“მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც… პოლიციელებმა ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში” – ბექა ოდიშარია

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას მტკიცებით, ჰამბურგის პოლიციამ მის შვილს და სხვა ქართველ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა. აღნიშნული კომენტარი ოდიშარიამ TV იმედთან გააკეთა. საქმე ეხება ბექა ოდიშარიას შვილთან დაკავშირებით გერმანული გამოცემა Spiegel-ის მიერ 3 აგვისტოს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც რამდენიმე ახალგაზრდასა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაა ასახული. ოდიშარიას თქმით, Spiegel-ი სამარცხვინოდ იქცევა. “მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, […]

მამუკა ხაზარაძე – ჩვენ უნდა ვიაროთ „ილიას გზით“ და ძარღვი, რომელიც კომუნისტებმა გაწყვიტეს, უნდა დავიბრუნოთ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა

ჩვენ უნდა ვიაროთ „ილიას გზით“ და ეს გაწყვეტილი ძარღვი, რომელიც კომუნისტებმა გაწყვიტეს, უნდა დავიბრუნოთ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ილია მოკლეს 117 წლის წინ, მაგრამ მისი იდეა და ხედვა, თუ სად უნდა ყოფილიყო ჩვენი ქვეყანა, ვერ მოკლეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ამბროლაურში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მან იმ გეგმებზე ისაუბრა, რასაც […]

“დასავლური კავშირების გარეშე, ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ აღარ იარსებებს” – ვანო მაჭავარიანი

დასავლური კავშირების გარეშე, ძალიან ბევრი ბიზნესი უბრალოდ აღარ იარსებებს – ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში კერძო სექტორის როლზე BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ყოფილმა დიპლომატმა ვანო მაჭავარიანმა ისაუბრა. იაპონიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ბიზნესისთვის ბაზრების დივერსიფიკაციაში ბალანსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კერძო სექტორის მთელი აქცენტი რუსეთთან ურთიერთობის აწყობისკენ იქნება მიმართული, დასავლეთთან ურთიერთობის გარეშე, ბევრი კომპანია არსებობას შეწყვეტს. […]

ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილებისთვის დამატებითი ტარიფები დააწესა

ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრისას, რომელშიც მონაწილეობისგან ბევრმა ქვეყანამ თავი შეიკავა, ევროკავშირის ქვეყნები ვერ შეთანხმდნენ, უნდა დაეწესებინათ თუ არა ჩინური წარმოების ელექტრომობილებისთვის ახალი, დამატებითი ტარიფები. ევროკომისია იძულებული გახდა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი მოეძებნა და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის 12 წევრ სახელმწიფოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, საქმე ბოლომდე მიიყვანა. ოთხი ოქტომბრის კენჭისყრის შედეგები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ევრონიუსს […]

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ტრანსგენდერების უფლებების დაცვის საქმეში

ევროკავშირის უზენაესმა – მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ წევრმა ქვეყნებმა უნდა აღიარონ ბლოკის სხვა სახელმწიფოში ადამიანის მიერ სახელის და სქესის შეცვლა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არიან მირზარაფი-აჰის საქმის გამო, რომელიც ორი სახელმწიფოს, რუმინეთისა და ბრიტანეთის მოქალაქე ტრანსგენდერია. გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვანი იურიდიული პრეცედენტი შექმნა, მილიონობით ტრანსგენდერს შეეხება მთელ ევროკავშირში და მისი საშუალებით, უზრუნველყოფილი იქნება მათი იდენტობის […]

თინა ბოკუჩავა – ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ივანიშვილის „ქართული ოცნება” წარმოადგენს – პრეზიდენტთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი არჩევანი და ეს არჩევანი რეფერენდუმია

ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შორის შეხვედრა დასრულდა. თინა ბოკუჩავას თქმით, შეხვედრაზე ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს. „პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ […]

“სიტყვის კაცი ვარ და საქმეს ვერ ნახავთ, სადაც ვთქვი და ვერ გავაკეთე” – მამუკა ხაზარაძე

მე სი­ტყვის კაცი ვარ და ვერც ერთ საქ­მეს ვერ ნა­ხავთ, სა­დაც ვთქვი და ვერ გა­ვა­კე­თე. თუ რა­მემ ხელი შე­მი­შა­ლა, მა­გა­ლი­თად, ანაკ­ლი­ა­ში, იქ გა­მო­ვე­დი და ვთქვი, ჩემს თავს ზე­მოთ ძა­ლებ­მა გა­ა­ჩე­რეს ეს ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი, ისე­თი ძა­ლე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, – ამის შე­სა­ხებ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ამ­ბრო­ლა­ურ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” ერ­თა­დერ­თი […]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სირიელ კოლეგასთან, ბასამ ალ-საბაღთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხია, განსაკუთრებით ლიბანსა და ღაზაში. დამასკოში ჩემი ვიზიტის მიზანს რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელება წარმოადგენს“, – განაცხადა აბას არაღჩიმ. ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში დღეს ჩავიდა. […]

ჩინელმა ქალმა ორი საშვილოსნოთი ტყუპი გააჩინა

ჩინეთში ქალმა, რომელსაც ორი საშვილოსნო აქვს, ტყუპი გააჩინა – ისინი სხვადასხვა საშვილოსნოში ჩაისახნენ და განვითარდნენ. „ძალიან იშვიათი მოვლენაა, როდესაც ტყუპი ბუნებრივად ისახება ცალ-ცალკე საშვილოსნოში, ამაზე უფრო იშვიათია, რომ დედამ ისინი მუცლით ორსულობის ბოლომდე ატარა“, – აღნიშნულია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ექიმები აზუსტებენ, რომ ორსულობის განმავლობაში ექიმები ლის და მისი შვილების ჯანმრთელობას ყურადღებით აკვირდებოდნენ.

მეცნიერებმა 1000-წლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს

ბოტანიკოსებმა ათასწლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს. ახლა ხის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მის გაზრდაზე მეცნიერებმა 14 წელი დახარჯეს, თუმცა მას ნაყოფი ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რა სახეობას მიეკუთვნება მცენარე. თუმცა, მათი ვარაუდით, ის შეიძლება „იუდეის ბალზამთან“ იყოს დაკავშირებული, რომელიც არაერთხელ იყო ნახსენები ბიბლიაში. ბიბლიურ ტექსტებში ამ ბალზამს „ცორის“ უწოდებენ და […]