაში არ შეჰყავთ. ისინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან რეგისტრირებული, ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აქვთ, ამიტომ ერთიან საარჩევნო სიაში არ შეჰყავთ. საკითხის მოკვლევის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს ადამიანებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული, არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, […]

აშშ-ს საელჩო – დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში მორიგ „ქარდს“ აქვეყნებს. აშშ-ს საელჩო ამჟამად წერს: „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“. „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. ცნობისთვის, უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში პოსტებითა და “ქარდებით” ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკასა და ქართველი მაღალჩინოსნების მიერ გაჟღერებულ მთავარ გზავნილებს ეხმაურება. გზავნილებს შორის, რომლის […]

პაველ ჰერჩინსკი – მოვუწოდებ ყველა ქართველს – წადით არჩევნებზე, მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად მნიშვნელოვანია, საქართველოს ბედი თქვენს ხელშია

კიდევ ერთხელ მოვიწოდებ ყველა ქართველს, წავიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა, მომავალი არჩევნები იქნება აბსოლუტურად აუცილებელი თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს თქვენ, ქართველმა ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოთ, რომელ პარტიას მისცემთ ხმას, მაგრამ ჩემზეა იმის მოწოდება, რომ გითხრათ: გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა, თქვენი ხმა ნამდვილად, ნამდვილად მნიშვნელოვანია. […]

ლევან სანიკიძე – „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნებაზე“ ერთნაირი პოზიცია აქვთ – ქართველი ხალხის მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება

ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ ის, რომ „რესპუბლიკურ“ და „დემოკრატიულ“ პარტიებს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით ერთნაირი პოზიცია აქვთ და ისინი აგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. ქართველი ხალხის მხარდაჭერა ასევე მკაფიოდ დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყნის სათავეში ახალი კოალიციური მთავრობა მოვა, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობები. მისი […]

არჩილ გორდულაძე აშშ-ს საელჩოს ქარდზე – იმ განცხადების ავტორს, რომელიც ამბობს, თითქოს დემოკრატიებში პარტიები არ იკრძალებიან, შეგვიძლია შევახსენოთ, რომ ევროკავშირის მასშტაბით 150-მდე პარტიაა აკრძალული

ასეთი განცხადებები, სამწუხაროდ, ჰგავს მცდელობას, რომ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“, იმ დესტრუქციულმა ძალამ, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, რაიმე პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს და რამენაირად დარჩნენ ზედაპირზე, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “ქარდების” შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ასეთი განცხადებების მოსმენა სამწუხაროა. „პირველ რიგში, ვიტყვი დღევანდელ ქარდთან […]

ლევან სანიკიძე – უპრეცედენტო განცხადებების კასკადია დასავლელი პარტნიორებისგან, ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისგან – ეს გასაკვირი არ არის, რადგან „ოცნება“ პირდაპირ ადებს მათ ხელს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას

„ქართული ოცნება“ პირდაპირ ადებს ხელს ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს, რომ ისინი აპირებენ ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობას და დაძაბულობის შექმნას. ამ ვითარებაში, ნამდვილად არ არის გასაკვირი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ასეთი მკაფიო განცხადებები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებელთა მისიის განცხადებას გამოეხმაურა. ლევან სანიკიძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, […]

“ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპულ გზაზე დააბრუნებს” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს მიესალმება. “ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ პარიზში გიმასპინძლეთ. საფრანგეთი ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს მიესალმება და იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება”, – წერს მაკრონი. სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება […]