პრემიერი კობახიძე თსუ-ში ამ სემესტრში ლექციებს არ წაიკითხავს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 წლების შემოდგომის სემესტრში ლექციებს არ ჩაატარებს. რადიო თავისუფლებას თსუ-ის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ „მიმდინარე სემესტრში ირაკლი კობახიძე სარგებლობს ანაზღაურების გარეშე აკადემიური შვებულებით“. ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა თსუ-ის სტუდენტმა ნიკო მანაგაძემ, ერთ-ერთმა იმ სტუდენტებს შორის, ვინც წინა სემესტრში უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მისულ პრემიერ-მინისტრს „აგენტების კანონის“ გამო პროტესტით ხვდებოდა. მანაგაძე წერდა, რომ […]

საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში თხევადი ბუნებრივი აირის მცურავი ტერმინალი ამოქმედდა

ახალი პროექტი, რომელსაც ნაწილობრივ ევროკომისია აფინანსებს, მიზნად ისახავს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას საბერძნეთის ქალაქ ალექსანდრუპოლისში ამოქმედდა თხევადი ბუნებრივი აირის პროექტი, რომელშიც ევროკომისიაც არის ჩართული, პროექტის მიზანი რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებაა. პროექტის ფარგლებში გამოყენებულია საწვავის მცურავი ავზი, სპეციალური გადამამუშავებელი ბლოკი, რომელიც თხევად ბუნებრივ აირს (LNG) ისევ […]

მედიის ადვოკატირების კოალიცია – ტელეკომპანიების მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა მედიის თავისუფლების და ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა – ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა

მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს „ქართული ოცნების“, ქმედებებს, რომელიც, მათივე შეფასებით, ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას პოლიტიკური მიზნებისთვის. როგორც მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედია საშუალებების – „მთავარი არხის“, ტვ „პირველის“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ – მიმართ “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა. “ქართული ოცნების” […]

გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან ერთად „თბილისობა – 2024“-სადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. გიორგი ტყემალაძემ მოსახლეობას თბილისობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს მშვიდობა, განვითარება და აღმშენებლობა უსურვა. „ჩვენი ქალაქი უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ოქტომბრის დასაწყისში თბილისობას აღნიშნავს. თბილისობის ტრადიცია, გარდა იმისა, რომ არის სახალხო ზეიმის, დასვენების […]

კომპანიები, რომლებიც სმარტფონების ბაზარზე ლიდერობენ

ბოლო წლების განმავლობაში სმარტფონების გლობალურ ბაზარზე ლიდერის სტატუსს ერთმანეთს Samsung-ი და Apple-ი ეცილება. იმისათვის, რომ ბრძოლაში არ ჩამორჩნენ, კომპანიები საკუთარი მოწყობილობების გენერაციული AI-ფუნქციებით გაძლიერებას აქტიურად ცდილობენ. ამჟამად სმარტფონების ბაზრის უდიდესი წილი სამხრეთკორეულ Samsung-ზე მოდის, რომელიც მსოფლიოს 38 ქვეყანაში ლიდერობს. მეორე ადგილზე კი ამერიკული Apple-ია, რომელიც პირველობას 16 ქვეყანაში ინარჩუნებს. კერძოდ, Samsung-ი იკავებს პირველ ადგილს სინგაპურში, […]

ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

ემანუელ მაკრონი ისრაელისთვის ღაზას სექტორში საბრძოლველად იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მაუწყებლობა France Inter-თან საუბარში განაცხადა. კერძოდ, მაკრონი ისრაელისთვის იარაღის მიწოდებების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ღაზას სექტორში თითქმის ერთწლიანი ომი “პოლიტიკურ მოგვარებას” საჭიროებს. “ვფიქრობ რომ დღეს პრიორიტეტია, რომ პოლიტიკურ მოგვარებას დავუბრუნდეთ, რომ ღაზაში საბრძოლველად იარაღის მიწოდებები […]

Fichajes: პერესი კვარაცხელიას სამსახურით ისევ დაინტერესდა – რამდენად რეალურია ტრანსფერი?

ესპანური Fichajes-ის მტკიცებით, “რეალმა” სერია A-ს ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი განაახლა, რამეთუ სამომავლოდ შემადგენლობის გაძლიერების ვარიანტებს ეძებს: “რეალმა” მიზნად “ნაპოლის” გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირება დაისახა, რომელიც მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერების ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტია. ფლორენტინო პერესი აცნობიერებს რა გუნდის საჭიროებებს, სხვადასხვა პოზიციებზე არსებითი ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. ახლახან ჩემპიონთა ლიგაზე “ლილთან” განცდილი მარცხის შემდეგ, ის შეტევის […]

ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ბოსნიაში სულ ცოტა, 19 ადამიანი ემსხვერპლა

სულ ცოტა, 19 ადამიანი ემსხვერპლა ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერს ბოსნია-ჰერცეგოვინის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 4 ოქტომბერის ღამის განმავლობაში, განაცხადა ხელისუფლებამ. 1 6 მსხვერპლის ცხედარი იქნა ნაპოვნი სამხრეთ ბოსნიის იაბლანიცისა და კონიცის მუნიციპალიტეტებში, სადაც სამაშველო სამსახურები აგრძელებენ დაკარგული პირების ძებნას. კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა ფოინიცაში, ცენტრალურ ბოსნიაში, განუცხადა სამოქალაქო დაცვის სამსახურმა რადიო თავისუფლებას. […]

აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი შეფერხებულია – მიზეზებზე ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

“აშშ-ში დოკერების [ნავსადგურის თანამშრომლების] გაფიცვამ საქართველოში მანქანების გამოგზავნა შეაფერხა”, – ამის შესახებ BMG-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განაცხადა. მისი თქმით, შესაძლოა, ავტომობილების თვითღირებულებაც გაიზარდოს. “სიტუაციის გამოსწორებას, სავარაუდოდ, 1 თვე დასჭირდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში. შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, ავტომობილის ღირებულებას გაზრდის. გამიჭირდება იმის თქმა, ფასი რამდენით მოიმატებს.პროდუქციის დიდი მასა ამ პორტებში დაგროვდა”, – განაცხადა […]

“ვირტუსმა” ევროლიგაში შინ “ეფესთან” წააგო, შენგელიამ კი 12 ქულა მოაგროვა

შედეგიანად დაიწყო ევროლიგის სეზონი თორნიკე შენგელიამ, თუმცა მისი პირადი მონაგარი, სამწუხაროდ, გუნდის შედეგში ვერ გადაისახა. “ვირტუსმა” ბოლონიაში სტამბოლის “ეფესს” უმასპინძლა და 67:76 დამარცხდა, ქართველი ფორვარდი კი თავისიანთაგან ერთ-ერთი შედეგიანი იყო. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 29:33 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან […]