საფრანგეთის საელჩო – ემანუელ მაკრონმა სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომელმაც საქართველოს ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინა – მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება

საქართველოში საფრანგეთის საელჩო ელისეის სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტმა „აღნიშნა ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მოხდა. კერძოდ, მან სინანული გამოთქვა იმ კანონების მიღების გამო, რომლებმაც ქვეყანას ევროპული ტრაექტორიიდან გადაახვევინეს და გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვიეს“. რაც შეეხება 26 ოქტომბრის არჩევნებს, საელჩოს ცნობით, […]
საფრანგეთი უკრაინას 12 ერთეულ საარტილერიო სისტემა Caesar-ს მიაწვდის

უკრაინა ფრანგულ-გერმანული KNDS ჯგუფისგან 12 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Caesar-ს მიიღებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ სებასტიან ლეკორნუზე დაყრდნობით ავრცელებს. „კიევში, სამრეწველო ფორუმის ფარგლებში, KNDS-მა ხელი მოაწერა კონტრაქტს 12 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, Caesar-ის მიწოდებაზე“, – ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში. მისი განმარტებით, მიწოდების დაფინანსება უკრაინის ხარჯზე ხორციელდება. ლეკორნუმ დასძინა, რომ შეთანხმება არის საფრანგეთის […]
გვატემალას ტურიზმის მინისტრი – შეყვარებული ვარ ქართულ სამზარეულოზე, ღვინოსა და ამ ქვეყნის მრავალფეროვნებაზე

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველომ მსოფლიო ტურიზმის დღეს პირველად უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის თბილისში ჩატარებას, ღონისძიების მონაწილე გვატემალას ტურიზმის მინისტრი, ჰარის ვითბეკი საქართველოს წარმატებად აფასებს. „ძალიან ამაყები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ და აღვნიშნეთ მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის მინდოდა საქართველოში […]
ვახტანგ ცინცაძე – მსოფლიო ბანკის „ბიზნესის მზაობის“ ახალი რეიტინგში საქართველო მესამე პოზიციაზეა

საქართველო მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის „ბიზნესის მზაობის“ (B-READY) ლიდერებს შორისაა და სინგაპურსა და ესტონეთს შორის, რეიტინგის სამეულში შედის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, „ბიზნესის მზაობით“ ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის სხვა ცნობილი რეიტინგი Doing Business-ი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციაზე იყო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგის […]
გორი – რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

გორი – რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა- ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. დაიღუპა ერთ-ერთი მგზავრი. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება.
მთავრობა “მაგთის” მფლობელთან დაკისრებული მრავალ მილიონდოლარიანი განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს

იუსტიციის სამინისტრო “მაგთის” დამფუძნებელთან წაგებული მრავალმილიონიანი საარბიტრაჟო დავით დაკისრებული კომპენსაციის ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვს – ამის შესახებ მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. შესაბამისი გადაწყვეტილება არბიტრაჟმა 2024 წლის 23 აგვისტოს მიიღო და პირვანდელი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
რუსეთის დაზვერვის უფროსი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი „სწორ არჩევანს“ გააკეთებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის (СВР) სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მიერ საქართველოს არჩევნებში “ჩარევაზე” და იმედოვნებს, რომ ამ ქმედებების მიუხედავად ქართველი ხალხი „სწორ არჩევანს“ გააკეთებს. „СВР-მა მიიღო ინფორმაცია და ჩვენ გავასაჯაროვეთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით, OSCE/ODIHR-მა უკვე მოამზადა შუალედური ანგარიში, რომელიც შეიცავს თეზისს, რომ საქართველოში არ არსებობს პირობები სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის. […]
საფრანგეთი იმედოვნებს, არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას. ამის შესახებ მან განცხადება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. „ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლე პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, დაუბრუნდეს ევროპულ გზას“, – […]
სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. „ლენტეხის მუნიციპალიტეტში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე, რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს. მას შემდეგ, აღნიშნულ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნები დაიხურა და დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის […]
ლისაბონი პირველად დასახელდა ევროპის საუკეთესო კულინარიულ მიმართულებად

პორტუგალიის დედაქალაქმა, ლისაბონმა, პირველად მიიღო პრიზი როგორც ევროპაში საუკეთესო კულინარიულმა მიმართულებამ, World Culinary Awards – ზე. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჯილდოს გადაცმა მოხდა დუბაიში გამართულ ცერემონიაზე, ხოლო პორტუგალიის დედაქალაქის კონკურენტი ქალაქები იყვნენ ბარსელონა, კოპენჰაგენი, ფლორენცია, ლონდონი, პარიზი და ვენა. გასტრონომია ტურისტული ადგილის არჩევისას ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია და ლისაბონი დიდი ხანია ცნობილია თავისი მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის შეთავაზებით. […]