მარკ ცუკერბერგის ქონებამ $200 მილიარდს პირველად გადააჭარბა

ამერიკული Forbes-ის შეფასებით, Meta-ს თანადამფუძნებელ მარკ ცუკერბერგის ქონებამ $200 მილიარდს გადააჭარბა. შედეგად, ისტორიაში პირველად, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში ოთხი მილიარდერია წარმოდგენილი, რომელთა სიმდიდრეც $200-მილიარდიან ნიშნულს სცდება. ხუთშაბათის მონაცემებით, ცუკერბერგის ქონება $2.6 მილიარდით გაიზარდა და $200.8 მილიარდს გაუტოლდა. უახლესი მოცემულობით, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი $201.5 მილიარდს ფლობს და Forbes-ის რეიტინგის მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. სიაში ცუკერბერგს მხოლოდ ილონ მასკი […]

საქართველოში საუდის არაბეთიდან €50 მილიონზე მეტი ინვესტიცია შემოვა – მემორანდუმი გაფორმებულია

საქართველო-საუდის არაბეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში სამ კომპანიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საუდის არაბეთიდან საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გულისხმობს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბიზნესფორუმის ფარგლებში Medical Bridge-ს, Polymer Solution-სა და Gulf Pharma-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელთა შედეგად საქართველოში 50 მილიონზე მეტი ევროს ინვესტიცია განხორციელდება. ორმხრივ ბიზნესფორუმში, რომელსაც საქართველოს სავაჭრო პალატამ უმასპინძლა, საუდის არაბეთიდან 60-ზე მეტი ბიზნესმენი და 200-მდე […]

Reuters – ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელ, ჰაშემ საფიედინთან დაკავშირება ვერ ხერხდება

ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ ჰასან ნასრალას სავარაუდო შემცვლელ, ჰაშემ საფიედინთან დაკავშირება ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ლიბანელ უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. პარასკევს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ საჰაერო იერიში ბეირუთში მდებარე „ჰეზბოლას“ სადაზვერვო შტაბ-ბინაზე განხორციელდა. ისრაელის იერიშის შემდეგ „ჰეზბოლას“ განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

უბრალო ტურისტი არ ვარო, ეს ნიშნავს, ევროპაში ვცხოვრობ და სწავლის უფლება მაქვსო – ოდიშარია შვილის ინციდენტზე

„ქართული ოცნების“ პარლამენტარი, მილიონერი ბიზნესმენი ბექა ოდიშარია გერმანიაში თავისი შვილის პოლიციასთან შელაპარაკების ამსახველ ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ბავშვს“ – 22 წლის ლაშა ოდიშარიას – არაფერი დაუშავებია, პოლიციელებმა კი ბოლოს ბოდიში მოიხადეს. „პრობლემებს ეძებთ? ჩვენ უბრალოდ ვსეირნობდით და თქვენ ჩემს მეგობარს სტაცეთ ხელი. ახლა მე ჩემს ადვოკატს დავურეკავ. გითხარი ხო, რომ ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი […]

26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ, – წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე და დასძენს, რომ ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს, რაც არის მიზეზი გარე ძალების გააქტიურების. „ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, ქვეყნის შიგნითაც […]

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ „აშშ-ს ელჩმა როგორც იქნა ახსნა, თუ რატომ გააუქმეს ამერიკაში მყოფი ირაკლი კობახიძისთვის ოფიციალურ ვახშამზე მოსაწვევი. თურმე 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს […]

არჩევნებისთვის შექმნილი ჯგუფების დაკომპლექტებაში სპეცრაზმელი ხარება მიიღებს მონაწილეობას

შსს-მ 4 ოქტომბერს გამოაქვეყნა ბრძანება, რომელიც მინისტრ ვახტანგ გომელაურის მიერ 30 სექტემბერს არის ხელმოწერილი და საპარლამენტო არჩევნების „თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების“ უზრუნველყოფას შეეხება. ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენაზე, პრევენციაზე და რომელშიც სპეცრაზმის ხელმძღვანელის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის, იმავე „ხარებას“ მიერ გამოყოფილი წარმომადგენლები შევლენ. […]

სომხეთი აპირებს, გააღრმაოს თანამშრომლობა ნატოსთან – სომხეთის მისია ნატოში

სომხეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის თავზე, 5 ოქტომბერს მხარეები საუბრობენ პარტნიორობასა და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობაზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) წერს: „დღეს 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სომხეთი ნატოს პარტნიორი გახდა. მას შემდეგ, ჩვენ ავაშენეთ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობა აქტიური პოლიტიკური დიალოგის […]

რამშტაინის შეხვედრაზე ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს

გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის დახმარების საკოორდინაციო მორიგი შეხვედრის მონაწილეებს უკრაინა წარუდგენს თავის „გამარჯვების გეგმას“, – იტყობინება Reuters-ის სააგენტო, რომელიც ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, შეხვედრა გაიმართება 12 ოქტომბერს. „ჩვენ წარვადგენთ გამარჯვების გეგმას, მკაფიო, საგანგებო ნაბიჯებს ამ ომის სამართლიანი დასრულებისთვის“, – წერს ზელენსკი. უკრაინა, რომელიც მეზობელ – ბევრად […]