2025 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ₾200 მლნ-ით მცირდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2025 წელს გზების ხარჯზე შემცირდება,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს. როგორც გიორგი კაკაურიძე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დიდ დაფინანსებებს მოითხოვდა, წელს სრულდება. „საგზაო ინფრასტრუქტურის ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთები სრულდება წელს. დაახლოებით 300 მლნ-ით ნაკლები გვჭირდება გზის ინფრასტრუქტურაზე, რომელიც მიმდინარეა. რიკოთის მონაკვეთის დიდი ნაწილი, ბათუმის შემოვლითი გზა და […]

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა გახდა

2024 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქ. თბი­ლი­სის N126 სა­ჯა­რო სკო­ლის და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ნა­თია უჩა­ვა გახ­და. გა­მარ­ჯვე­ბულს გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რის­გან – „გუ­და­ვა­ძე-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის“ ფონ­დის­გან 15 000 ლარი გა­და­ე­ცა. კონ­კურ­სი, ლი­ბერ­თი ბან­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბით მერ­ვედ ჩა­ტარ­და და სა­უ­კე­თე­სო ათე­უ­ლის წევ­რე­ბი ლი­ბერ­თი ბან­კმა ტრა­დი­ცი­უ­ლად წელ­საც და­ა­ჯილ­დო­ვა. წელს მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს ფი­ნა­ლის­ტებს შო­რის იყ­ვნენ: გი­ორ­გი ლი­პა­რიშ­ვი­ლი – თბი­ლი­სის […]

კონტე “კვარას” ეპიზოდმა აღაშფოთა – რა უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა მსაჯებს?

სერია A-ს მე-7 ტურში “ნაპოლისა” და “კომოს” (3:1) მატჩის 63-ე წუთზე “პარტენოპეის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში წააქციეს, თუმცა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა. მსაჯების ამგვარმა გადაწყვეტილებამ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე აღაშფოთა. “VAR-ი საერთოდ არსებობს?” – მიმართა იტალიელმა სპეციალისტმა გვერდითა არბიტრს. შეგახსენებთ, “ნაპოლი” 16 ქულით ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს გასვლაზე “ემპოლისთან” […]

ილჰამ ალიევი – დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო

საფრანგეთმა და მსგავსმა დასავლურმა სახელმწიფოებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ყარაბაღის ოკუპაცია მარადიული ყოფილიყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ჯებრაილის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, სომხეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა და პრინციპი, დაიკავა აზერბაიჯანის მიწების დაახლოებით 20 პროცენტი, გაატარა ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, ჩაიდინა ხოჯაელის გენოციდი, გაანადგურა აზერბაიჯანის ყველა ქალაქი და სოფელი. […]

რუსეთი „თალიბანს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს

რუსეთის ფედერაცია დაჯგუფება „თალიბანის“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოღებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასი“ ავღანეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, ზამირ კაბულოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კაბულოვის თქმით, გადაწყვეტილება „თალიბანის“ ტერორისტების სიიდან ამოღების შესახებ მოსკოვში უმაღლეს დონეზე უკვე მიღებულია და მხოლოდ ფორმალური პროცედურების გატარებაა დარჩენილი. „საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან და რუსეთის […]

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ჩინეთთან ეკონომიკური ცივი ომის გზაზე დგას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მიზეზი ევროკავშირის მხრიდან ჩინურ ელექტრომობილებზე იმპორტზე დამატებითი ტარიფის 45%-მდე გაზრდაა, რომელზეც კენჭისყრა პარასკევს გაიმართება. „ისინი რასაც ჩვენ გვაიძულებენ, რომ ვქნათ ან რისი გაკეთებაც ევროკავშირს სურს, ეს არის ეკონომიკური ცივი ომი“, – აღნიშნა […]

თუ კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს, ევროკავშირი, შესაძლოა, მოკვდეს – მაკრონი

ევროკავშირი თუ კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს, შესაძლოა, იგი მოკვდეს, – ამბობს ემანუელ მაკრონმი. როგორც მან ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, ევროკავშირის გადასარჩენად პროტექციონისტული პოლიტიკაა საჭირო. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი შესაძლოა, მოკვდეს ან ორ-სამ წელიწადში ბაზრის გარეთ აღმოჩნდეს, თუკი კლასიკურ თავისუფალ ვაჭრობას გააგრძელებს. ცნობისთვის, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კი აცხადებს, რომ არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკისგან ევროპული […]

აშშ-ის პორტებში გაფიცვა დასრულდა – მოსალოდნელია ლოგისტიკური შეფერხება

აშშ-ს პორტებში თანამშრომლების სამდღიანი გაფიცვა დასრულდა, – ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება. საქმე ისაა, რომ პორტის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა. შრომის საერთაშორისო ასოციაციაში განაცხადეს, რომ პროფკავშირებმა მიაღწიეს შეთანხმებას აშშ-ის საზღვაო ალიანსთან ხელფასების ზრდის შესახებ, რის შედეგადაც, დასაქმებულთა გაფიცვა იანვრამდე შეჩერდა. პროფკავშირის თქმით, შრომითი პროცესი დაუყოვნებლივ განახლდა. შეთანხმება ითვალისწინებს ხელფასების, სულ მცირე, 62%-იან ზრდას. ორივე […]

ემანუელ მაკრონმა ნიკოლ ფაშინიანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა 3 ოქტომბერს შედგა. მაკრონმა ფაშინიანს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რადგან ეს ხალხის ინტერესებში შედის. როგორც ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს სომხეთის სუვერენიტეტს, […]

2023 წელს “ლუკოილის” შემოსავლები 485 მილიონ ლარამდე გაიზარდა

რუსული ენერგეტიკული გიგანტის “Lukoil”-ის ქართულმა შვილობილმა “ლუკოილ ჯორჯიამ” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 39 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 485 მილიონ ლარს მიაღწია. შემოსავლების ზრდაზე უფრო მაღალი ტემპით გაიზარდა კომპანიის წმინდა მოგება, რაც 2022 წელს არსებული 1.8 მილიონი ლარიდან 2023 წელს 16.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, […]