ლადო ბოჟაძე – ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვემზადებით არჩევნებისთვის და გამარჯვებისთვის, ოპოზიცია კი 27 ოქტომბრისთვის, არეულობისთვის და დესტაბილიზაციისთვის

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ოპონენტები გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ამომრჩეველი აღარ მოტყუვდება და არაფრის გამკეთებელ დეპუტატებს აღარ აირჩევს. „მინდა ჩვენს ოპოზიციონერებს, უფრო სწორად, ცარიელ ადგილებს, რომლებსაც ხედავს ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა, გადავცე გლდანელების, ნაძალადეველების, საბურთალოელების და დედაქალაქის სხვა მაცხოვრებლების დანაბარები: იქნება სადმე დაენახოთ დედაქალაქის მოსახლეობას. საკრებულოში […]

ზაზა ვაშაყმაძე NDI-ის წარმომადგენელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს, ელიონორ ბენუას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სტუმარი დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს ფუნქციებით და როლით რელიგიათაშორისი ურთიერთობებისა და დიალოგის ფორმატში და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმებით, მათ შორის, დაფინანსების, საკულტო ნაგებობების გადაცემის თვალსაზრისით. […]

პაატა დავითაია – ოკუპანტი არაფერზე დაიხევს უკან, კრემლის განცხადებები საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მორიგი განცხადება ცალსახად აჩვენებს, რომ კრემლის მხრიდან ქართულ სახელმწიფოზე მიმდინარეობს ზეწოლა. ოკუპანტი არაფერზე დაიხევს უკან, მასთან კომპრომისი და დათმობა არაფრის მომტანი არ არის , – ამის შესახებ პარტია „ ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა. დავითაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, დაარღვიოს დუმილი და მკაცრი რეაგირება მოახდინოს ლავროვის განცხადებაზე. “თუ ხელისუფლებაში […]

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი “თვის მიმოხილვას” აქვეყნებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. „გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ეროვნული ბანკი ავრცელებს. რაც შეეხება ძირითად ტენდენციებს, ინფლაცია […]

ირაკლი ქარსელაძე – თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზა სამჯერ გაზრდილ გამტარობასთან ერთად ანახევრებს გადაადგილების დროს

დღეს კახეთში გაიხსნა გზა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორც რეგიონის მოსახლეობისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისათვის. თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის პირველი, ყველაზე გამომწვევი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთის გახსნისას განაცხადა. კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი […]

პოლიტიკური არასტაბილურობა, ემიგრაცია, მუშახელის დეფიციტი – რომელი ფაქტორები მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე?

PMCG-ის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში ქართველმა ეკონომისტებმა საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით დადებითად შეაფასეს. III კვარტალში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორებად პოლიტიკური არასტაბილურობა და მუშახელის დეფიციტი დაასახელეს. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის დასახელდა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი, უკრაინაში მიმდინარე ომი და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება. „გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე […]

ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე უფრო მკაცრი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო

უმრავლესობის არქონის მიუხედავად, ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე უფრო მკაცრი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად ჩინურ ელექტრომობილების მწარმოებლები ევროკავშირში ექსპორტის დროს მაღალ ტარიფს გადაიხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. კენჭისყრის შედეგები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც მედია წერს, ინიციატივას მხარი ათმა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის იყვნენ საფრანგეთი, იტალია და ნიდერლანდები. მედიის ინფორმაციით, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 12-მა სახელმწიფომ. […]

“შეიჭრა კურსკში” – რუსეთში ქართველი მებრძოლის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართველ მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ. როგორც რუსული მედია წერს, “საქართველოდან დაქირავებულმა მებრძოლმა უკანონოდ გადაკვეთა რუსეთის ფედერაციის საზღვარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად შეიჭრა კურსკის ოლქის ტერიტორიაზე”. რუსეთი ამტკიცებს, რომ ბურდული “ეჭვმიტანილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის, ტერორისტული აქტის, სამართალდამცავი […]

ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” კომუნიკაციების მეთაური და განადგურებულია ლიბან-ისრაელის დამაკავშირებელი 3.5-კილომეტრიანი გვირაბი – IDF

IDF-ის [ისრაელის არმია] ცნობით, მათმა გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა 3.5 კილომეტრის სიგრძის გვირაბს დაარტყეს, რომელიც ლიბანსა და სირიას შორის გადიოდა და რომელსაც “ჰეზბოლა” ირანული იარაღის კონტრაბანდისთვის იყენებდა. მათივე ინფორმაციით ბეირუთზე გუშინ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად, ლიკვიდირებულია “ჰეზბოლას” კომუნიკაციების მეთაური მუჰამედ რაშიდ სკაფი. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განადგურებული გვირაბს “ჰეზბოლას” ერთ-ერთი ქვედანაყოფი აკონტროლებდა, რომელსაც ირანიდან ლიბანში იარაღის გადატანა […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული რამაზ ბეღელური თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. „საკითხი განიხილებოდა […]