ევროკავშირის სასამართლომ მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია ტრანსგენდერების უფლებების დაცვის საქმეში

ევროკავშირის უზენაესმა – მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წევრმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ ბლოკის სხვა სახელმწიფოში ადამიანის მიერ სახელის და სქესის შეცვლა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არიან მირზარაფი-აჰის საქმის გამო, რომელიც ორი სახელმწიფოს, რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქე ტრანსგენდერია. გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი იურიდიული პრეცედენტი შექმნა, მილიონობით ტრანსგენდერს შეეხება მთელ ევროკავშირში და მისი საშუალებით, უზრუნველყოფილი იქნება მათი იდენტობის […]

ეკა გიგაური – პრეზიდენტი მზად არის, გააკეთოს ყველაფერი, რათა მოქალაქეებმა თავისუფალ გარემოში მისცენ ხმა, ის ამ ყველაფერში კონკრეტულ როლს შეასრულებს

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც ეკა გიგაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან პრეზიდენტთან არჩევნებზე დაკვირვების პროცესსა და ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს. „ვისაუბრეთ ჩვენს სადამკვირვებლო მისიაზე, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ არჩევნებს კოალიციურად აკვირდება. მას აინტერესებდა, თუ რა გეგმები გვაქვს, რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება და […]

სირიას BRICS-ში გაწევრიანება სურს

სირიამ ორგანიზაცია BRICS-ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „ჩვენ ძალიან გვაინტერესებს BRICS-ში გაწევრიანება. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ წერილობითი თხოვნა ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ“, – განაცხადა რუსეთში სირიის ელჩმა ბაშარ ჯააფარიმ. BRICS-ი, რომელიც ამჟამად 9 წევრისგან შედგება (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები), 2006 წელს დაარსდა. სექტემბერში ცნობილი […]

უცხოეთში მცხოვრები ქართველი დევნილები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მიესალმება ცესკო-ს მიერ ოპოზიციური პარტიების ჩართულობით მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რითაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ დევნილებს 7 ოქტომბრამდე რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ მოხვდნენ ერთიან საარჩევნო სიაში და 26 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში. აღნიშნულის შესახებ ომბუდსმენის განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „გუშინ ოფიციალური მოწოდებით მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოვითხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, საზღვარგარეთ […]

მოახლოებული არჩვენების ფონზე საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ისევ ადანაშაულებენ

მოახლოებული არჩვენების ფონზე საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ისევ ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება არც ერთხელ არ დადასტურებულა, წნეხი მაინც იზრდება. ამჯერად საუბარია ავტომობილებზე, თითქოს, აკრძალვის მიუხედავად, რუსეთში ახალი, ძვირად ღირებული მანქანები, საქართველოს გავლით შედის. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში არაერთხელ დაადანაშაულეს, რაც ფაქტებით ვერავინ დაადასტურა – ვერც ქვეყნის შიგნით ჩასაფრებულმა ოპოზიციამ […]

ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება

ოქტომბერი ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს ფინანსურ ცვლილებებს მოუტანს, ხუთისთვის კი იღბლისა და მატერიალური წინსვლის თვე იქნება. კურო ეს თვე კუროს გაზრდის ბევრ შესაძლებლობას გაუხსნის. თქვენი მოთმინება და შრომა საბოლოოდ დაფასებას დაიწყებს. შესაძლოა მიიღოთ მოულოდნელი ფინანსური ჯილდო წარსული პროექტებისთვის ან შემოსავლის ახალი წყაროების აღმოსაჩენად. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავში და თქვენს იდეებში ინვესტიციის ჩადება – ეს მოგებას მოგიტანთ. […]

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული ემიგრანტები ხმის მიცემას ფაქტობრივ მისამართზე შეძლებენ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ. გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს. დადგენილების პროექტი, რომელიც ოპოზიციონერმა წევრებმა წარადგინეს, მხარი ერთხმად დაუჭირეს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა დევნილთა მონაცემთა ბაზაში არ აქვთ მითითებული საქართველოში ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, არ ეძლეოდათ ერთიან საარჩევნო სიაში მათი […]

თამარ კორძაია – კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნომერ პირველი ცენზორი, გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა და არა დამცველი

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში ნომერ პირველი ცენზორი, გამოხატვის თავისუფლების ჯალათი გახდა და არა დამცველი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც „მთავარი არხის“, „ტვ-პირველისა“ და „ფორმულას“ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. სამი ტელეკომპანიის ერთობლივი განცხადების შესახებ საუბრისას თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია „გამოხატვის თავისუფლების ჯალათია“. „კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ ქვეყანაში […]

ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ მყოფ დევნილებზე, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქვთ რეგისტრაცია

ცესკოს ახალი გადაწყვეტილებით, ამომრჩევლებს, რომლებიც უცხოეთში იმყოფებიან და რეგისტრაციის მისამართი აქვთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ფაქტობრივ მისამართზე ექნებათ. რადიო თავისუფლება რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ უცხოეთში მცხოვრებ დევნილებს, რომლებსაც რეგისტრაციის ადგილად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აქვთ მითითებული და ფაქტობრივი მისამართი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უფიქსირდებათ, არჩევნებში მონაწილეობის პრობლემა შეექმნათ. მათაც ცოტა ხნის წინ […]

ნიკა მელიამ Facebook-ის რეკლამებში ბოლო ერთ თვეში 34 000 დოლარი დახარჯა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, “Facebook”-ის რეკლამებში ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 34 000 დოლარი დახარჯა. მელიას ოფიციალური გვერდის მონაცემებში აღნიშნულია, რომ მას 2024 წლის 3 სექტემბრიდან ამავე წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, რეკლამებში 34 000 დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. ასევე ცნობილია, რომ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ყრილობაზე მისი სიტყვით გამოსვლის ამსახველი მხოლოდ ერთი ვიდეოს რეკლამისთვის, ნიკა მელიამ […]