მამუკა მდინარაძე – მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მართვის ფუნქცია „ნაცმოძრაობისგან“, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული!

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს მიერ „ფეისბუქზე“ განთავსებულ მორიგ პოსტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ „დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ“. მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი „ფეისბუქ“ გვერდის მართვის ფუნქცია “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული. „მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია […]

პაველ ჰერჩინსკი – თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ

თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი – ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, […]

რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ – აშშ-ს საელჩოს „ქარდებით“ ბაიდენი გელაპარაკებათ და დაგცინით

მშვენიერია, ყველა პრობლემას, რასაც ამერიკის საელჩო ხედავს, ასეთი მოკლე და გასაგები ფორმით აღწერს – „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ეს ოპოზიციის მხარდაჭერაა – პირველად ვეთანხმები „ქართულ ოცნებას“, ყოჩაღ, მაგრად გაშიფრეთ, – ამის შესახებ “ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული “ქარდების” შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ამ „ქარდებით“ ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტი, ჯო […]

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა

BMG-ის გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ორგანიზებითა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ღონისძიება – „სამშენებლო და დეველოპერული სექტორები – გამოწვევები და ტენდენციები“ ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში, თიბისი კაპიტალის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა – ირინა კვახაძემ, საცხოვრებელი უძრავი ქონების შესახებ, კვლევა წარადგინა. კვლევის თანახმად, 2024 წელს თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მდგომარეობა სტაბილურია. 2024 წლის 8 თვის განმავლობაში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი […]

ლევან დავითაშვილი – მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ საქართველოს მე-3 პოზიცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და ძლიერი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის

მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ (B-READY) საქართველოს მე-3 პოზიცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და მართლაც ძლიერი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წაახალისებს მეტ ინვესტორს, რათა მათ საქართველოში ხარისხიანი ინვესტიციების შემოტანის გადაწყვეტილება მიიღონ, – ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა […]

ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, საქართველოში სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

დუბლინში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას შეხვდა, რომელიც ამავდროულად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს საქართველოში. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპაციის გამოწვევები. „საუბარი შეეხო 26 […]

გახარიას პარტია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა

„გახარია-საქართველოსთვის“ პარტიის წევრმა ირაკლი ჩხაიძემ გახარიას პარტია დატოვა – ჩხაიძე 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე სიის მეოთხე ნომერი იყო. როგორც ჩხაიძე სოციალურ ქსელში წერს, გახარიას პარტია დღემდე ატყუებს მის წევრებს, რომ ამ პარტიის ლიდერები „შეთანხმებულად მოქმედებენ“, რაც ბლეფია, შესაბამისად, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. „2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ გავწევრიანდი პოლიტიკურ პარტიაში ,,გახარია საქართველოსთვის“, დღემდე ვარ […]

პოლონეთი 18 წლამდე ადამიანებზე ალკოჰოლის მიყიდვის წესებს ამკაცრებს

პოლონეთის ხელისუფლება ამკაცრებს წესებს არასრულწლოვანებისთვის ალკოჰოლური სასმელების მიყიდვასთან დაკავშირებით. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, მიზეზი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ახალგაზრდების ავტოსაგზაო შემთხვევების ზრდა და სხვა უბედური შემთხვევები გახდა. ახალი წესები მოიცავს ბენზინგასამართ სადგურებსა და მაღაზიებში ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე. გარდა ამისა მაღაზიის გამყიდველებს დაევალებათ მყიდველებს პირადობის მოწმობა მოსთხოვონ. მყიდველები არანაკლებ 18 წლის უნდა […]

ვიმედოვნებ, ახლად არჩეულ მთავრობასთან ერთად ვიმუშავებთ გაწევრიანების პროცესის აღსადგენად – პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განახლდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე 27 ევროპული ქვეყნის ლიდერმა ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში პრობლემური განვითარებების საპასუხოდ. მისი თქმით, გასულ თვეებში გაწევრიანების მიმართულებით ბევრი დრო დაიკარგა. „გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, […]

ომბუდსმენი მოუწოდებს ცესკოს, უცხოეთში მცხოვრებ დევნილებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს

სახალხო დამცველი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს. ომბუდსმენისთვის ცნობილი გახდა ისეთი შემთხვევების შესახებ, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლევათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი მონაცემების ასახვის და შესაბამისად, […]