ანა დოლიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს ხვდება

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე ორბელიანების სასახლეში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მივიდა. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიზიტამდე მედიასთან განაცხადა, შეხვედრა პრეზიდენტის ინიციატივით იმართება და მიიჩნევს, რომ არჩევნებამდე ამგვარი კონსულტაციები მნიშვნელოვანია. „შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით იმართება, ჩემთან როგორც ქალ ლიდერთან, როგორც მომახსენეს. თუმცა, ჩემთვის გასაგებია, რომ საკმაოდ რთული გარდამავალი პერიოდი გველის, 2 თვე, […]
დღეს და ხვალ დედაქალაქში „თბილისობის“ ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინუცა ბუცხრიკიძე ასახელებს ღონისძიებებს, რომლებიც “თბილისობა 2024”-ის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი. როგორც ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე რიყის პარკში. მისი თქმით, „თბილისობა 2024” ხვალ, გალა კონცერტით დაიხურება. „ორბელიანის მოედანი ნამდვილი საშემოდგომო ზღაპარია. აქ მოსულ ადამიანებს, პირველ რიგში, შეეგებება მშრალი ხიდის […]
ალექსანდრე წულაძე – ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრი პედაგოგებს თავდადებისთვის მადლობას უხდის. „5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. მინდა, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს მივულოცო, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ […]
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ცნობით, აბას არაღჩი სირიელ ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და რეგიონულ მოვლენებს განიხილავს. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გუშინ ლიბანში იმყოფებოდა, სადაც ლიბანელ ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, ნაჯიბ მიკატის შეხვდა.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რიგით 29-ე აკადემიური სასწავლო წელი ოფიციალურად გაიხსნა, რომლის მიზანია აკადემიური პერსონალის მიერ ინსტიტუციურ დონეზე განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასება და ყველაზე ნაყოფიერი „წლის მეცნიერის“, სამეცნიერო პროექტებში ჩართული პერსონალისა და მენტორების დაჯილდოება. ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცერემონიაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა, კახა შენგელიამ და პრორექტორმა […]
ბერძნული დაბადების დღე და დაუვიწყარი მოგზაურობა – ცნობილი დედა-შვილის შთამებჭდავი კადრები – Marao

ცნობილი დედა-შვილი, მოდელი კრისტი ყიფშიძე და მსახიობი ნატალია ყიფშიძე გამომწერებს ფოტოებს საბერძნეთიდან უზიარებენ. კრისტიმ დაბადების დღე საზღვარგარეთ შვილთან ერთად აღნიშნა და დაუვიწყარი კადრები სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა: “ჩემი ბერძნული დაბადების დღე… აიღე გეზი ოცნებისკენ”, – წერს ის. ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების, კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. […]
მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100 – დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს

მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100 – დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ გაყალბებული ფორმა 100. „ქრონიკამ” მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ სტომატოლოგმა მამუკა გოგიბერიძემ, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკა „დენტეფექტში” მუშაობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ისე გასცა, სააკაშვილი საერთოდ არ უნახავს და კლინიკურად არ შეუფასებია. […]
სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას

შეერთებული შტატების მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) შსს-ს მიერ საარჩევნოდ სპეციალურად შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს გამოცემული ბრძანება საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად“. ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, – სხვადასხვა რეგიონში, – შეიქმნება ტერიტორიული […]
დენის ტენის მემორიალზე ანასტასია გუბანოვამ პირველი ადგილი დაიკავა

4 ოქტომბერს, ყაზახეთში, “დენის ტენის მემორიალზე” მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა ქალებს შორის. 18 მონაწილე სპორტსმენისგან პირველი ადგილი, 195.91 ქულით, ჩვენი ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ დაიკავა. ამავე დღეს ყინულის მოედანზე სპორტულმა წყვილებმა რიტმული ცეკვები შეასრულეს. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, რომელიც გლებ სმოლკინის ჯანმრთელობას უკავშირდებოდა, ტურნირს გამოეთიშა ჩვენი ნაკრების მოცეკვავე წყვილი დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
ვოლოდიმირ ზელენსკი – „რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ

„რამშტაინის“ შეხვედრაზე მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარვუდგენთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ „გამარჯვების გეგმას“ წარვადგენთ, ომის სამართლიანი დასრულებისკენ მკაფიო და კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩვენი პარტნიორების სიმტკიცე და უკრაინის გაძლიერება არის ის, რასაც რუსული აგრესიის შეჩერება შეუძლია“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრა 12 ოქტომბერს გაიმართება […]