პეტერ ფიშერი: ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, იქ გაწევრიანებას არავის აიძულებენ

გერმანიის ელჩი საქართველოში 4 ოქტომბერს დაესწრო “საარჩევნო კომპასის” პრეზენტაციას, სადაც ილაპარაკა არჩევნებში აქტიურობის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ქვეყნის მომავალი საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. “თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი მთავრობა გყავდეთ მომავალში და როგორი მიმართულებით გინდათ ქვეყანა წავიდეს. ეს მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია“, – თქვა გერმანიის ელჩმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება […]

ევროკავშირი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს შეაჩერებს

თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის” პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. „უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა დისკუსია ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იმაზე, რა მიდგომა უნდა გვქონდეს საქართველოს მთავრობის ქცევის მიმართ. ამ ქცევას ჩვენ განვიხილავთ, როგორც არამეგობრულს ევროკავშირისადმი. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და […]

“30 წელია ამ ჩათ@ახებს ვუყურებ, ხან პოზიცია გახლავან, ხან – ოპოზიცია, უნდა წაეთრნენ, წაშავდნენ და წაბნელდნენ პოლიტიკურ სანაგვეზე” – გიორგი ფოფხაძე

-ვის აძლევ ხმას? -არავის. -ვაა ეგ როგორ ძმაო, ქვეყანაში ასეთი რამეები ხდება. თითქმის ყოველ დღე მაქვს მაგავსი დიალოგები როგორც ოპოზიციის, ისევე ხელისუფლების მხარდამჭერ მეგობრებთან. მაიცათ და როდის აქეთ გადაწყდა საქართველოში რომ, ჩემი უფლება არაა, თავად გადავწყვიტო რა ვქნა? არ ვაძლევ ბატონო არავის ხმას არა და საარჩევნო ბიულეტენს გადავხაზავ კი არა დავჩხაპნი და ისე ჩავაგდებ ყუთში. […]

ევროკავშირმა შინაური ცხოველების ტრანსპორტირების წესები შეცვალა

16 სექტემბერს ევროკავშირმა შეცვალა შინაური ცხოველების (კატების, ძაღლების) ტრანსპორტირების წესები: ახლა ცხოველთა მფლობელებს მოუწევთ ცოფის ანტისხეულების ტესტის წარდგენა, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ტესტის ჩასატარებლად შესაფერისი ლაბორატორიების სია გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე. ცოფის ანტისხეულებზე ტესტირების ბოლო ვადა დადგენილია ვაქცინაციის შემდეგ არა უადრეს 30 დღისა, ხოლო ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის დაგეგმილ თარიღამდე 90 დღით […]

გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოზე განხილვა და რეზოლუციის მიღება იგეგმება

10 ოქტომბერს გერმანიის პარლამენტში (ბუნდესტაგში) საქართველოს შესახებ განხილვა გაიმართება. დებატების შემდეგ კი რეზოლუციის მიღება იგეგმება სახელწოდებით „საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, რომელიც გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალი ფრაქციების მიერაა ინიციირებული. 8 ოქტომბერს საქართველოს შესახებ განხილვა და რეზოლუციის მიღება იგეგმება ევროპარლამენტშიც. გერმანიის სამთავრობო ფრაქციების წარმომადგენლები სექტემბრის დასაწყისში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა […]

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბან-ისრაელის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი გაანადგურეს და „ჰეზბოლას“ კომუნიკაციების მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც „ჰეზბოლა“ ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გვირაბს „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან და მისი მარიონეტებიდან ლიბანში იარაღის გადატანა ევალება. სამხედროების თქმით, დარტყმამ გაანადგურა გვირაბი, სადაც იარაღის ტრანსპორტირება და შენახვა ხდებოდა, ასევე […]

ირაკლი ზარქუა – გარკვეული გლობალური ჯგუფები თავიანთ წესრიგს ახვევენ ყველას, მცდელობა აქვთ თავის ჭკუაზე გატარონ – ჩვენ ამას არ გავაკეთებთ

მე უნგრელ ხალხს და მის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ გაძლებას და გამარჯვებას ვუსურვებ, იმიტომ, რომ როგორც ისინი ჩვენც მოწყურებული ვართ მეტ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ჩვენი, როგორც უნგრელი ხალხის ასევე ქართველების ინტერესები დავიცვათ და არა მხოლოდ, ბევრნი არიან ევროპაში ევროპული სახელმწიფოები ვინც ომობენ, იბრძვიან და თავიანთი სუვერენიტეტისათვის ყველაფერს აკეთებენ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ […]

ირაკლი ზარქუა PACE-ის განცხადებაზე – მორიგი სამარცხვინო გამოვლინებაა, ვინც ეს განცხადება შეიმუშავა, ჩვეულებრივი ლობისტია- 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა

აღმოჩნდა, რომ PACE-ში ის განცხადება, ვინც ეს შეიმუშავა, „ნაცების“ და ვაშაძის მეგობარია. ვაშაძეს რა ავტორიტეტი აქვს, დაახლოებით იგივე ავტორიტეტის მქონეა ის კაცი იქაც. იმდენად შელახული აქვს ავტორიტეტი, შეზღუდული აქვს გადაადგილება და ამერიკაშიც არ უშვებენ. ერთი პერიოდი ინტერპოლით იძებნებოდა და ეს კაცი, რასაც დააფინანსებ და დაავალებ, იმას დაწერს. ჩვეულებრივი ლობისტი და მექრთამეა, – ამის შესახებ რეგიონული […]

“დაბომბილი და ცეცხლში გახვეული მოსკოვი გაცილებით სასარგებლოა კაცობრიობისათვის, ვიდრე დროებით მთავრობის შექმნის ხელშეწყობა” – თავდგირიძე

ისრაელი მაგალითი უნდა იყოს ევროპისათვის, მშვიდობას სჭირდება თამამი და გაბედული ნაბიჯები. ევროპული ცივილიზაცია ომებში დაიბადა და გამოიწრთო, ყველაფერი ის რაც სიამოვნებას გვანიჭებს ხელოვნებაში თავისი გენიალურობით, ასევე ომებში დაიბადა, ევროპული ჰუმანიზმიც კი ომების პირმშოა. როგორც კი ევროპული პოლიტიკა ენის მოჩლექვით იწყებს საუბარს ჩნდება სისხლიანი რუსული ბოლშევიზმი და გერმანული ნაციზმი, როგორც კი რუსული ბოლშევიზმი შეწყალებული იქნა და […]

“ქართველი “პაგონებიანი” მაქცია”, პუტინის გეგმები და მილიონიანი გარიგებები – რას წერს ჩეხური მედია

ოლიგარქმა მიხეილ გუცერიევმა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, FBI-ს შესთავაზა ინფორმაცია პუტინის გეგმების შესახებ. ამაში მას ქართველი ანტიკორუფციონერი დაეხმარა რუსმა ოლიგარქმა მიხაილ გუცერიევმა FBI-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს გეგმების შესახებ ინფორმაცია შესთავაზა. ამის შესახებ ჩეხეთის პოლიციაში ორმაგი აგენტის საქმიდან გახდა ცნობილი,- წერენ ჩეხური გამოცემები. გუცერიევი FBI-სა და ჩეხეთის დაზვერვის (GIBS) წარმომადგენლებს 2022 წელს […]