მორიგი სამარცხვინო გამოვლინებაა, ის, ვინც ეს განცხადება შეიმუშავა, ჩვეულებრივი ლობისტია- 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა

მორიგი სამარცხვინო გამოვლინებაა, ის, ვინც ეს განცხადება შეიმუშავა, ჩვეულებრივი ლობისტია- 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა „აღმოჩნდა, რომ PACE-ში ის განცხადება, ვინც ეს შეიმუშავა, ნაცების და ვაშაძის მეგობარია. ვაშაძეს რა ავტორიტეტი აქვს, დაახლოებით იგივე ავტორიტეტის მქონეა ის კაცი იქაც. იმდენად შელახული აქვს ავტორიტეტი შეზღუდული აქვს გადაადგილება და ამერიკაშიც […]
პრემიერ-მინისტრმა სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა. მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო. კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე – ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს. შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა […]
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ნავთობის მოპოვება დაიწყეს

გასულ კვირას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სოფელ ღრომში დაიწყო გეოლოგიური საძიებო სამუშაოები და „გრომსკოეს“ ნავთობის საბადოს განვითარება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა აღნიშნა, ეს ნაბიჯები რესპუბლიკის ეკონომიკაში ახალ სექტორს შექმნის. SKGMI-ის ნავთობისა და გაზის ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ ბოსიკოვი ამბობს, რომ გეოლოგიური საძიებო სამუშაოები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. „უპირველეს ყოვლისა, […]
“რუსეთის გეშინიათ, თორემ ამათ გგონია მოერევით? თან მგონი გაბრაზდნენ უკვე” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: ჩვენი ხელისუფლება რუსეთზე რომ სიტყვას არ ძრავს გადაბრუნებულად, მხოლოდ კარგს ამბობს ან არაფერს, არც ხალხის გატაცებაზე გამოთქვამს საჯაროდ პროტესტს, სიტყვა ოკუპანტსაც კი მაქსიმალურად ერიდება და ყველაფერ ამას სტრატეგიულ დათმენის პოლიტიკას ეძახის, გავიგეთ. დავუშვათ და მოგყვებით იმ ლოგიკაში, რომ არ გინდათ გაააბრაზოთ და რამე დაგიშავოთ, მაგრამ იგივე ლოგიკით ეს ამერიკა, ევროკავშირი, გლობალური ომის […]
შემოდგომის სეზონზე 55%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ – „ლოპოტა სპა რეზორტი“

შემოდგომის სეზონზე 55%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, – ამის შესახებ სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტის” კომერციულმა დირექტორმა მაკა ღლიღვაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა. მისი ინფორმაციით, ზაფხულისგან განსხვავებით, შემოდგომის სეზონზე საერთაშორისო დამსვენებლების რაოდენობა იკლებს. “სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში ჩვენთან უფრო მეტად ქართველი მომხმარებლები ისვენებენ. მუდმივად გვაქვს მასტიმულირებელი ღონისძიებები ჩვენი მომხმარებლებისთვის. ახლახან გვქონდა რთველის ფესტივალი, რომელსაც ყოველწლიურად ვატარებთ. ასევე, ოქტომბერში ჩოგბურთის ტურნირი გაიმართება, სადაც […]
ერთიან ბაზაში აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ადამიანია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი. როგორც BMG-ის შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54 ფიზიკური პირი შეიყვანეს ბაზაში, ხოლო თავად პირის მომართვით – 20 315 განაცხადი დარეგისტრირდა. უწყების ინფორმაციითვე, „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი […]
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო ბაზისთვის მიწის გადაცემაზე მოლაპარაკებებს იწყებს

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ განკარგულება გასცა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ მარიონეტულ რეჟიმსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები დაიწყოს. განკარგულებას ხელს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე, მიხაილ მიშუსტინი აწერს. „მიღებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეთავაზება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არის შეთანხმებული, რომ მოლაპარაკებები გაიმართოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ერთობლივი რუსული სამხედრო ბაზისთვის მიწის ნაკვეთის […]
რიკოთზე მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა – დაშავებულია მძღოლი

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მანქანის მძღოლი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
83-ე საჯარო სკოლის დროულად გახსნის მოთხოვნით, მშობლებისა და მოსწავლეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისში, მოსკოვის გამზირზე, 83-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მშობლები და მოსწავლეები არიან შეკრებილები. ისინი სკოლის გახსნას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ „სკოლის შენობა რეაბილიტაციის მიზნით, დაახლოებით 4-5 წლის წინ დაანგრიეს და ჯერ კიდევ არ აშენებულა“. მშობლების ინფორმაციით, მოსწავლეები დროებით №82-ე სკოლაში განათავსეს, რამაც სირთულეები შექმნა იმ თვალსაზრისით, რომ საკლასო ოთახები საკმარისი რაოდენობის არ […]
კახა კალაძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერა

დედაქალაქის მერი დღეს ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელს, არხილოსკალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესტუმრა და მისი სახელობის სპორტული კომპლექსი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, კახა კალაძემ ჩემპიონს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და წარმატება უსურვა. მისი თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებებისთვის. „მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია […]