შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა – ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. „ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე. არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო […]

როგორც ჩანს, უცხოეთში ამ ოპოზიციას აღარ ენდობიან და საკუთარი არასამთავრობოებით პოზიციების გამყარება სურთ. ტექნიკური მთავრობის იდეაც აქედან გამომდინარეობს

როგორც ჩანს, უცხოეთში ამ ოპოზიციას აღარ ენდობიან და საკუთარი არასამთავრობოებით პოზიციების გამყარება სურთ. ტექნიკური მთავრობის იდეაც აქედან გამომდინარეობს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სალომე ზურაბიშვილის, რადიკალური ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების საერთო გეგმებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „თუკი დღემდე პრეზიდენტიც და მათი დამკვეთებიც ოპოზიციურ კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდნენ, მათ ეს შეცვალეს ტექნიკური მთავრობით“- წერს ექსპერტი სოციალურ […]

არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს განიხილავს – ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 17-18 ოქტომბერს ევროპული საბჭო საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს. როგორც ელჩმა განაცხადა, 17-18 ოქტომბერს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სამიტზე ვნახავთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ლიდერები საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ. „ამ მომენტში გიმეორებთ, რომ ჩვენი კარი გაიღო. ევროპული საბჭოა ის, ვინც გადაწყვიტა მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი […]

სერგეი ლავროვი ოკუპირებულ ცხინვალთან ურთიერთობაზე – 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება

გავაგრძელებთ სამხრეთ ოსეთის დახმარებას, 2008 წლის გადაწყვეტილებები გადახედვას არ ექვემდებარება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან, ახსარ ჯიოევთან შეხვედრისას განაცხადა. „მინდა დავადასტურო, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან, ჩვენს ახლო მეგობარსა და მოკავშირესთან ურთიერთობების მნიშვნელობა. ეს პარტნიორობა სტრატეგიული ხასიათისაა. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობრების დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სოციალურ-ეკონომიკური სფეროსა და […]

დავით მათიკაშვილი აშშ-ს საელჩოს „ქარდებზე“ – სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ „ქარდების“ შინაარსი დეზინფორმაციულია

ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომელიც დეზინფორმაციის შინაარსის მქონეა, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დავით მათიკაშვილი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ „ქარდებს“. მისი თქმით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ ამ „ქარდების“ შინაარსი დეზინფორმაციულია. „ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო მაგალითი, რომელიც დეზინფორმაციის შინაარსის მქონეა. ვინ ებრძვის ოპოზიციას? – არავინ. გაცხადებული მიზანია, რომ ყველა […]

დავით მათიკაშვილი – შინაარსისგან გამოცლილი რეზოლუციები და ბრალდებები ადრეც გვინახავს, თუმცა შემდგომ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს

მსგავსი განცხადებები და მსგავსი რეზოლუციები ჩვენ ადრეც გვინახავს. გვინახავს შინაარსისგან გამოცლილი ბრალდებები, რომელიც ძალიან მალევე პასუხგაცემულა, თუმცა შემდგომ საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეკლარაციის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არის ეს მიდგომები, რომელიც შემდგომ არ მართლდება. „მსგავსი განცხადებები და მსგავსი რეზოლუციები ჩვენ ადრეც […]

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პროკურორი – დღეს დაკითხულმა მოწმემ სასამართლოს ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა

ბლოგერ უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის, მარიამ იაშვილის საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განცხადებით, პროცესზე დღეს დაკითხულმა მოწმემ სასამართლოს ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც პროკურორი განმარტავს, მოწმემ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრა. სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მოწმეს გამოძიების ეტაპზეც ჰქონდა მიწოდებული, რაც სასამართლოშიც დაადასტურა. დაკავებული ცოლ-ქმრიდან ბრალს მხოლოდ მარიამ იაშვილი აღიარებს, უჩა აბაშიძე დუმილის უფლებით სარგებლობს. […]

კლიმატის ელჩების მონაწილეობით შეხვედრა „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ გაიმართა

კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, კლიმატის ელჩების მონაწილეობით, შეხვედრა „ახალგაზრდები უსაფრთხო მომავლისთვის“ გაიმართა. მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე იმსჯელეს და ინიციატივები წარადგინეს. შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ნილს ქრისტენსენსმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანმა გახსნეს. „საგანმანათლებლო პროგრამების, სტიპენდიებისა და სასკოლო გრანტების მეშვეობით, ხელს ვუწყობთ […]

“ამ შემთხვევაში, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი” – რას აცხადებს ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩის მორიგი გზავნილი – პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აიკრძალება, სამოქალაქო საზოგადოებას დასჭირდება საზღვარგარეთ წასვლა და თუ ადამიანის ძირეული უფლებები და უმცირესობის უფლებები არ იქნება დაცული, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, ვიმუშავოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც იქნება დემოკრატიულად არჩეული. მაგრამ, მინდა ძალიან ღიად გითხრათ — […]

პეტერ ფიშერი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ასეთი კანონით, ევროკავშირის წევრი ვერ გახდები

ევროკავშირმა საჯაროდ განაცხადა და გავიმეორებ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, ამიტომ ეს არის დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ასეთი კანონით, ევროკავშირის წევრი ვერ გახდები. ეს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კანონებს, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში ვქმნით. რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება? ეს ნიშნავს, რომ […]