ბოკუჩავა: ჩვენ გავცვალეთ ჩვენი ვიზიტებისას მიღებული გზავნილები ევროპელებისგან

ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროპული ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გაცვალეს. “პრეზიდენტი იმყოფებოდა ევროპაში, მეც ვიმყოფებოდი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზედა შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში, ასე რომ ჩვენ გავცვალეთ ჩვენი ვიზიტებისას მიღებული გზავნილები ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ პრეზიდენტთან, ისევე როგორც ჩვენთან, რომ ევროპის კარი ღიაა საქართველოსთვის და რომ ერთადერთ დაბრკოლებას […]

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ჩრდილოეთ ლიბანში „ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ჩრდილოეთ ლიბანში „ჰამასის“ ორი მეთაურის ლიკვიდაცია განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, პირველი სარაკეტო დარტყმა ღამით, ქალაქ ტრიპოლის მახლობლად მდებარე პალესტინელი ლტოლვილების ბანაკში განხორციელდა და მისი სამიზნე საიდ ატალა ალი იყო. მეორე სარაკეტო იერიშის შედეგად, რომელიც ლიბანის ქალაქ საადნაელთან ახლოს განხორციელდა, მუჰამედ ჰუსეინ ალ-ლავისის ლიკვიდაცია მოხდა. „ჰამასმა“ ორივე მათგანის სიკვდილი დაადასტურა.

ესპანეთში აღმოაჩინეს დინოზავრის სახეობა, რომელიც 73 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა

2007 წელს მადრიდი-ლევანტეს ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს გიგანტური არსების ნამარხები. კუნკასაურა პინტიქუინესტრა არის დინოზავრის ახალი სახეობის სახელი, რომელიც პირენეის ნახევარკუნძულზე 73 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. „ჩვენ ვიცით, რომ ეს დინოზავრი კუენკაში ცხოვრობდა და ამ ტერიტორიაზე მოკვდა. ის, ალბათ, მიეკუთვნებოდა იმ საუროპოდების ჯგუფს, რომელიც ევროპისა და აზიის ტერიტორიის ბინადრობდნენ და კონტინენტებს შორისაც მოგზაურობდნენ ჯოგებად“, […]

თინა ბოკუჩავა – „ხარებას“, ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება – გასაგებია, რომ მათი მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს

ქვეყნის მთავარ ზონდერს მისცეს წინასაარჩევნოდ ზონდერ ბრიგადების შექმნის დავალება. გასაგებია, რა არის მათი მიზანი – მოსახლეობის დაშინება, მაგრამ ქართველ ხალხს ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაშინებს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში […]

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა

ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები ჩრდილოეთით მდებარე სოფელ დეირ ალ-ასადიდან გალილეას სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „ჰეზბოლას“ თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

„მუნიციპალიტეტებს უფლება უნდა მიეცეთ, თვითონ დააწესონ, გააუქმონ, გაზარდონ ან შეამცირონ გადასახადები“

„ეკონომიკური დეცენტრალიზაციის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, მუნიციპალიტეტებს უფლება უნდა მიეცეთ, თვითონ დააწესონ, გააუქმონ, გაზარდონ ან შეამცირონ გადასახადები“, – ამის შესახებ ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, საგადასახადო პოლიტიკის კუთხით საქართველო მკვეთრად ცენტრალიზეული ქვეყანაა. „ეკონომიკური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი გამოითვლება რამდენიმენაირად. ერთ-ერთი არის საგადასახადო დეცენტრალიზაციის წილი, რაც გულისხმობს იმას, თუ რამდენად შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას დააწესოს, გააუქმოს, გაზარდოს ან შეამციროს […]

გია ხუხაშვილი – პრეზიდენტი არის დღევანდელი განვითარების ვექტორის მედროშე – ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს

პრეზიდენტი ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს, იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, მას შეხვედრაზე პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონია. „ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს. […]

ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა

ქუთაისში, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა. ქალაქის საჯარო სკოლების 78 გამორჩეულ პედაგოგს ჯილდო გადასცეს: ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. დღესვე, “ღვაწლმოსილი […]

გიორგი კალანდარიშვილი – პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს – შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, რაიმე ტიპის მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა. მეტიც, ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ინფორმაციის მიმოცვლისა და სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით ცესკო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს საპარლამენტო ასამბლეასთან, თუ ნებისმიერ სხვა, ადგილობრივ […]

ლევან სამუშია – „ძლიერი საქართველო“ გპირდებათ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნა, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოპარა – პენსია 1000 ლარი იქნება, გავხდებით ევროკავშირის წევრები და გაყინული, მიტოვებული პროექტებიც დასრულდება

„ძლიერი საქართველო“ გპირდებათ, რომ იმ 200 000 სამუშაო ადგილს შექმნის, რომელიც „ოცნებამ“ ქართველ ხალხს მოჰპარა. პენსია 1000 ლარი იქნება, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები და ეს გაყინული, მიტოვებული პროექტები აუცილებლად დასრულდება, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა. სამუშიამ სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობას მმართველი პარტიის დაპირებები შეახსენა. „ქალაქ ჯვარში, ენგურჰესის ტერიტორიაზე, იმ […]