დიმიტრი ხუნდაძე -26 ოქტომბრის არჩევნებს ქვეყნის გარეთ უფრო დიდი ფასი აქვს ვიდრე შიგნით, რადგან უდიდესი საფრთხე სწორედ გარედანაა მოსალოდნელი

არჩევნებზე დამკვირვებლები უმჯობესია საკუთარ დამფინანსებლებს დააკვირდნენ, თუ როგორ იქცევიან თავად და ყველა დაუშვებელი მეთოდით როგორ ერევიან საარჩევნო პროცესში. ოპოზიციური ტელევიზიებიც სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებენ, რომ ამომრჩეველი გააღიზიანონ და შეცდომა დააშვებინონ, – ამის შესახებ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ოპოზიციას ჩალის ფასი აქვს. „ღირსებასთან და მშვიდობასთან ბრძოლას, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყველა წააგებს. […]

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით თბილისის ილორის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს

გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდს აფხაზეთის მთავრობისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კორძაია: ბრძოლამ შედეგი გამოიღო, 800-ზე მეტი ემიგრანტის ხმა მოვიპოვეთ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე პირველი წარმატება მოიპოვეს. როგორც კორძაიამ ბრიფინგზე აღნიშნა, 800-ზე მეტი ადამიანის ხმა მოიპოვეს. “ჩვენს მიერ ინიციირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მაგრამ საერთო სიებში ვერ მოხვდნენ, რადგან არა აქვთ სარეგისტრაციო მისამართი, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას […]

37 წლის ედინსონ კავანიმ “ბოკა ხუნიორსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

გამოცდილმა ფორვარდმა ედინსონ კავანიმ “ბოკა ხუნიორსთან” ხელშეკრულება 1 წლით გაახანგრძლივა, ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინულმა კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. ურუგვაელი “ბოკას” ღირსებას 2023 წლიდან იცავს, ამ პერიოდის განმავლობაში ედინსონმა არგენტინული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე 43 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლით გამოიჩინა. კავანის სხვადასხვა დროს “პალერმოს”, “ნაპოლის”, “პარი სენ ჟერმენის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ვალენსიას” […]

რამშტაინის შემდეგ შეხვედრაზე ზელენსკი დასავლელ მოკავშირეებს „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს

გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, უკრაინის დახმარების საკოორდინაციო მორიგი შეხვედრის მონაწილეებს უკრაინა წარუდგენს თავის „გამარჯვების გეგმას“, – იტყობინება Reuters-ის სააგენტო, რომელიც ეყრდნობა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ Telegram-ის არხით გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმად, შეხვედრა გაიმართება 12 ოქტომბერს. „ჩვენ წარვადგენთ გამარჯვების გეგმას, მკაფიო, საგანგებო ნაბიჯებს ამ ომის სამართლიანი დასრულებისთვის“, – წერს ზელენსკი. უკრაინა, რომელიც მეზობელ – ბევრად […]

საარსებო შემწეობას 266 196 არასრულწლოვანი იღებს – შემწეობის მიმღებთა ოდენობა გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში ფულად დახმარებას 680 833 ადამიანი იღებს (ამ რიცხვში შედის 226 721 ადამიანი რომელიც სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობს და შედეგად 4 წლით აქვს შენარჩუნებული სოციალური დახმარება.) მონაცემები წინა წელთან შედარებით 4.6%-ით არის გაზრდილი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი […]

ლევან იოსელიანი – ჩემთვის მნიშვნელოვანია არ დარჩეს არც ერთი მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობის უფლების გარეშე – განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ცესკოს დადგენილებამ ეს შესაძლებლობა დევნილ მოქალაქეებსაც მისცა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიესალმება ცესკო-ს მიერ ოპოზიციური პარტიების ჩართულობით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ […]

მამუკა ხაზარაძე – სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე – როცა ანაკლიაში ხელი შემეშალა, გამოვედი და ვთქვი, თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო

მე სიტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე. თუ რამემ ხელი შემიშალა, მაგალითად, ანაკლიაში, იქ გამოვედი და ვთქვი, ჩემს თავს ზემოთ ძალებმა გააჩერეს ეს ყველაფერი-მეთქი, ისეთი ძალები ჩაერივნენ, შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე განმარტებით, „ძლიერი საქართველო“ ერთადერთი […]

ელენე ხოშტარია – ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი, ჩვენი ამოცანაა, ეს სურვილი მშვიდად და წყნარად განვახორციელოთ – პრეზიდენტთან ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და კოალიცია “ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას შეხვედრა დასრულდა. როგორც ელენე ხოშტარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მის როლს შეეხო. “ჩვენ ახლა გადამწყვეტ ეტაპზე ვართ, არჩევნებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, ხალხში არის ცვლილების ჩამოყალიბებული სურვილი. ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდად და […]

თამარ კორძაია – ჩვენმა ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო – მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ბრძოლამ ემიგრანტების ხმის დაცვასთან დაკავშირებით, შედეგი გამოიღო: ჩვენ მოვიპოვეთ 800-ზე მეტი ადამიანის ხმა, ეს ჩვენი პირველი წარმატებაა და გავაგრძელებთ ბრძოლას თითოეული ხმისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. მისი თქმით, ემიგრანტების ხმების დაცვის სამართლებრივ გზაზე კოალიციამ დღეს პირველი წარმატება მოიპოვა. „ჩვენ მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტში, რომლითაც ჩვენს ემიგრანტებს, რომლებიც […]