დავით უსუფაშვილი – არჩევნების გაყალბების გზით თუ შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას, ბუნებრივია, სათანადო პროტესტი იქნება – ვერ ვხედავ სცენარს, რომელშიც ხელისუფლება გაიმარჯვებს

მონდომებული ვარ, კოალიცია შედგეს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ძალებს გვეყოფა არამარტო პატრიოტიზმი და კეთილგონიერება, არამედ პოლიტიკური განსჯის უნარი, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში, არჩევნების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხებული იქნება და ოპოზიციას ჯამური უმრავლესობა ექნება, ეს ჯამური უმრავლესობა არ გადავაყოლოთ არაფერს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, […]

რუმინეთი ცდილობს დაგეგმილზე 5 წლით ადრე გახდეს კლიმატნეიტრალური

რუმინეთი 2045 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი ემისიების მიღწევას ცდილობს. ქვეყანას ევროკავშირის დირექტივისა და შეთანხმების კვალდაკვალ ამის მიღწევა 2025 წელს ჰქონდა, თუმცა, ქვეყანა დაგეგმილზე 5 წლით ადრე ცდილობს მიაღწიოს მიზანს. ეს ნიშნავს, რომ სათბურის გაზების საერთო მოცულობა მთელ ქვეყანაში იქნება არაუმეტეს იმ რაოდენობით, რაც მცენარეებს შეუძლიათ აითვისონ და ამით გაასუფთავონ ატმოსფერო. ამის მისაღწევად ქვეყანა აპირებს მზის […]

საქართველო შექმნის ევროპული და ამერიკული კომპანიებისთვის მისაღებ გარემოს – ნიკა გილაური

ისტორიული შანსი და შესაძლებლობა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელიდან არ უნდა გაუშვას – ყოფილმა პრემიერმინისტრმა და Reformatics-ის დამფუძნებელმა დღეს საჯარო შეხვედრა გამართა. ნიკა გილაურმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა და რეფორმების გეგმა წარადგინა. დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ როგორი რეგიონალური და საგარეო პოლიტიკაა გასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე, გლობალური გადაწყობის პროცესიდან გამარჯვებული გამოვიდეს. “რა მოხდა […]

პრიორიტეტები საავტომობილო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში – კვლევა

“საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდა. კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა – საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს. კვლევის დოკუმენტში, რომელიც “კომერსანტს” ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი. აქვე წარმოდგენილია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრიორიტეტებიც, ისეთი, როგორიცაა ენერგეტიკის სექტორში […]

ევროკომისია უნგრეთს, ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ კანონის გამო, სასამართლოში უჩივის

3 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ გავრცელებილი განცხადების თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ გადაწყვიტა, უჩივლოს უნგრეთს, რადგან მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის მიერ მიუღებული კანონი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ეს კანონი უნგრეთის პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა და როგორც მმართველი პარტია „ფიდესი “აცხადებს, მისი მიღება საგარეო პოლიტიკური ჩარევებისგან თავის დაცვის მიზნით მოხდა. სადავოდ ქცეულ კანონში აღნიშნულია, […]

საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში – შალვა პაპუაშვილი ამერიკის საელჩოზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება ამერიკის საელჩოს მიერ, ბოლო დღეებში გამოქვეყნებულ ფეისბუქ პოსტებს, რომლითაც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს და უპირისპირდება. „უპირველეს ყოვლისა, საელჩო არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს უფლებას, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში. სამწუხაროდ, ზუსტად ამას აკეთებს ამერიკის საელჩო, მათ შორის უკვე იუმორის დონეში გადასული ე.წ. ქარდების სერიით, რომელიც ამავე დროს იყო დეზინფორმაციული და ტყუილი. […]

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – პარტიის ლიდერებს კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრისას თავს დაესხნენ – ფიზიკურად გაუსწორდნენ ლევან მეტრეველს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს სოფელ კარდანახში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციითვე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანს, ლევან მეტრეველს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის „ნიუ ჰოსპიტალში“ გადაჰყავთ”.

ლევან მეტრეველი – თავდასხმა არის მხოლოდ სისუსტის გამოვლინება, მსგავსი მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ

დღევანდელი თავდასხმა არის მხოლოდ სისუსტის გამოვლინება, მსგავსი მეთოდებით ვერ შეგვაშინებენ, რადგან ვართ ძალიან ბევრი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანმა, ლევან მეტრეველმა კარდენახში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ლევან მეტრეველი აღნიშნავს, თავდასხმის შედეგად მიიღო ტვინის შერყევა. „ტვინის შერყევის სურათი ნამდვილად არის, ჰემატომა ნამდვილად არის და ახლა უნდა ვნახოთ თუ არის სახის ძვლების მოტეხილობა. […]

სოფო ჯაფარიძე – კარდენახში მომხდარი „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო შიშის გამოხატვა

ეს იყო შიშის მორიგი გამოხატვა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელსაც თუ რამის ეშინია ყველაზე მეტად, ეშინია ერთიანობის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ სოფელ კარდანახში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაზე კარგად იცის, როგორი ძლიერები ვართ და ქართველი ხალხის როგორი მხარდაჭერა გვაქვს“. „ეს […]

დროება: ევროპული ბანკებიდან წამოღებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი კალაძემ დუბაიში განათავსა

დროების რამდენიმე სანდო წყაროს ინფორმაციით, ევროპული ბანკებიდან წამოღებული ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის მერმა, კახა კალაძემ გაერთიანებულ ემირატებში, კერძოდ დუბაიში მოქმედ საბანკო ანგარიშებზე განათავსა. ნაწილი კი ასევე დუბაიში მოქმედი სპეციალიზებული კომპანიების მეშვეობით, მათ შორის, როგორც ცნობილია, გასესხების ფორმალური მექანიზმების გამოყენებით, კრიპტოვალუტაში გადაიტანა. დროების ცნობით, თბილისის მერი ივანიშვილის გარემოცვიდან ერთადერთი ფიგურა არ არის, რომელიც უკვე დაანონსებული, დასავლური […]